კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 რა უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს „ლივ ჰოსპიტალი“ ქართველ პაციენტებს ხერხემლის მძიმე სქოლიოზებისა და სხვა პათოლოგიების დროს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

როგორც ცნობილია, „ლივ ჰოსპიტალი“ სტამბოლში მდებარეობს და ის დღეს თავის სფეროში ერთ-ერთი წარმატებულია – თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰოსპიტალი, სადაც თავის საქმის პროფესიონალი და გამოცდილი ექიმები მუშაობენ. უკვე არაერთმა ქართველმა იმკურნალა „ლივ ჰოსპიტალში“ და მათ ადგილობრივ ექიმებთან ერთად შეძლეს როგორც მძიმე დაავადებების, ასევე, სხვადასხვა რთული პათოლოგიის დამარცხება. „ლივ ჰოსპიტლის“ წამყვანი ექიმები საქართველოში ხშირად მართავენ კონსულტაციებს.
– საქართველოში ძალიან გავრცელებულია ხერხემლის პათოლოგიები, დაავადებები. როგორც ცნობილია, „ლივ ჰოსპიტლის” ორთოპედიული განყოფილება ამ კუთხით ერთ-ერთი უძლიერესია.
კოტე მათითაშვილი (პლასტიკური ქირურგი, საქართველოში „ლივ ჰოსპიტლის“ წარმომადგენელი):
როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ხერხემლის პათოლოგიები ძალიან გავრცელებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ექიმები, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით, მაგრამ არის ძალიან მძიმე პათოლოგიების  შემთხვევები, „ლივ ჰოსპიტალში“ კი ასეთი ოპერაციები დიდი რაოდენობით კეთდება და შესაბამისად, პრაქტიკაც, გამოცდილებაც დიდია. სქოლიოზი მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა. არსებობს მისი გართულებული მდგომარეობები, როდესაც საჭიროა რთული ქირურგიული ჩარევა, სხვადასხვა აპარატის გამოყენება. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ასეთი პაციენტი ძალიან ბევრია. „ლივ ჰოსპიტლის“ ორთოპედიული გუნდი  27 დეკემბერს  თბილისში ჩაატარებს კონსულტაციებს. ამ ეტაპზე მათ მიერ საქართველოში ოპერაციების ჩატარება არ არის დაგეგმილი, მაგრამ კონსულტაციის შედეგად, პაციენტები აბსოლუტურად ინფორმირებულები იქნებიან, მიიღებენ რეკომენდაციებს. ჩემთვის, როგორც ქართველი ექიმისთვის, სასურველია, გარკვეული ოპერაციები გაკეთდეს საქართველოში, ქართველი კოლეგების მიერ. მაგრამ, არის მდგომარეობა, როცა პაციენტის სურვილის ან პათოლოგიის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა „ლივ ჰოსპიტალში“ ოპერაციების გაკეთება. „ლივ ჰოსპიტალში“ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ნებისმიერი სირთულის ოპერაცია ჩატარდეს. მათი ვიზიტი საქართველოში ემსახურება, რომ განვიხილოთ რთული შემთხვევები. ესენია: სქოლიოზის რთული ფორმები,  ხერხემლის პათოლოგიები, ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიები, მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და კოჭ-წვივის პათოლოგიები, კიდურებისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის თანდაყოლილი დეფორმაციები, შეუხორცებელი და
არასწორად შეხორცებული მოტეხილობები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიები.


