კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 როგორი რეაქცია ჰქონდა ბახვა ბრეგვაძეს ამერიკაში ქართველების გეი ქორწინებაზე ჩოხებში და როგორ გადაურჩა ის ნარკოტიკთან დაკავშირებულ ცდუნებას

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 მაყურებელმა ბახვა ბრეგვაძე „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, თუმცა, ბოლო სეზონებზე ის სერიალში აღარ ჩანს. ცოტა ხნის წინ ბახვამ წამყვანის ამპლუაც მოირგო და ახლა მეგაშოუს წამყვანია „იმედზე“ – „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“.
ბახვა ბრეგვაძე:
წელს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეები დაიწყო. შემოთავაზება იმ გუნდისგან მივიღე, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს. იმ პერიოდში ბევრი შემოთავაზება მქონდა სხვადასხვა არხიდან, მაგრამ არცერთზე არ დავფიქრებულვარ. ერთადერთი, ჩემთვის ვფიქრობდი, აი, იმათ რომ შემომთავაზონ, აუცილებლად ვცდიდი-მეთქი. ასე აგიხდეთ ყველაფერი, სეზონამდე რამდენიმე თვით ადრე დამირეკეს: შენ ვერცხლისწყალივით ხარ, კაცმა არ იცის, იმ დროს სად იქნები, ამიტომ აქედანვე იცოდე, მალე დაგვჭირდებიო და ასე მოვხვდი „X ფაქტორში“. პირველ გადაცემაზე ნერვიულობით მოვკვდი, მაგრამ ნელ-ნელა მოვერგე ყველაფერს. მერე, რომ მითხრეს, შოუში, „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“, მთავარ წამყვანად მომიაზრებდნენ, სიხარულისგან გადავირიე. თან, ჩემთან ერთადაა ლიკა ქორქია, რომელიც პროფესიონალიზმთან ერთად, ულამაზესია. ვეხუმრები, შენი სილამაზე ორივეს გვყოფნის-მეთქი (იცინის). პირველ გადაცემაზე ძალიან ვინერვიულე. ეტყობა, ამბიციური ვარ, მეგონა, პირველივე ჯერზე ყველაფერი იდეალურად იქნებოდა. მაგრამ, რომ ვუყურე, ჩემი თავი ძალიან არ მომეწონა. კინაღამ უკან დავიხიე – იქნებ ამხელა პროექტის წამყვანობა ჩემი საქმე არაა. ფეხი ხომ არ მოვიტეხო და ბოდიში მოვიხადო, ვეღარ გავაგრძელებ-მეთქი (იცინის). მაგრამ, მეორე გადაცემა ოდნავ უკეთესი გამოვიდა. აი, მეოთხეზე მითხრეს, რომ ჩვენი წყვილი შედგა. მანამდე ძალიან დაძაბული ვიყავი. კულისებში სულ ტექსტი მეჭირა ხელში. ახლა უკვე გვერდზე მაქვს გადადებული (იცინის). ჯერ ძალიან კარგ შედეგამდე, ალბათ, არ მივსულვარ, მაგრამ უკვე დამაკმაყოფილებელი ვარ (იცინის). რამდენიმე ძალიან კომპეტენტური ადამიანი მყავს, რომლებიც თავიდან საკმაოდ კრიტიკულად მაფასებდნენ და მათი დამოკიდებულება ჩემს აზრებს ემთხვეოდა. ახლა ისინიც მეუბნებიან, პროგრესი აშკარააო.
– უარყოფითი კომენტარები არ მოგისმენია შენზე?
