კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№52 აღიარებითი წამოცდენა

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ უადგილოდ შეძრწუნებული


თუმცა საკუთარი თავი და ქვეყანა გაგვჭირვებია, ვერც უკრაინას აქვს საქმე, მაინცდამაინც, კარგად: პეტრო პოროშენკოს იქით – დონბასსა და ლუგანსკში – საკუთარი სეპარატისტები ეომებიან რფ-სთან ერთად, აქეთ – კიევში – ოდესის ყოფილი გუბერნატორი.
ამასობაში კი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილის მიერ პეტრო პოროშენკოსთვის მიწერილი წერილი გამოაქვეყნა (პათოსით: თეთრი დროშა ამიფრიალებია, ანუ დავმოყვრდეთო), ოღონდ თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის გენპროკურორს (იური ლუცენკოს) მასზე და მის მომხრეებზე პირადული კომპრომატების შეგროვების განკარგულება გაუცია.
ამ ამბავს ჩვენი პრეზიდენტყოფილი ფრიად შეუძრწუნებია, იმიტომ რომ, განა (მომყავს მისი ციტატა): „ბანდიტების გარდა, სხვა ვინ აგროვებს მსოფლიოში პირადი ხასიათის კომპრომატებს?!“
ამიტომაც დაასკვნა, რომ „სააკაშვილის გარეშე ან მასთან ერთად, უკრაინელი ხალხი მაინც მშვიდობიანად გააძევებს რიგგარეშე არჩევნების გზით ხელისუფლებაში მყოფ კრიმინალებს. აიძულებენ მათ არჩევნების ჩატარებას და აირჩევენ ახალ ადამიანებს, რომლებიც არასდროს გაძარცვავენ უკრაინას.“
თუ გავიხსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ნიდერლანდების სამეფოდან მოწვევა მიუღია, სავარაუდოდ, უკრაინელ ხალხს მის გარეშე მოუწევს არაკორუმპირებულთა არჩევა.
რაც შეეხება იმას, რომ „ბანდიტების გარდა, სხვა ვინ აგროვებს მსოფლიოში პირადი ხასიათის კომპრომატებსო“: მგონი, აღიარებითი წამოცდენაა ან იქნებდა, უგრძნია კაცს?! –
скачать dle 11.3