კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

№52 ჭეშმარიტი რწმენა

გახსოვდეს სიკვდილი!
უფროსი თავის ხელქვეითს ბრძანებით უხმობს. ასევე, უხმობს უფალი იესო ქრისტე ყოველ ქრისტიანს მერმისი ცხოვრებისთვის: მოუხმობს სიკვდილით. ადამიანი ხედავს თავის მოახლოებულ აღსასრულს და ხვდება, რომ სიცოცხლის გამგებელი უფალი უხილავად მოუწოდებს მას. რას განიცდის მაშინ მომაკვდავი ადამიანი? როგორი შიში, თრთოლა, ძრწოლა, მღელვარება და სასოწარკვეთილება ეუფლება მას? უფალი მიხმობს, მე კი მზად არა ვარ. ღმერთთან უნდა წარვდგე, მე კი არ გამოვსწორებულვარ. მოახლოებულ აღსასრულს თვალნათლივ ვხედავ, ჩემს სიცოცხლეში კი როდი მახსოვდა ის. ჩემ წინ მარადიულობის კარი იღება, რომლის შესახებ არასდროს მიფიქრია. მეშინია ღვთის სამსჯავროსი, რომელსაც უარვყოფდი. ჩემი სინდისი მამხელს და მტანჯავს, ნათელს ხდის რა ჩემსავე ცოდვებს.
უკეთური და მტანჯველი მარადიულობა, რომელშიც გადადიან უნანელი ცოდვილნი, შიშითა და ძრწოლით აღმავსებს. რატომ არ დავფიქრებულვარ არასდროს ამ საშინელ წუთზე? რატომ იყო ამაოებით ჩემი გონება დაკავებული? რისთვის ვიხვეჭდი ყოველივე ამქვეყნიურს? რატომ ვსდევდი კუდში წუთისოფლის პატივსა და დიდებას? რატომ არ ვიწყნარებდი ღვთის სიტყვას, რომელიც ყოველივე ამის შესახებ მაფრთხილებდა? ჰოი, ცრუო საწუთროვ, სამუდამოდ გტოვებ მომხიბვლელსა და ამაოს.
ქრისტიანო! მუდამ გახსოვდეს, რომ ერთხელაც იქნება – შენც მოგიხმობს უფალი, როცა არ ელოდები და, რასაც სხვა განიცდიდა სიკვდილისას, იგივე გრძნობები დაგეუფლება შენც. იყავი გონიერი და ბრძენი და იმ საშინელი წუთისთვის სინანულითა და გულის დამდაბლებით განემზადე. ის წუთი საშინელია არა მარტო ცოდვილთათვის, არამედ თვით წმიდანებიც კი, ცრემლებად იღვრებოდნენ, გაიხსენებდნენ რა, ღვთის სამსჯავროს. გახსოვდეს სიკვდილი და აღარ ისურვებ, ამაოებით განლაღდე. წუთისოფლის ყალბი მომხიბვლელობა ჭეშმარიტად შეგძულდება და ურფო მეტად, მაცხოვნებელ ცრემლს მოიძიებ, ვიდრე დამღუპველ სიამესა და მხიარულებას.

ხომალდი
არსებობენ ხომალდები, რომლებიც ზღვებზე დაცურავენ და, რომლითაც ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში მიემგზავრებიან.
რაც არის ხომალდი ზღვაზე, ის არის წმიდა ეკლესიაც ამქვეყნად. ეკლესია ხომალდს წააგავს. ხომალდს მესაჭე მართავს, წმიდა ეკლესიის მესაჭე კი უფალი ჩვენი – იესო ქრისტეა. ხომალდი ზღვაზე მრავალი ქარიშხლითა და უამინდობით ირყევა, წმიდა ეკლესიაც, სანამ ამქვეყნად იმყოფება, ათასგვარ განსაცდელშია და წუთისოფლის ამაოების მოყვარულთა დევნას განიცდის. მაგრამ მესაჭის – იესო ქრისტეს მიერ თქმულა: „ჩემს ეკლესიას.... ვერ დაძლევს ჯოჯოხეთის ბჭენი“ (მთ. 16,18). ხომალდი, რომელიც ზღვაზე დაცურავს, თავისი ნავსაყუდელისკენ მიემართება. მსგავსად ამისა, წმიდა ეკლესიას თავისი ნავსაყუდელი ელის – მარადიული სასუფეველი. იქ კი სრული სიმშვიდეა. როცა ადამიანები ხომალდით მგზავრობენ, ერთი ფიქრი აქვთ: დანიშნულების ადგილას მშვიდობით ჩააღწიონ. ჭეშმარიტი ქრისტიანებიც ყოველთვის ერთის გამო ფიქრობენ, ცდილობენ და იღვწიან – ღირს იქნენ ცათა სასუფევლისა, და ამიტომაც წარმავალსა და ხრწნადზე, როგორიცაა: პატივი, დიდება, სიმდიდრე და სხვა – არ ზრუნავენ, არამედ მადლობენ და სჯერდებიან მას, რაც ღვთისგან აქვთ მონიჭებული. მეზღვაურებს აქვთ ასეთი წესი: როცა დიდი ქარიშხალი და ღელვაა, ღუზას ღრმად უშვებენ ზღვაში, რითაც ამაგრებენ და განამტკიცებენ ხომალდს. ჭეშმარიტი ქრისტიანები კი, როცა მათზე განსაცდელთა ქარიშხალი მოაწევს, თავიანთი იმედების ღუზას ღვთის მოწყალებისა და აღთქმის სიღრმეში ჩაჰკიდებენ და იესო ქრისტესთან, წმიდა მესაჭესთან, ლოცვითა და ცრემლებით მიდიან და ევედრებიან: უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით.скачать dle 11.3