კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2018 (98)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)

№52 დამწვრობის სამკურნალო ეფექტური საშუალებები

თათია ფარესაშვილი ქეთო კაპანაძე


პირველი ან მეორე ხარისხის დამწვრობისას გრილი, გამდინარე წყალი საუკეთესო საშუალებაა, რომ უჯრედების ტემპერატურა ნორმამდე დავწიოთ და დამწვრობის გაღრმავებას ხელი შევუშალოთ. პირველი ხარისხის დამწვრობის დროს ცივი წყლის ნაკადს დამწვარი ადგილი 5 წუთით მაინც უნდა შეუშვიროთ, მეორე ხარისხის დამწვრობისას კი – 15 წუთით.
დღეში ერთხელ, დამწვრობის დამუშავების წინ, ხელები კარგად დაიბანეთ, შემდეგ კი დაზიანებული არე ფრთხილად ჩამოიბანეთ და დამწვარ ადგილზე შეხორცების ხელშემწყობი და ანტიმიკრობული მალამო გადაისვით.
არ წაისვათ ზეთი, კარაქი, ცხიმოვან ფუძეზე მომზადებული მალამო. მსგავსი საშუალებები ჭრილობაში ტენს აკავებს და ბაქტერიების გამრავლებისთვის საჭირო პირობებს ქმნის. არ გახეთქოთ დამწვრობაზე გაჩენილი ბუშტუკები.
შეხვევა აუცილებელი არ არის. მთავარია, ჭრილობა სუფთად შეინახოთ. თუ ისეთ ადგილზეა, რომ შესაძლებელია, დაგესვაროთ, მშრალად და თავისუფლად შეიხვიეთ სტერილური დოლბანდით. თუ ჭრილობას ინფექციის შეჭრის ნიშნები შეამჩნიეთ – მოიმატა ტკივილმა, სიწითლემ, შეშუპებამ, ან ჩირქმა დაიწყო დენა, აუცილებელია მიმართოთ ექიმს!
სახლის პირობებში მოადუღეთ 1 ჭიქა მცენარეული ზეთი, გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ 50 გრამი თაფლის სანთელი, 20 გრამი სუფთა პარაფინი. რომ გაცივდება, დაუმატეთ 1 კვერცხის გული, 2 აბი სტრეპტოციდი და წაისვით დამწვარ ადგილას.
წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილოს წვენი გამოიყენება წყლულებისა და დამწვრობის შედეგად წარმოქმნილი ჭრილობების შესახორცებლად.
აურიეთ კვერცხის გული და 1 სადილის კოვზი ნაღების კარაქი ისე, რომ მაიონეზის სისქის იყოს. ნარევი გადაიტანეთ სუფთა დოლბანდზე და დაიდეთ მტკივან ადგილზე. ტკივილი მაშინვე გაგივლით, ჭრილობაც მალე შეხორცდება.
ეფექტური საშუალებაა ამ დროს ჯორისტერფა, იგივე ვირისტერფა. სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის ფოთოლი. გარეცხილ ფოთოლს პირდაპირ იდებენ დამწვარ ადგილას, რაც ხელს უწყობს ჭრილობის მოშუშებას და ქსოვილების აღდგენას
უმი კვერცხის გული მოათავსეთ გაცხელებულ ტაფაზე. როდესაც გული დაიწვება, დარჩება ზეთი, რომელიც ძალიან კარგი საშუალებაა მძიმე დამწვრობების შემთხვევაშიც კი.
ძლიერი და სერიოზული დამწვრობის დროს არავითარ შემთხვევაში არ იმკურნალოთ ლოსიონით, კრემით, ზეთით, კარაქით ან ნებისმიერი სხვა მალამოთი. ასეთი ტიპის პირველადი დახმარება აჭიანურებს მკურნალობას, რადგან შესაბამისი სამედიცინო დახმარების დაწყების დროს, დაზიანებულ ადგილებს საჭიროა, ყველაფერი მოშორდეს.
 ახალი, წვრილ სახეხზე გახეხილი კარტოფილი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და სწრაფ გამოჯანმრთელებას. კარტოფილი უნდა გადაიტანოთ დოლბანდზე და დაიდოთ ჭრილობაზე.
ქიმიური დამწვრობის შემთხვევაში, დაზიანებული ადგილი სუფთა წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში უნდა ჩამოიბანოთ. ნებისმიერი დაბინძურებული ტანსაცმელი/ნივთი უნდა მოშორდეს დაუყოვნებლივ.
თევზის კანი ძალიან კარგი საშუალებაა დამწვრობის სამკურნალოდ. ის მდიდარია კოლაგენით და შეიცავს სხვა ცხოველებზე გაცილებით მეტ ცილებს და ადამიანის კანზე გაცლებით მყარია.
მეორე ხარისხის დამწვრობისას ექიმები დაზიანებულ ადგილს მიადებენ ამ კანს და ტოვებენ იქამდე, სანამ ბუნებრივი გზით, ნაწიბურის ქსოვილად არ იქცევა.