– მართლა, არა. ყოველთვის ვეცნობი გამოხმაურებას. ჯანსაღი კრიტიკა – კი ბატონო, მაგრამ არაადეკვატურ ლანძღვას ყველაზე განვიცდი. საბედნიეროდ, ჩემზე მსგავსი რამ არ მსმენია. თუმცა, ერთი მომენტია. ამხელა პროექტი მიმყავს და სადმე რომ ვარ, ვგრძნობ, ვიღაც ფიქრობს: „აი, იქ მე რომ ვყოფილიყავი“ და განვიცდი ხოლმე, ვაიმე, ყველას აღარ ვეყვარები-მეთქი, მაგრამ ასეა – ყველას არც უნდა უყვარდე.  სანამ სერიალში ვთამაშობდი „ფორმულა კრეატივის“ თანამშრომელი ვიყავი. მათ საკუთარი თავი მაპოვნინეს, უმაგრესი ადამიანები არიან. საზოგადოების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბახვა უყვარს. თუმცა, ეს პერიოდი დამთავრდა. გაგრძელების სურვილი იყო, მაგრამ ბახუტა უკვე „იმედზე“ მუშაობდა და აღარ გამოვიდა. მერე ჩემმა საოცნებო გუნდმა შემომთავაზა წამყვანობა და ზუსტად ამიტომ ვანდე მათ ჩემი თავი. მაშინ მასალა ვიყავი, რომლისგანაც წამყვანი უნდა გამოძერწო. როცა „იმედზე“ კვლავ მათგან მივიღე შემოთავაზება, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. თუ მაინცდამაინც ღალატზეა ლაპარაკი, სხვასთან რომ დამეწყო მუშაობა, ეს იქნებოდა ღალატი და არა კვლავ მათთან თანამშრომლობა. თუმცა, „რუსთავი 2-ის“ მადლობელი ვარ იმ ყველაფრისთვის და ძალიან მიყვარს.
– გული არ გწყდება, როცა კითხულობ: „მოღალატეები“, „აღარ ვარგა, იმიტომ რომ „იმედზეა“ და ასე შემდეგ.
– ამას არ ვეთანხმები. მიკროფონის დამმაგრებლიდან დაწყებული, პროდიუსერებითა და ოპერატორით დამთავრებული, ზუსტად იგივე ადამიანები მუშაობენ პროექტზე. ვიღაცას შეიძლება, მართლა აღარ მოსწონს, კი ბატონო, ეს აზრიც მისაღებია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ არხს შორის კონკურენციაა და ეს შეფასებებიც ამითაა გამოწვეული.
– ვიზუალზეც გკითხავ. საოცრად გამხდარი ხარ. რას აკეთებ ამისთვის?
– ვიცოდი, რომ ერთ თვეში გადაცემა უნდა დაწყებულიყო და ჭამას მოვუკელი (იცინის). სცენაზე ესთეტიკურად უნდა გამოიყურებოდე, თან, როცა ლიკა ქორქია გიდგას გვერდით. გურმანი ვარ და ჭამა ძალიან მიყვარს, ამიტომ თავის მოკვლა არ შემიძლია, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადე. დავდივარ სატრენაჟორო დარბაზში, ვცურავ და არ მძინავს. მით უმეტეს, დეკემბერი ისეთია, ყოველი საათი გაწერილი გვაქვს. მეცინება ხოლმე, ჩემი თავი ვიღაც მგონია, ასეთი დატვირთული გრაფიკის შემხედვარეს. ხანდახან ვწუწუნებ, მაგრამ ასე მირჩევნია. უსაქმურობას ვერ ვიტან.
– ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია. როგორია შენი აზრი ამასთან დაკავშირებით?
– ძალიან კარგია, დეკრიმინალიზაცია რომ მოხდა. მეც იმათ რიგში ვარ, ვინც სრულ დეკრიმინალიზაციას ემხრობა. ჰუმანური ადამიანი ვარ და რომ გავიგე, სამი ათასი ადამიანი მინიმალური ოდენობის მოხმარებისთვის ზის ციხეში და მათი ოჯახები ამის გამო გარეთ იტანჯებიან, ძალიან განვიცადე. ახალი წელი მოდის და ბავშვებს სანატრელი აქვთ, რომ მშობლები სახლში ჰყავდეთ. ამაზე რომ ვფიქრობ, ორივე ხელით ვაწერ ხელს ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზებას. ამას რომ ვამბობ, სულ მეშინია, სხვანაირად არ აღიქვან ახალგაზრდებმა, რომლებიც გვისმენენ. პირადად მე, არანაირ ნარკოტიკს არ მოვიხმარ, მაგრამ ამით თავი არც ვინმეზე კარგი ტიპი მგონია და არც ცუდი. ნარკოტიკის მოხმარება, თავისთავად, ძალიან ცუდია. თუ გასინჯული არ აქვთ, ნურც გასინჯავენ, რადგან კარგი არაფერი მოაქვს. მაგრამ, ვინც უკვე მოიხმარს, იმას მაინცდამაინც ციხეში ნუ გამოვკეტავთ, რაღაც სხვა გზა მოვნახოთ.
