კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 რა აბრკოლებთ ყველაზე მეტად სასულიერო პირებს და რატომ უჩნდებათ ადამიანებს ეკლესიიდან წასვლის სურვილი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მაცხოვარი ჩვენს ეკლესიას ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში აფრთხილებს: წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ მე ვძლიე წუთისოფელს. ეს არის ყველაზე ნათელი განმარტება მაცხოვრის მხრიდან, თუ რა გველოდება ჩვენ. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).


– როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ, იმისთვის, რომ არ შეცდეს?
მამა გიორგი: ჩვენ გვყავს ქრისტე, მაცხოვარი, მესია, რომელმაც გაგვაფრთხილა, რომ წუთისოფელში გექნებათ ჭირი, არ იქნებით გალაღებულები, ბედნიერები, მაგრამ ნუ გეშინიათ, მე ვიქნები თქვენთან, რადგან ვძლიე წუთისოფელს. მაცხოვარი არის მძლეველი ამსოფლის, ანუ ჩვენი რწმენა, რომელიც არის ქრისტეში. აქვე მინდა, დავძინო, რომ ჩვენი საუბარი ეხება მართლმადიდებელ ქრისტიანებს და არა იმათ, ვინც დიდი ხანია, ეკლესიაში არ დადის, ნელ-თბილია, გულგრილია, ხან აქეთ არის, ხან – იქით, რომლისთვისაც ნაკლებად მნიშვნელოვანია ეკლესიური ცხოვრება. ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, უნდა ვილოცოთ, ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება, თუ როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს. საკუთარ თავს არ უნდა ენდოთ, ღვთის შეწევნა ითხოვეთ ყოველთვის. არ უნდა ენდოთ საკუთარ თავს, რადგან ჩვენი ცნობიერება დაცემულია და ამიტომ, შეიძლება, არჩევანი არასწორი იყოს. საკუთარ თავში დარწმუნებულობა, ეს ხიბლის ნიშანია, როდესაც ადამიანს იმაში არ ეპარება ეჭვი,  რომ, რასაც გააკეთებს ხვალ, ზეგ, ყველაფერი კარგად იქნება. თუ გინდა, რომ დაამარცხო ბოროტება, იცხოვრო უკეთეს ქვეყანაში, თავად უნდა იყო უკეთესი, თავმდაბალი, მლოცველი, აღიარო საკუთარი ცოდვები. დამერწმუნეთ, ასე, შედარებით უკეთესები ვიქნებით, ვიდრე დღეს ვართ. წმიდა მამები გვეუბნებიან: გაფრთხილდით, რადგან ბოროტი გესხმით თავს. ნუ შეგეშინდებათ, რადგან ბოროტებაა მთავარი, რომელიც ადამიანების დახმარებით  მოქმედებს და საქმე გვაქვს ჰაერში გამეფებულ არაწმიდა სულთან. მეორე, რაც ყველა ჩვენთაგანმა უნდა იცოდეს, ეს არის: აღიარეთ, რომ განსაცდელი შენი ცოდვების გამო გეწვია. ანუ, ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე შენი ცოდვების გამო მივიდა. ყველაფერი ჩვენი ცოდვების, არასწორი არჩევნის, იდიოლოგიის გამო ხდება. ერთეული ადამიანები გავხადეთ ღმერთი. როცა ღმერთი  შენთან არის, რას გიზამს კაცი? რაც მთავარია, შიშის გამო არაფერი არ უნდა გააკეთოთ – ვაიმე, ამას თუ არ გავაკეთებ, მაშინ ასე და ისე იქნება. ადამიანს