ანწლი კიბოს წინააღმდეგ
ანწლი (დიდგულა) არა მარტო კურნავს დაავადებებს, არამედ მათ პროფილაქტიკასაც ეწევა. წინათ ამ მცენარეს სიცოცხლის გამახანგრძლივებელ საშუალებად მიიჩნევდნენ. მაგრამ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში წითელი და შავი დიდგულა. წითელი შხამიანია, თუმცა, ზოგჯერ მასაც იყენებენ სამკურნალოდ. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, სისხლის მიმოქცევის მასტიმულირებელი, ოფლმდენი, შარდმდენი თვისებები. მისი თითქმის ყველა ნაწილი (ყვავილიდან დაწყებული, ნაყოფით დამთავრებული) გამოსადეგია. ყვავილების ნაყენს ხშირად იყენებენ გრიპისა და გაციების შედეგების სამკურნალოდ. ნაყენს ასე ამზადებენ: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ დიდგულას ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და დატოვეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. შემდეგ 45 წუთის განმავლობაში გააგრილეთ და გაფილტრეთ.
უნდა მიიღოთ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს. ამ ნაყენით შეიძლება, ფილტვის
დაავადებების მკურნალობაც. ცივი ნაყენით შეგიძლიათ, ჩამოიბანოთ დაღლილი და ანთებიანი თვალები – სიწითლე გაქრება. ეს ნაყენი სასარგებლოა გინეკოლოგიური დაავადებების დროსაც. თუ დიდგულას ნაყენით გაიწმენდთ სახეს, გაგიქრებათ არა მარტო ჭორფლი, არამედ პიგმენტური ლაქებიც. ხოლო თუ ნაყენს სპირტზე მოამზადებთ, მუდამ ხელთ გექნებათ არაჩვეულებრივი წამალი გაციებისა და გრიპის სამკურნალოდ.
შავი ანწლის ყვავილები ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ანგინის, ციებ-ცხელების, შარდკენჭოვანი დაავადებების, პიელონეფრიტის, რევმატიზმების, პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის, ნაღველმდენი გზებისა და ღვიძლის დაავადებების, ჰეპატიტის დროს.
გარეგანად ანწლს დამწვრობებსა და ტროფიკულ წყლულებზე იყენებენ.
შავი ანწლის ცოცხალი ნაყოფი წარმატებით მკურნალობს ნევრალგიას, გამხმარი ნაყოფი კი – ისეთ იშვიათ დაავადებას, როგორიც მალარიაა.
შავი ანწლის სამკურნალო თვისებები იმდენად მრავალმხრივია, რომ ის შეიძლება, გამოვიყენოთ დამხმარე საშუალებად კუჭისა და კანის კიბოს წინააღმდეგ. კუჭის კიბოს დროს, ავადმყოფმა შავი ანწლის ხილფაფა უნდა მიიღოს, კანის კიბოს დროს კი – შავი ანწლის წვენისგან დამზადებული ექსტრაქტი.
შავი ანწლის ნაყოფი გარეცხეთ და მოათავსეთ შუშის ქილაში ფენებად, ფენებს შორის დააყარეთ შაქარი. ანწლისა და შაქრის თითოეული ფენა უნდა იყოს დაახლოებით 2 სანტიმეტრი. გაავსეთ ქილა ბოლომდე, დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 15-30 დღით. მიღებული ექსტრაქტი გაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამის დამთავრების შემდეგ. ჭამამდე 10 წუთით ადრე კი, დალიეთ 150-150 გრამი დისტილირებული წყალი. მკურნალობის კურსი 1,5 თვეა, შემდეგ 1 თვე შეისვენეთ და ისევ გაიმეორეთ.  მკურნალობის 3 კურსი საკმარისია ეფექტური შედეგისთვის.
შავი ანწლი ზომიერად ტოქსიკურ მცენარედ მიიჩნევა, ამიტომაც მისი მიღება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, 12 წლამდე ბავშვებისთვის კი მისი სამკურნალოდ გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება.
ზოგადად, შავი ანწლის უმი სახით მიღება რეკომენდებული არ გახლავთ, პირღებინების, ფაღარათის ან მძიმე მოწამვლის გამოწვევა შეუძლია.
ასევე, ტოქსიკურია მცენარის ღერო და ფესვები – კუჭ-ნაწლავის ლორწოვანას ანთებას იწვევს.
გარდა ამისა, შავი ანწლი უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის ანთებითი პროცესებისა და წყლულოვანი კოლიტის დროს.
შავი ანწლის საფაღარათო და შარდმდენი მოქმედება, ასევე, უარყოფითად იმოქმედებს შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებზეც.


