კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რატომ არის ნია წივწივაძისთვის „მის საქართველოს“ გვირგვინი მძიმე და რატომ არაფერი მოსწონს მას საკუთარ თავში

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 ნია წივწივაძე ცოტა ხნის წინ „მის საქართველო – 2017“ გახდა და თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ის თავის სტატუსს ნამდვილად ამართლებს. მშვენიერი ნია საკმაოდ ჭკვიანი და მიზანდასახული გოგონაა, რომელსაც სამომავლოდ არაერთი გეგმა აქვს დასახული. დარწმუნებული ვარ, ნია ჩვენს ქვეყანას „მის მსოფლიოზე“ ძალიან ღირსეულად წარადგენს. მას ამისთვის ყველანაირი მონაცემი აქვს – როგორც გარეგნული, ასევე შინაგანი.
ნია წივწივაძე:
დავამთავრე უნივერსიტეტი – ბიზნესადმინისტრირება და ვმუშაობ საბავშვო გამოცემა „დილაში“. სამოდელო გამოცდილება მქონდა. დაახლოებით, 3-4 წლის წინ ვმოდელობდი, ოღონდ მოყვარულის დონეზე. სერიოზულად არ ვუყურებდი მოდელობას, რადგან საკუთარ თავს ვერ ვხედავდი პოდიუმზე. ახლა სპონტანურად გადავწყვიტე „მის საქართველოზე“ გასვლა. ძალიან მინდოდა, უცხოეთში მაგისტრატურაში სწავლა. შარშან გამოცდებიც ჩავაბარე, მაგრამ სამუშაო გამოცდილება მჭირდებოდა, ამიტომ დავრჩი საქართველოში. წელს, რომ ვგეგმავდი, კიდევ დამეწყო სხვა სამსახური, ვიფიქრე: მოდი, გავალ კონკურსზე, რომელიც შემდეგში კარიერის მხრივაც დამეხმარება-მეთქი.
– რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ კონკურსში მონაწილეობ, გამარჯვების იმედიც გაქვს. შენ რამდენად იყავი გამარჯვებაში დარწმუნებული?
– ნებისმიერ გოგონას ჰქონდა სურვილი და სჯეროდა, რომ გაიმარჯვებდა. ვერ ვიტყვი, რომ გამარჯვებაში 100 პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რადგან წელს გოგონების ძალიან კარგი ნაკადი მოვიდა. მაგრამ, გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ შეიძლება, მე გამემარჯვა.
– სხეულზე გემჩნევა, რომ ვარჯიშობ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვები.
– ძალიან მიყვარს ცურვა და ეს მეხმარება. ტრენაჟორებზეც ვვარჯიშობ. ერთადერთი, რასაც ვერ ვაკონტროლებ, ეს ჭამაა. ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით
ცომეული, „ფასტ ფუდი”. ვცდილობ, ამოვიღო რაციონიდან. ვარჯიში მეხმარება და აბალანსებს ამ ყველაფერს. ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხეული უნდა გქონდეს ფორმაში. ამდენი ადამიანი გიყურებს, როგორ ფორმაში გაქვს სხეული. არასწორი კვება სახის კანზეც ცუდად აისახება.
– როგორი იყო ემოცია, როდესაც 5 საუკეთესო გოგონას შორის გამოგაცხადეს?
– როდესაც ხუთეულში გამომაცხადეს, კიბეებზე ჩამოვდიოდი და ისე შემეშინდა: სიხარულისგან არ წავიქცე-მეთქი. როდესაც სამეული დავრჩით, გვერდით მდგომ გოგონას ველაპარაკებოდი, რომ ყურადღება გადაგვეტანა. როცა დამასახელეს, მერე აღარაფერი მახსოვს. დავიბენი, არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი: ხელი როგორ დავიქნიე, არაფერი მახსოვს... მერე და მერე უფრო გავაცნობიერე.