– შენზე მიამბე. ბიჭების ცხოვრებაში განსაკუთრებით დიდია ცდუნების პერიოდი, შენ შემთხვევაში როგორ იყო?
– მძიმე ნარკოტიკი არა, მაგრამ მოსაწევი არაერთხელ გამისინჯავს. ბოლოს, ცოტა ხნის წინ, ამსტერდამში რომ ვიყავი, იქაც მოვწიე, რა თქმა უნდა (იცინის). თუმცა, მომხმარებელი და დამოკიდებული არასდროს ვყოფილვარ. მყავს მეგობრები, ვინც, სამწუხაროდ, მძიმე ნარკოტიკსაც მოიხმარს და მათი ცხოვრება ძალიან რთულია. რომ ამბობენ, გამოსწორებული ნარკომანი არ არსებობსო, ამის არ მჯერა. იმიტომ რომ, ჩემი თვალით მინახავს. ასე რომ, თუ ძალიან მოინდომებენ, შესაძლებელია. გარშემო ბევრი მაგალითი მაქვს, რომ ასეთი ადამიანები ძალიან ბევრს წვალობენ. ამიტომ, ვეუბნები ახალგაზრდებს, რომ ნურც გასინჯავენ. არის ასაკი, როცა ინტერესი განსაკუთრებით დიდია, თან, ყველას ჰგონია, რომ მაგარი ტიპია და როცა უნდა, მაშინ იტყვის მასზე უარს. არადა, ბევრი მაგალითი ვიცი, რომ ეს ასე არ არის. ბევრი სხვა „ნარკოტიკი“ არსებობს, რომელიც უფრო მეტ სიამოვნებას მოგანიჭებს.
– შენ როგორ გაძელი, რომ ცდუნებას არ აჰყოლოდი?
– ეს მართლა ძალიან რთულია. არ ვიცი, მაგრამ თითქოს ბავშვობიდან მქონდა ინფორმაცია, რომ ერთხელ გავსინჯავ და როცა მომინდება უარს მაშინ ვიტყვი, არ გამოდიოდა. მარიხუანა არაერთხელ მომიწევია, მაგრამ განსაკუთრებულ სიამოვნებას არ მანიჭებს. რომ გადავრეულიყავი, ალბათ, ყოველდღე მოვწევდი.  ბავშვობაში სულ დაკავებული ვიყავი. ათ რაღაცაზე დავდიოდი და ალბათ, ამისთვის დრო აღარ მრჩებოდა.
– ცოტა ხნის წინ, ასევე, ძალიან აქტუალური იყო ქართველების გეი ქორწინება ამერიკაში ჩოხებით. ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დააფიქსირა ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი.
– მაგ პერიოდში ძალიან გადატვირთული გრაფიკი მქონდა და კარგად ვერ წავიკითხე, რა ხდებოდა, მაგრამ ვიცი, რომ ბუმი იყო. მე ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია. ზოგადად, სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალიან ნორმალური დამოკიდებულება მაქვს. ყველა ადამიანი თავისუფალია და რაც უნდა, ის აკეთოს. დეკრიმინალიზაციაც შეიძლება, მსგავსს კონტექსტში განვიხილოთ. ადამიანი იქამდე ხარ თავისუფალი, სანამ სხვის სივრცეში არ შეიჭრები და მას არ ავნებ. შენი თავისუფლების პირობებში, რაც გინდა, ის გააკეთე. ესაა ჩემი აზრი.
скачать dle 11.3