კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 ვირისტვინნაჭამები?!

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „მე ღორისა არაფერი ვიცი“


მართალია, სურსათის ეტიკეტირების ნორმა არსებობს და, წესითა და რიგით, მომხმარებელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რას მიირთმევს, ანუ რის ხორცს, მაგრამ ეს ჩვენი მეწარმეები მაინც თვითნებობენ.
ჰოდა, რაკი თვითნებობენ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, 12 სახეობის ხორცპროდუქტი ცხენის ან ვირის ხორცითაა დამზადებული.
ამაში გასაოცარი არაფერი იქნებოდა, ეს ინფორმაცია რომ ეტიკეტზე მითითებული ყოფილიყო (არადა ეტიკეტზე მითითებული იყო საქონლის ან ღორის ხორცი, მაშინ, როდესაც ხან ვირისა იყო და ხან – ცხენისა).
და თუმცა ამ დარღვევის გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და ამ საეჭვო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვაც დაევალათ, მათთვის, ვინც ვირისა და ცხენის ხორცი დააგემოვნა (და, უდიდესი ალბათობით, უკვე მოინელეს კიდეც) მდგომარეობას აწი მაინც ვერაფერი გამოასწორებს (უკვე შეირგეს დედის რძესავით).
მეორე მხრივ, ვირისა და ცხენის ხორცი საქონლის ან ღორის ხორცზე იაფი არ ღირს (თუ მიყინულ-მოყინული არ იყო, ქათმის ბარკლებისა არ იყოს), ამდენად, ცოტა უცნაურია, რატომ ეძალებიან ეს ჩვენი მეწარმეები (შეგახსენებთ, რომ ეს ვირისა და ცხენრის ხორცის ხორცპროდუქტებში აღმოჩენის მთლად პირველი შემთხვევაც არ არის). მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ვირის ტვინი, მოარული ხმებით, არცთუ სასიკეთო საქმეებისთვის გამოიყენება (ჯადო-მადოო) და დავამატებთ, რომ ჩვენი ქცევა ამ ბოლო დროს ფრიად არაადეკვატური გახდა, ვითომ ვირის ტვინსაც გვაჭმევენ?! –скачать dle 11.3