კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2018 (115)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)

№51 რატომ დააყარა კოჭლმა „ნაცარამ“ შავი დღე მინისტრ ედუარდ შევარდნაძეს

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ედუარდ შევარდნაძის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ლაბორატორიის მოდერნიზაცია განხორციელდა. გაიხსნა და გაუმჯობესდა სხვადასხვა ლაბორატორია, რაც ედუარდ ამბროსოვიჩის დამსახურება გახლდათ. ერთ დღეს შევარდნაძემ სურვილი გამოთქვა, რომ თავისი „პირმშოს“ არაგეგმიური დათვალიერება ჩაეტარებინა და მოადგილეებთან ერთად, დაუპატიჟებლად მივიდა იმ შენობაში, სადაც სხვადასხვა ლაბორატორია იყო განლაგებული. პირველ ანტინარკოტიკულ ლაბორატორიაში ყველას თეთრი ხალათი ეცვა. ისე მოხდა, რომ, როცა შევარდნაძის ამალამ საკიდიდან ქათქათა თეთრი ხალათები მოხსნეს და ჩაიცვეს, მინისტრისთვის ხალათი აღარ დარჩა.
– აი, ბატონო ედუარდ, თუ იკადრებთ, ჩემი ხალათი გადაიცვით, შესთავაზა მინისტრს საკუთარი ხალათი ერთ-ერთმა ლაბორანტმა, გვარად შავიძემ.
შევარდნაძემ მართლაც გამოართვა შავიძეს თეთრი ხალათი. გადაიცვა და ლაბორატორიების დათვალიერებას შეუდგა. ყველაფერი რომ შემოიარა, თქვა:
– მე, მგონი, გვერდით შენობაში კინოლოგიური სამსახურია, ხომ?
– დიახ, დიახ, – უპასუხეს მინისტრს.
– კოჭლი „ნაცარას“ ნახვა მინდა. მასზე მსმენია, მგლის ყნოსვა აქვსო და თუ შეიძლება?
კოჭლი „ნაცარა“ მგელთან ნაჯვარი, დედალი გერმანული ნაგაზი იყო და სიდიდით, ლამის ვეფხვისტოლა. ადრე ის საზღვარზე  მსახურობდა და ოცდაათი დამრღვევი დააკავა. ბოლო ოპერაციის დროს ფეხში დაიჭრა და დაკოჭლდა. სწრაფი სირბილი აღარ შეეძლო და ბათუმიდან თბილისში ჩამოიყვანეს. მილიციას გადასცეს და ნარკოტიკების აღმოჩენაზე ამუშავებდნენ. მას მართლაც უნიკალური ყნოსვა ჰქონდა და არაფერი გამოეპარებოდა.
შევარდნაძე და მისი ამალა რომ ვოლიერებისკენ დაიძრნენ, „ნაცარა“ პატრონს გარეთ ჰყავდა გამოყვანილი და მსხვილი ჯაჭვით ეკავა. შევარდნაძე წინ მიდიოდა. უცებ, „ნაცარამ“ წინ წაიწია, შევარდნაძისკენ ყეფითა და კოჭლობით გაქანდა და პატრონმა მხოლოდ ბოლო მომენტში შეძლო ურჩხული „ნაცარას“ შეკავება, რომელიც გაუთავებლად უყეფდა მინისტრს.
ძაღლი ვოლიერში შეიყვანეს. შევარდნაძემ კი შავიძის ხალათიდან მარიხუანის პატარა პაკეტი ამოიღო, რომელიც ლაბორანტს ექსპერიმენტისთვის სჭირდებოდა. ყველაფერი რომ გაირკვა, შევარდნაძემ ჩვეული იუმორით თქვა:
– შავიძის ხალათის გამო „ნაცარამ“ კინაღამ შავი დღე დამაყარაო...
скачать dle 11.3