– როგორც ყოველ წელს, ახლაც, შენ მიმართაც იყო კრიტიკა. ზოგი წერდა: ჩაწყობილი აქვსო, ზოგს არ მოეწონე. ამაზე როგორი რეაქცია გქონდა?
– როდესაც ამ კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე, თავიდანვე ვიცოდი და მეგობრებიც მაფრთხილებდნენ, რომ კრიტიკა იქნებოდა. ამიტომ, ამისთვის მზად ვიყავი. დადებითი იმდენად ბევრი მივიღე, რომ უარყოფითისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება. ვიღაცები წერდნენ: ეს გოგო ბექას და არის და იმიტომ გახდა „მის საქართველოო“. ბექა მწერდა: ნახე, ჩემი და რომ ხარ, იმიტომ გაიმარჯვეო. ამაზე ყველამ ბევრი ვიცინეთ. ჩემს ცხვირსაც აკრიტიკებდნენ, მაგრამ რატომ გადაწყვიტეს, რომ დიდი მიჩანდა, ვერ მივხვდი. გატეხილი მქონდა, ძგიდე გავისწორე, პლასტიკა არ გამიკეთებია. მაქსიმალისტი ვარ, საკუთარ თავთან დაკავშირებით – ძალიან კრიტიკული. მეც ვუყურე ვიდეოს და ვერ მივხვდი, რატომ იფიქრეს ასე.
– საკუთარ თავს ხშირად აკრიტიკებ?
– თვითკრიტიკული ვარ. არასდროს არაფერი მომწონს ჩემი, რადგან მინდა, იდეალურად იყოს ყველაფერი. საკუთარ თავს ბევრს ვთხოვ ხოლმე. ეს შეიძლება – კარგია, მაგრამ ნორმის ფარგლებში. მე კი ძალიან კრიტიკული ვარ, მაგრამ ნელ-ნელა უფრო მეტად მემატება თავდაჯერებულობა.

– ძალიან რთული პერიოდის გამოვლა მოგიწიათ. ვგულისხმობ „ლე გრანდში“ გაჩენილ ხანძარს. იქნებ გაიხსენო ის დღე?
– ზოგადად, არ ვარ პანიკიორი და როდესაც ტერასაზე ვიყავით, პირიქით, რამდენიმე გოგონა სხვებს ვაწყნარებდით. სასტუმროს თანამშრომლები, ია კიწმარიშვილი და „იმიჯ-ცენტრის“ თანამშრომლები ყველანაირად გვეხმარებოდნენ, რომ მშვიდობიანად გამოვსულიყავით. მე სასტუმროს კიბეებით ჩამოვედი, რადგან სიმაღლის შიში მაქვს და კალათით ვერ ჩამოვიდოდი. მერე და მერე გავაცნობიერე ყველაფერი, როცა კადრებში ვნახე. მადლობა ღმერთს, ბედი იყო, რომ იმ დროს სასტუმროს ოთახებში ვიყავით. რადგან წინა დღეებში, მაგ დროს დარბაზში ვიყავით ხოლმე.
– შენ და ბექას როგორი ურთიერთობა გაქვთ? ალბათ, ბავშვობაში ბევრს ჩხუბობდით.
– ბავშვობაში ერთმანეთს ვხოცავდით, განსაკუთრებით ფეხბურთის გამო. ის „რეალისკენაა,“ მე – „ბარსელონასკენ“ და ისე ვჩხუბობდით, ბოლოს გვაშველებდნენ. ახლა – აღარ, ბექას ცოლ-შვილი ჰყავს, ცალკე ცხოვრობს და უფრო მონატრების გრძნობა მაქვს. ზოგჯერ აქვს მომენტი: ეს ასე არ გააკეთოო, მაგრამ ისეთია, ერთს თბილად რომ ეტყვი ან გაუცინებ, მერე აღარ ახსოვს.
– მანიკა (მანიკა ასათიანი, ნიას რძალი) ალბათ, გეხმარებოდა კონკურსის განმავლობაში.
