კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 ნინო ცხოვრებაშვილი: ახალ წელს გაბრწყინებული სახით უნდა შევხვდეთ

 ექიმი დერმატოლოგ-კონსულტანტი ნინო ცხოვრებაშვილი 20 წელია, ამ სფეროში წარმატებით მოღვაწეობს. მან ბევრ ქალბატონს დაუბრუნა ხალისი და ახალგაზრდული ელფერი. გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ის უნიკალური მეთოდები, რომელსაც ქალბატონი ნინო ამ პროცედურებისთვის იყენებს. სამიზნე ამჟამად ლაზერული ეპილაციაა.
განსაკუთრებული მეთოდოლოგიითა და მაღალკვალიფიციურ დონეზე, მედიცინის ცენტრში ჭარბთმიანობასთან ბრძოლა საფუძვლიანი კვლევის საგანია. რასთან არის პრობლემა კავშირში და როგორია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა – ექიმის კონსულტაცია და კანის დიაგნოსტიკა წარმატებით განკურნების გზაზე პირველი საფეხურია.
4 სახის მაღალტექნოლოგიური ლაზერული აპარატურა თავისთავად განაპირობებს სასურველ შედეგს, თუმცა ექსკლუზიური მეთოდიკა სწორედ აღნიშნული ლაზერის რამდენიმე ტიპის კომბინირებით მკურნალობას გულისხმობს, რაც საბოლოოდ, სრულყოფილ შედეგს იძლევა.
მკურნალობის ინდივიდუალური პროტოკოლი, ლაზერის სხვადასხვა ტიპის სხივის მონაცვლეობით, ნინო ცხოვრებაშვილის ესთეტიკური მედიცინის კლინიკაში ერთადერთი საინტერესო მახასიათებელი არ არის. აქ ჭარბთმიანობასთან ბრძოლისას, სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებული ტაქტიკის გარდა, დამატებითი უპირატესობა თანმხლები დაავადებების განკურნებაა.
კლინიკაში არსებული აპარატურა, ეპილაციის პარალელურად, კანის გაჯანსაღების საშუალებას იძლევა და მრავალ პათოლოგიას ებრძვის (კაპილარული დაზიანებები, კუპეროზი, როზაცეა, ჰიპერპიგმენტაცია, მელაზმა და სხვა).
დიოდის, ალექსანდრიტის, საფირისა და ნეოდიმური იაგ-ლაზერის ეფექტური ზემოქმედებით, უკვალოდ ქრება თმიანობა და პრობლემური კანის მრავალი გართულება. ნინო ცხოვრებაშვილის ესთეტიკური მედიცინის კლინიკაში ლაზერული ეპილაცია ღრმა სამედიცინო კვლევის ობიექტია.
კლინიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა კონტურული და არაოპერაციული პლასტიკა – ინფექციური მეთოდები.
ინიექციური მეთოდები – ბოტულინოთერაპია უკვე  20 წელია, დაინერგა ჩვენს კლინიკაში.  მისი საშუალებით  ხდება მიმიკური ნაოჭების კორექცია (მრისხანების ნაოჭი, შუბლის, ცხვირის, თვალის ირგვლივ).    
ფილერების საშუალებით ვაკორექტირებთ  ცხვირისა და ტუჩების ფორმას და მოცულობას, ყვრიმალებს და ასე შემდეგ.
რევიტალიზაცია - IAL-System-. IAL-System-Acp-ის უნიკალური გამაახალგაზრდავებელი პრეპარატებით (აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ჩვენი კომპანიაა ამ პრეპერატების ექსკლუზიური წარმომადგენელი  საქართველოში და  ფლობს  ინიექციის ექსკლუზიურ მეთოდებს).
ნინო ცხოვრებაშვილის ესთეტიკური კლინიკის მისამართია:
შარტავას 18 ბ.
ტელ.: 2/29-56-61;
2/88-07-09;
593-31-96-34.
скачать dle 11.3