რომელი მცენარე კურნავს დეპრესიას, უძილობას, ანთებით პროცესებს და როგორ უნდა მივიღოთ ის
ძახველი სამკურნალო და ვიტამინების შემცველი მცენარეა. ის დიეტური და დაბალკალორიული პროდუქტია. ასი გრამი მხოლოდ 26 კილოკალორიას შეიცავს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება მცენარის ქერქიც, ყვავილებიცა და ნაყოფიც. გავრცელებულია ტყიან ადგილებში, თითქმის სუბალპურ ზონამდე. გვხვდება ასევე, მდინარის ნაპირებზე, ზოგჯერ ბაღებშიც. კარგად ხარობს საქართველოში. ძახველი სამკურნალო და ვიტამინების შემცველი მცენარეა. ძახველის ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, ორგანულ მჟავებს, გლიკოზიდ ვიბურნინს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს C და K. ნაყოფში ბევრია ასკორბინის მჟავა, შაქარი, მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, კაროტინი, ვიტამინი PP, ამიტომ ხშირად გამოიყენება ორგანიზმში ვიტამინების უკმარისობის დროს. C ვიტამინის წყალობით, ძახველი საუკეთესო საშუალებაა გაციების დროს. ძახველის ნაყოფის ნახარში ეფექტურად ებრძვის ბრონქიტს, ანგინას, ტონზილიტსა და ფილტვების ანთებასაც კი.
ძახველის ქერქის ნახარში გამოიყენება კრუნჩხვების, უძილობის, ისტერიის დროს. 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ქერქი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და მდუღარე წყლის აბაზანაში გააჩერეთ 30 წუთით. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ საწყის მოცულობამდე (200 მილილიტრი) ანადუღარი წყლით.
დალიეთ ნახევარი ჭიქა 2-ჯერ დღეში, ან 1-2 სადილის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ეს ნახარში კარგად მოქმედებს ბავშვებზე გაციების დროს. გამოიყენება, აგრეთვე, როგორც სისხლის აღსადგენი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება მშობიარობის შემდგომ პერიოდში; ასევე, გინეკოლოგიური პრობლემის დროს სისხლისდენის შემთხვევაში; ბუასილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისას, როგორც ოფლმდენი საშუალება.
ეს კენკრა, პექტინებისა და მთრიმლავი ნივთიერებების წყალობით, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აწესრიგებს. ძახველის ნაყოფი ძალზე სასარგებლოა მძიმე ავადმყოფებისთვის, როგორც ორგანიზმის მოსაძლიერებელი საშუალება. ძახველის ნაყოფი არტერიული წნევის შემცირებას უწყობს ხელს.
რეკომენდებულია ძახველი სულიერი და ფსიქოლოგიური ტრავმების დროს. ვიტამინებისა და ქიმიური ელემენტების შემადგენლობა მცენარეში აუმჯობესებს განწყობას, ხელს უწყობს სტრესისგან გათავისუფლებას და დეპრესიასაც კი კურნავს. ძახველის ყვავილები ხალხურ მედიცინაში გამოიყენება, როგორც ხმის აღმდგენი საშუალება. ხმის ჩახრინწვისა და დაკარგვის დროს ყვავილების ნახარშის მიღება ხმის დაბრუნებას უწყობს ხელს. ძახველის კენკრა გამოიყენება, როგორც სისხლის გამწმენდი და განმაახლებელი საშუალება და არეგულირებს გულის მუშაობას. მასში სისხლძარღვების ცხიმოვანი ნადებისგან გამწმენდი ნივთიერებები შედის, რის გამოც ათეროსკლეროზის დროსაც გამოიყენება. ამ მიზნით, საკმარისია, დღეში ცოცხალი კენკრის მხოლოდ ნახევარი ჭიქის ოდენობით მიღება.
გასათვალისწინებელია ძახველის უკუჩვენებები: ალერგიის საშიშროების გამო ეს მცენარე არ უნდა მიიღონ ორსულებმა, დაბალწნევიანებმა. ასევე, მათ, ვისაც კუჭის მაღალი მჟავიანობა აქვს. ძახველს უნდა მოერიდონ ისინიც, ვისაც პოდაგრა აწუხებს. ამ მცენარეში შემავალი მჟავები სახსრების ჯანმრთელობაზე არცთუ კარგად მოქმედებს. ძახველის ყველა ჯიში სასარგებლო არაა და შეიძლება, საწამლავიც იყოს. მოერიდეთ წითლის გარდა, სხვა ფერის ძახველს, რადგან მომწამვლელია. მაგალითად, კავკასიაში იზრდება შავი ფერის ძახველი, რომელიც ძლიერ შხამიანია.скачать dle 11.3