კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2018 (98)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)

№52 როგორ მოვუაროთ ხელის ნაზ კანს ზამთრის სუსხიან დღეებში

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

სახის კანთან შედარებით, კანი ხელის მტევნებზე შეიცავს 4-5-ჯერ ნაკლებ წყალს, ამიტომ,  ხშირად მშრალი და გაუწყლოებულია. ხელებზე კანი თხელია, სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით, აქ პრაქტიკულად არ არის ცხიმოვანი კანქვეშა შრე და მხოლოდ მცირე რაოდენობის ცხიმოვანი ჯირკვლებია. ხელისგულებზე კი ისიც არ არის. 40 წლის შემდეგ, დამცავი კანქვეშა ცხიმის გამოყოფა კიდევ უფრო მცირდება, ქვეითდება კანის ელასტიკურობა და კიდევ უფრო თხელი ხდება. სიცივეს, ქარსა და ყინვას შეუძლია, გამოიწვიოს ხელის მტევნების ნაზი კანის გამოშრობა, გაუხეშება, გაღიზიანება, შეწითლება და შეშუპება. ამიტომ, საჭიროა, კანის ინტენსიური კვება ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, მხოლოდ მკვებავი კრემების წასმა საკმარისი არ არის. უნდა გამოიყენოთ აბაზანები ეთერზეთებით ან მცენარეული ზეთებით, რაც შეიცავს ამინომჟავებს და სასიკეთოდ მოქმედებს კანის მდგომარეობაზე.
* ჟოჟობას ზეთი შეიცავს ამინომჟავებს და პროტეინებს, ასევე  B12 ვიტამინს, რომელსაც გააჩნია რეგენერირებისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
* იცავს ხელს აქერცვლისგან, კანის ფერს თანაბარს ხდის. იდეალურია თხელი კანისა და მასაჟისთვის. გააჩნია გამაახალგაზრდავებელი, შეშუპებისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პილინგი ხელებისთვის სახლის პირობებში: დაფქული ყავა შეურიეთ ზეთში, წაისვით ხელის მტევნების კანზე და შეიზილეთ. შემდეგ, ხელები სველი ხელსახოცით შეიფუთეთ 5-7 წუთის განმავლობაში. გაიკეთეთ მასაჟი და მოიშორეთ ზეთის ნარჩენები ხელსახოცით.  წაისვით, შესაბამისი ხელის საცხი.
* ნუ წაისვამთ ხელებზე სახისთვის განკუთვნილ საცხებსა და ლიფტინგებს. ხელზე კანი თხელი, ნაზი, ნაკლებცხიმოვანია და ამიტომ, უფრო ცხიმიან კოსმეტიკურ პროდუქტებს საჭიროებს.
* ყინვაში, სახლიდან გასვლამდე ერთი საათით ადრე, ხელის მტევნებზე წაისვით მკვებავი საცხი. ამ დროის განმავლობაში, კანი მოასწრებს მის შეწოვას, რაც მაქსიმალურად სასარგებლოა.
* ისწავლეთ ხელების სწორად დაბანა – მხოლოდ ოთახის ტემპერატურის წყლით დაიბანეთ. ცივი წყალი ხელის კანს აუხეშებს, აწითლებს, იწვევს აქერცვლასა და დასკდომას, ხოლო ძალიან ცხელი წყალი კანს ცხიმს აცლის და აშრობს.
* დაბანის შემდეგ, ხელები საგულდაგულოდ გაიმშრალეთ – კარგად შემშრალება აუცილებელია, თუ არ გსურთ, ნუნები დაგიზიანდეთ.
* სწორად შეარჩიეთ საპონი – ხელები დაიბანეთ მხოლოდ რბილი ტუალეტის საპნით. შესაძლებელია გლიცერინის საპონიც, მაგრამ უმჯობესია, თუ თხევად საპონს გამოიყენებთ. ის შეიცავს დამატებებს, რაც ხელს უშლის კანის გამოშრობას.
* პილინგი – შეიძლება, გამოიყენოთ სკრაბი სხეულისთვის, რომელიც ხელებზე უნდა წაისვათ აბაზანის მიღებისას, ან ხელებისთვის სპეციალური აბაზანის გაკეთების დროს. შემდეგ კი, მსუბუქად, წრიული მოძრაობით შეიზილოთ. სკრაბი დაგეხმარებათ, მკვდარი უჯრედების მოცილებაში, რაც ხელს უწყობს კრემის აქტიური ნივთიერებების კანში შეღწევას.
* ხელთათმანები – სარეცხ საშუალებებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები მავნებელია ხელის კანისთვის. მათი ზემოქმედება იწვევს ადგილობრივი იმუნიტეტის დარღვევას და კანის დაავადებებს, მათ შორის, დერმატიტსა და ეგზემას. შეიძინეთ თქვენი ხელის ზომის თხელი და გამჭვირვალე ხელთათმანი, რომელიც ამ პრობლემისგან დაგიცავთ. თუ ხელთათმანს ვერ შეეგუეთ, მაშინ საოჯახო საქმის დაწყების წინ, ხელებზე კრემი წაისვით. ის კანს დამცავ აპკს გადააკრავს და დაიცავს მას ქიმიური შემადგენლების ზემოქმედებისგან.
* მკვებავი კრემი – უმჯობესია, მას თუ წყალთან ყოველი კონტაქტის შემდეგ გამოიყენებთ. თუ ასე არ მოიქცევით, ხელებზე წვრილი ნაოჭები და პიგმენტური ლაქები გაგიჩნდებათ.
* ხელების მასაჟი – აუმჯობესებს ლიმფისა და სისხლის მიმოქცევას, ამცირებს კუნთების დაძაბულობას, აქტიურად ზემოქმედებს რეცეპტორებზე, რომლითაც მდიდარია ხელის კანი. მასაჟისთვის გამოიყენეთ ხელის კრემი.
კრემი უნდა შეიზილოთ მსუბუქი მოძრაობით თითების ფრთჩხილებიდან - ზემოთ, შემდეგ კი მაჯის, იდაყვისა და მხრისკენ.
ყველა თითი და სახსარი ცალ-ცალკე დაამუშავეთ – შეიზილეთ კრემი წრიული მოძრაობით.
* ნიღაბი – კვირაში ერთხელ გაიკეთეთ. ის ატენიანებს, არბილებს ხელის კანს და აძლიერებს დამცავ თვისებებს, ასტიმულირებს რეგენერაციის ანუ აღდგენის პროცესებს. ხელის მზა ნიღბის შემადგენლობაში შედის ვიტამინები, გლიცერინი, ცხიმები, ლანოლინი, ცვილი, თაფლი, ჟენშენი, ალოე, გვირილა და ასე შემდეგ.скачать dle 11.3