მომავალში დაგეგმილია ნეიროქირურგის ვიზიტი, ასევე, გულ-მკერდის ქორურგის, სხვადასხვა სპეციალისტის ვიზიტი, კონსულტაციები. ვაპირებთ, ჩავრთოთ დისტანციური, ანუ ტელემედიცინა, რის დახმარებითაც, უშუალოდ დავაკავშირებთ პაციენტებს „ლივ ჰოსპიტლის“ ექიმებთან. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ისეთი კვლევების გაგზავნა „ლივ ჰოსპიტალში“, რაც საქართველოში არ ტარდება. ჩემთვის, როგორც ქართველი ექიმისთვის, მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ის რესურსი, რაც საქართველოშია გამოყენებადი, თუმცა, თუ არის საშუალება, რომ ადამიანს მისცე დახმარების დამატებითი საშუალება, როგორიც არის „ლივ ჰოსპიტალი“ და მისი მთელი სამედიცინო გუნდი, რატომაც არა.
„ლივ ჰოსპიტლის“ ორთოპედიული გუნდის პაციენტებს შორის, ძალიან ბევრი ქართველია, რომლებმაც სტამბულში, „ლივ ჰოსპიტალში“ ჩაიტარეს ოპერაციები და დღეს თავს კარგად გრძნობენ.
თამარ ღარიბაშვილი (პაციენტ ნინო აბელაშვილის დედა):
ჩვენ „ლივ ჰოსპიტლისთვის“ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მათ ჩემს შვილს ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს, რომელმაც ძალიან წარმატებულად ჩაიარა. ნინოს აქვს ბავშვთა ცერებრალური დამბლა. 10 წლის ასაკიდან ჩამოუყალიბდა სქოლიოზი, რომელიც თანდათან გართულდა. გაუარესდა მდგომარეობა. გადავწყვიტეთ, ოპერაცია გაგვეკეთებინა თბილისში, ერთ-ერთ ქართველ ექიმთან. 2014 წელს გაკეთდა ოპერაცია და ოპერაციიდან მეექვსე დღეს გაიხსნა ნაკერები, მისცა ნინოს მაღალი სიცხე, დაგვაბრუნეს კლინიკაში. ბავშვის მდგომარეობა უკან და უკან მიდიოდა, ჭრილობა არ ხორცდებოდა და სიცხეც არ უწევდა. ეს გაგრძელდა 2 თვის განმავლობაში. მკურნალობის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა.

თუმცა, გავიდა დრო და ჩემს შვილს დაეწყო ძლიერი ტკივილები. ისე გართულდა მდგომარეობა, რომ  ქართველმა ექიმებმა აღარ მოჰკიდეს ხელი. ის, ვინც ოპერაცია გაუკეთა, უკვე გარდაცვლილი იყო. იმ პერიოდში შევიტყვეთ „ლივ ჰოსპიტლის“ ორთოპედიული გუნდის შესახებ, რომელმაც შორენა ბეგაშვილის შვილს გაუკეთა ოპერაციები. შორენას დავუკავშირდი, ვესაუბრე და გადავწყვიტე დავკონტაქტებოდი. გავზავნეთ ნინოს მონაცემები და ასევე, თბილისში გვყავდა კონსულტაციებზე. გვითხრეს, რომ გაუკეთებდნენ ოპერაციას, ოღონდ „ლივ ჰოპიტალში“.  მერიის, ჯადანცვის სამინისტროს დაფინანსებით, ასევე, ნინო სურგულაძის ფონდის დახმარებით, შევძელით ნინოს თურქეთში წაყვანა. მთელი გუნდი უძლიერესია. აღფრთოვანებული ვარ მათი და მთელი კლინიკით. თუ ვინმეს ექიმი დასჭირდება, ვურჩევ, „ლივ ჰოსპიტალში“ წავიდეს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა. გარკვეული მკურნალობის ჩატარების შემდეგ, ნინოს გაუკეთდა ოპერაცია, რომელიც ორად გაყვეს, რადგან დაახლოებით 15-16 საათი იყო საჭირო. ჯერ ჩააყენეს მეტალოკონსტურქციები, ააწყეს ყველა მალა და 5 დღის შემდეგ, გააკეთეს კორექცია. შედეგი ისეთი იყო, თვალებს არ ვუჯერებდით. მადლობელი ვარ „ლივ ჰოსპიტლის“, მთელი მომსახურე პერსონალის. ვნანობ, რომ თავიდანვე მათზე არ გავაკეთეთ არჩევანი.
P.S. „ლივ ჰოსპიტლის“ ორთოპედიული გუნდი 27 დეკემბერს კონსულტაციებს ჩაატარებს სამედიცინო ცენტრში „MEDINVEST+“. მისამართი: ვაკე,  ფალიაშვილის ქ. 44/5 . „ლივ ჰოსპიტალში“ მკურნალობასთან დაკავშირებით, დამატებითი კონსულტაციების მიღება შეგიძლიათ: ტელეფონის ნომერზე: 599 72 40 00. ელ-ფოსტაზე: kote.livhospital@gmail.com.
скачать dle 11.3