– სამი თვის განმავლობაში ძალიან მეხმარებოდა, თვითონ მიკეთებდა მაკიაჟს, რჩევებს მაძლევდა. ვერ გრძნობ, რომ რძალია, უცხო – სულ მგონია, მთელი ცხოვრება ერთად ვართ და ჩვენი ოჯახის წევრი იყო.
– ბევრი ისეთი თვისება გაქვს, რაც საერთაშორისო კონკურსზე გამოგადგება.
– არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. ერთადერთი, რაც შემიძლია, ვთქვა, ის არის, რომ, პირველი ქასთინგიდან ფინალამდე, ძალიან გავიზარდე. იმდენად დიდი პროგრესი განვიცადე, რომ მაშინდელი ნია ახლანდელისგან ძალიან განსხვავდება. პროგრესირებადი ვარ, ბევრ რამეს ადვილად ვითვისებ და ალბათ, ეს არის ჩემი ერთ-ერთი პლუსი.
– გვირგვინის ტარება მძიმეა თუ მსუბუქი?
– ყველანაირად მძიმეა. თან, ბევრი ბავშვი მწერს: როგორი გოგო ხარო და რჩევებს მეკითხებიან. სხვას რომ არ გავუცრუო იმედები, ამ მხრივ მძიმეა გვირგვინის ტარება.
– რის კეთება გიყვარს?
– ვწერ სტატიებს. ჩემი ბლოგი მაქვს 16 წლიდან და იქ ვწერ რჩევებს მოგზაურობის შესახებ. მინდა, ამ კუთხითაც გავაგრძელო ჩემი კარიერა. მოგზაურობა ძალიან მიყვარს, რადგან ახალ ქალაქში, ახალი შთაბეჭდილებების მიღება ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო ემოციაა. სანამ წავალ, მანამდე ვეცნობი ყველაფერს. მეგობრები მეუბნებიან, ჩვენი რუკა ხარო.
– როგორი გულშემატკივარი ხარ?
– როცა ბექა თამაშობს, მთელი ოჯახით მივდივართ საგულშემატკივროდ და ყველა ხვდება, რომ ჩვენ ვართ. ცოტა ხმაურიანი ოჯახია, ჩვენ ხმას ყველა ცნობს და თან, ახლა გიოც დაგვემატა. ძალიან ემოციური ვარ, ზოგჯერ ვცდილობ, არ გამოვხატო, მაგრამ შინაგანად განვიცდი, ვნერვიულობ, გული მიჩქარდება.
–  რა ხდება პირადში?
– შეყვარებული მყავს, ორი წელია, ერთად ვართ. როგორც მითხრა, სანამ გამიცნობდა, მანამდე იცოდა ჩემ შესახებ. მოვწონდი და მერე, მეგობრების წრეში რომ გავიცანი, აქტიურობა დაიწყო. ნელ-ნელა განვითარდა ჩვენი ურთიერთობა: საერთო ინტერესები გვქონდა, გავუგეთ, ჩემთვის საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. ახლაც, კონკურსზე რომ ვაპირებდი გასვლას, მას ვკითხე აზრი და ძალიან გაუხარდა. უნდა, რომ ძალიან დაკავებული ვიყო – არ ვიჯდე სახლში და ყველგან ვიყო. რომ გავიმაჯვე, მითხრა: ძალიან მეამაყებიო. ფეხბურთელია და ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, არასდროს მინდოდა, სპორტსმენი შეყვარებული მყოლოდა, მაგრამ ასე გამოვიდა.
– ბუნებით კარიერისტი ხარ?
– ისეთ ოჯახში გავიზარდეთ, რომ დედაჩემისთვის პირველი ჩვენ ვიყავით – მე და ბექა. დედას არასდროს უფიქრია კარიერაზე – მხოლოდ მე და ჩემი ძმა. რასაც მთელი ბავშვობა ვუყურებდი, ოჯახი იყო მნიშვნელოვანი. მაგრამ, მე ვეცდები, ორივეს თანაბარი დრო დავუთმო.
скачать dle 11.3