უნდა ჰქონდეს მხოლოდ შიში ღვთისა და ეშმაკი გაიქცევა თქვენგან. იმის კი არ უნდა გეშინოდეს, რა მოხდება ხვალ ან ზეგ, არამედ იმის, რომ ღმერთმა არ მიგატოვოს, ან შენ არ მიატოვო ის. იმედი არ გადაიწუროთ, არ დაკარგოთ, არ თქვათ: ვაიმე, რა გვეშველება, ვაიმე, რა იქნება, ხვალ რა დღეში ვიქნებითო. თუ თქვენ იქნებით იმედიანები, რწმენაში, სიყვარულში, განსაცდელს დაამარცხებთ. არასდროს თქვათ, რომ ეს მე არ მეხება, მე რა უნდა გავაკეთოო. იყავით იმედიანები და იმედი ღვთისა, არ არის არასდროს შემარცხვენელი. არ უნდა დაიწყოთ წუხილი, წუწუნი, რასაც ბევრი აკეთებს განსაცდელის ჟამს. იმედს კარგავს და არის დაჩიავებულ მდგომარეობაში: დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ მაინც არაფერი მშველის. წუწუნი და წუხილი არ უხდება ქრისტიანს. ღმერთი ბოროტია, ღმერთმა ჩაგაყენა ამ მდგომარეობაში? არა, ეს შენი ცოდვებიდან მომდინარეობს და თუ რამე წუხილი და წუწუნია შენში, საკუთარ თავს დააბრალე და დამშვიდდები. ყველა განსაცდელი მოთმინებით უნდა გადავიტანოთ, მოითმინე და ღმერთი მოვა შენთან. ხარ განსაცდელში, მაინც მადლობა უთხარი ღმერთს.
– ადამიანებს უყვართ სხვაზე თქმა: ნახე, რა ცოდვილია, იმიტომ დაიტანჯა, რომ მისმა მშობლებმა, წინაპრებმა შესცოდეს, რაღაც დანაშაული ჩაიდინეს, ცუდი ადამიანები იყვნენ და მაშინვე ვიქექებით მის ცხოვრებაში.
– ამ დროს ჰგონიათ, რომ ხედავენ, თვალები ღია აქვთ, მაგრამ სინამდვილეში, თვალებიც დახუჭული აქვთ და სასმენელიც დახშული.  მადლობა ღმერთს, რომ დღეს გაგვაჩნია თვალის ჩინი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თქვენ გსმენიათ ასეთი რამ: სულიერი ხედვა, სულიერი მოძღვარი, სულიერი პიროვნება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის სულიერი მოძღვარი იქნება ის თუ მრევლი, სულიერი ცხოვრება უნდა ჰქონდეს. ანუ მასზე  უნდა იყოს სულიწმიდა და ცხოვრებაში უნდა მოქმედებდეს სულიწმიდის ნიჭით. ვინც დადის ეკლესიაში, ხშირად ამბობს: ვიყავი წირვაზე, მადლი მივიღე, რა კარგი ქადაგება იყო, კარგი სიტუაცია, ჩემი სულიერი და-ძმა ვნახე. როცა ამბობ, რომ სულიერი მადლი მიიღე, მაშინ ჯერ უნდა იცოდე, რა არის მადლი და თუ იცი და ისე მიიღე, მაშინ რატომ ხარ დაბრმავებული, ვერაფერს ხედავ. მადლი, ეს არის ღვთის უქმნელი ენერგია. ღმერთს მადლი არ შეუქმნია, ეს ღვთისგან გამომდინარეა. ჩვენ რომ მივიღოთ მადლი, ამიტომ ვმარხულობთ, ვლოცულობთ, მივდივართ ეკლესიაში, ვისმენთ ქადაგებას, ვკითხულობთ წმიდა წერილს. თუ გვინდა, რომ აგვეხილოს თვალები, ლოცვით, მარხვით, აღსარებითა და ზიარებით უნდა მივიღოთ მადლი. თუმცა, ძალიან ბევრი ბრკოლდება, მათ შორის, სასულიერო პირები, როცა კითხულობენ კვერექსს, სახარებას, თავი წარმოუდგენიათ სამარიაში, ნაზარეთში, ზოგს სამოთხეში – ეს უკვე ხიბლია. ყველამ საკუთარ თავში უნდა დაინახოს ცოდვილი, რადგან ჩვენშიც არის ის ცოდვები, სხვაში რომ არ მოგვწონს. იგივე მრუშობა, მამათმავლობა, ყველა ცოდვა შეიძლება, იყოს ყველა ადამიანში. ასე რომ, სხვების განკითხვას ჯობია, საკუთარი თავი, საკუთარი შინაგანი მდგომარეობა დავინახოთ და სხვების სულში ხელების ფათურს უმჯობესია, საკუთარ სულში ვაფათუროთ და აუცილებლად დავინახავთ სიბნელეს. უნდა გაწუხებდეს შენ გარშემო მყოფი ადამიანების სატკივარი. თუ მოდიხარ ეკლესიაში, ეზიარები, გარბიხარ, არავის აქცევ ყურადღებას, ესე იგი, ეგოისტი ხარ და ვერ მიიღებ მადლს. მადლი, ეს ყველასია და ვინ როგორ იღებს მას, ეს არის მნიშვნელოვანი. ხშირად, სხვა ეკლესიაში რომ მიხვალ, თავი უცხო გგონია, რადგან არავინ ზედ არ გიყურებს, არ გესალმებიან, არ გაგიცინებენ. ეს უკვე სექტაა. გეუბნებიან: საიდან ხარ, აქ რატომ მოხვედი, იმის მაგივრად, რომ გითხრან: რა კარგია, რომ მოხვედიო. უნდა შევარჩიოთ ტაძარი, მოძღვარი, რომელიც შეიძლება, არ იყოს ძალიან განათლებული, დიდი სულიერებით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ შეეძლოს წირვა-ლოცვის ჩატარება. ბევრი იხიბლება მოძღვრის ქადაგებით და იმიტომ დადის ეკლესიაში. ქადაგების მოსმენა უკვე შეიძლება, ინტერნეტშიც. ამიტომ, ჩვენ ისეთი ტაძრები უნდა შევარჩიოთ, სადაც სწორად ტარდება ღვთისმსახურება და სწორად ცხოვრობენ ეკლესიურად. როგორ ქადაგებენ კი არა, როგორ ცხოვრობენ ისინი ეკლესიურად. შეიძლება, მოძღვარი კარგი მქადაგებელი იყოს, მაგრამ სულ არ ეწეოდეს შესაფერის ეკლესიურ და სულიერ ცხოვრებას. ამიტომ, ისეთ მოძღვართან უნდა დავდიოდეთ, რომელსაც წმიდა მამათა სწავლებაზე დაფუძნებული ცხოვრება აქვს და ჩვენც არ გაგვიჩნდება ეკლესიიდან წასვლის სურვილი. მაცხოვრის ეს სიტყვები ხშირად უნდა გვახსოვდეს: ჯობია ადამიანმა გულზე დაიკიდოს წისქვილის ქვა, ვიდრე დააბრკოლოს ჩემკენ მომავალი სხვა ადამიანი. ამიტომ ყველამ, სასულიერო პირებმა, წიგნის მკითხველებმა, სტიქაროსნებმა, მგალობლებმა, მესანთლეებმა საკუთარ თავს დაუსვან კითხვა: ჩვენ ხომ არ დაგვიბრკოლებია ვინმე, ჩვენ ხომ არ ვართ ისინი, რომლებსაც შეიძლება, ხვალ ჩამოგვკიდონ წისქვილის ქვები. ხშირად ჩვენი არასწორი გამომეტყველებით, ზარმაცი ლოცვით, ბუნდოვანი ქადაგებით, სიზარმაცით ვეუბნებით: რომ არ გვცალია, ვაბრკოლებთ მათ. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ სულიწმიდის მადლმა მოიყვანა ის ეკლესიაში. შენ კი, არ გცალია მისთვის ან ისე ესაუბრები, თითქოს ვინმე ჩინოვნიკი იყოს და ის შენში არანაირ სიყვარულს არ ხედავს. ადამიანებიც იმიტომ მიდიან ეკლესიიდან, რომ იქ სიყვარულს ვეღარ ხედავენ, რომელიც უკვე აღარსად არის – აღარც ოჯახში, აღარც ნათესავებში. როდესაც ეკლესიაშიც იკარგება ეს სიყვარული, მერე უკვე მრევლიც მიდის იქიდან.

скачать dle 11.3