კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რა დაავადებებს იწვევს სექსუალური თავშეკავება და რა შემთხვევაშია სქესობრივი ურთიერთობების არქონა ქალისთვის ონკოლოგიური დაავადებების მიზეზი

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 როგორც წესი, ყველა ფიქრობს, რომ რეგულარული სექსი სჭირდება მხოლოდ მამაკაცს, ქალს კი შეუძლია, მის გარეშეც თავისუფლად, უპრობლემოდ ცხოვრება. თუმცა, ასეთი დისკრიმინაცია არ არის სწორი, რადგანაც როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, ქალსაც ესაჭიროება რეგულარული ჯანსაღი სექსი, ისევე როგორც მამაკაცს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს იჩენს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. და მაინც, რას იწვევს სექსის ნაკლებობა ქალის ცხოვრებაში – გვესაუბრა ექიმი სექსოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, კლინიკა „ენმედიცის“ სექსოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი – ზურაბ მარშანია: ყველას აქვს უფლება, იყოს ბედნიერი, რაშიც ისიც იგულისხმება, რომ ჰქონდეს სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება, ანუ, ისეთი ცხოვრება, როგორიც მას სურს. შესაბამისად, როდესაც ადამიანს აქვს სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება, არის არა მარტო ხორციელად, სულიერად და ფსიქიკურად, არამედ  სქესობრივადაც ჯანმრთელი. როგორიც არის ფსიქიკური სხეულის ჯანმრთელობა, ზუსტად ისეთივეა სქესობრივი ჯანმრთელობაც. ერთმანეთთან ჰარმონიულადაა დაკავშირებული, კომპლექსურია, მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელია და არც არის მიზანშეწონილი. მამაკაციც და ქალიც უნდა იყოს სექსუალურად აქტიური.
– რას ნიშნავს ტერმინი „ჯანსაღი სექსი“?
–  უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს რეგულარულობას. ყველა ასაკის ადამიანისთვის არ არის აუცილებელი სექსუალური ცხოვრება – ძალიან ხანში შესულისთვის, მოხუცისთვის, ბავშვისთვის, მაგრამ როცა საუბარია, ზრდასრულ ადამიანზე, ეს სასურველია და უპირველესად, რეგულარულობის თვალსაზრისით. ეს შეიძლება, იყოს თვეში ერთხელ, კვირაში ორჯერ, სამჯერ, ყოველდღე – დამოკიდებულია კონკრეტული პარტნიორული წყვილის პრეფერენციებზე, სქესობრივ კონსტიტუციაზე, რასაც ტემპერამენტს უწოდებენ. რა არის მათთვის მისაღები, რა სიხშირის სექსს მიიჩნევენ ისინი ჰარმონიულად. სქესობრივი გაუნათლებლობის ტიპური ნიმუშია მამაკაცის პოზიცია, როდესაც ახლაგაზრდები მოდიან და ამბობენ, მე რამდენჯერმე მაქვს სექსი ღამეში და ასე შემდეგ. როდესაც მამაკაცი იღებს ზედმეტ ვალდებულებებს საწოლში, ეს ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი. აბსოლუტურად  არ აქვს მნიშვნელობა სექსის სიხშირეს. მნიშვნელობა აქვს ჰარმონიულობას. შეიძლება, კვირაში ერთხელ, ორჯერ ჰქონდეს სექსი წყვილს, მაგრამ  ჰარმონიულად და ბედნიერად გრძნობდნენ თავს.
– სექსუალური ცხოვრების არქონის რა მიზეზები არსებობს?
– სექსუალური ცხოვრების არქონის მიზეზი  სხვადასხვაა. ჩვენ უნდა გამოვყოთ რამდენიმე მოტივაცია, რა განაპირობებს იმას, რომ ადამიანი თავს არიდებს სექსუალურ ცხოვრებას? ეს არის ადამიანის გონიერი არჩევანი, ხშირად – რელიგიური მრწამსი. ხომ არსებობს ბერების ინსტიტუტი, მონაზვნური ცხოვრება, როცა მაღალი სულიერების გამო უარს ამბობენ სექსუალურ ცხოვრებაზე და მათ არ აქვთ  ვინმეზე ნაკლები ცხოვრების ხანგრძლივობა. ეს არის ადამიანის არჩევანი და ის ბედნიერია ამ ცხოვრებით. რა არის ბედნიერება და რა არის ჯანმრთელობა? ჯანმრთელობა არის ცხოვრება ჰარმონიაში და შენ თუ შენს სულთან და სხეულთან ჰარმონიაში ცხოვრობ,  სექსი სულ არ გჭირდება – როგორც მაღალი სულიერების მქონე ადამიანი, ჯანმრთელი ხარ. ბედნიერი ადამიანი ყოველთვის უფრო ჯანმრთელია.
– ჯანმრთელობის რა პრობლემებს იწვევს სექსუალური ცხოვრების არქონა?
– სექსუალური თავშეკავება პრობლემა ხდება იმისთვის, ვისაც უნდა და ვერ ახერხებს, ჰქონდეს სექსუალური ცხოვრება. ამის ბევრი მიზეზი არსებობს. ავადმყოფობა იწყება უკმაყოფილებიდან. სექსისგან თავშეკავება ხშირად ტრაგიკულ ფორმებს იღებს. უნდათ და არ აქვთ სექსუალური ცხოვრება, რაც უპირველესად, ისეთ ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს, როგორიცაა შფოთვითი აშლილობა, შფოთვითი,  დეპრესიული, ფობიური სინდრომი. ადამიანი ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალს ვერ ხედავს და ამ დროს ხდება ფსიქიკური აშლილობები. ფსიქიკურ აშლილობებს სომატური, ანუ სხეულის დაავადებები მოსდევს, როგორიცაა ჰორმონული დარღვევები, კანის დაავადებები. ასევე, იწვევს  სექსუალურ დისფუნქციას. რაც შეეხება ჰორმონულ დარღვევებს, მამაკაცს, რომელსაც არ აქვს სექსუალური ცხოვრება, ნაკლები ტესტოსტერონი ექნება. მასში არ არის მაღალი მამაკაცური ჰორმონი. სექსის დროს ორგანიზმი ააქტიურებს მის დამცავ მექანიზმებს., ეს კი ეხმარება ადამიანს, დაძლიოს სხვადასხვა ვირუსი და გრიპი. თუ ადამიანს სექსუალური აქტივობა არ აქვს, მისი იმუნიტეტი შედარებით ქვეითდება. ქალი, რომელსაც არ აქვს სქესობრივი ცხოვრება, არ ფეხმძიმდება, არ მშობიარობს, რისკის ქვეშ აყენებს თავს. მას შეიძლება, განუვითარდეს სერიოზული ჰორმონული და ჰორმონდამოკიდებული მძიმე დაავადებები, მათ შორის, ონკოლოგიური. ნამშობიარებ ქალს უფრო იშვიათად უვითრდება ძუძუს კიბო და სხვა, საკმაოდ რთული ონკოლოგიური დაავადებები. გარდა ამისა, დროული დაფეხმძიმება, მშობიარობა,  სერიოზულად ზრდის ქალის შანსს, სოლიდურ ასაკამდე შეინარჩუნოს რეპროდუქციული ჯანმრთელობა. უმჯობესია, 30-35 წლამდე დაფეხმძიმება და სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება. ყოფილა შემთხვევა, ათი წლის განმავლობაში სექსი არ ჰქონია წყვილს, რაც დაკავშირებული იყო ქალის შიშთან. ათი წლის მერე მოვარჩინე და ახლა შეეძინათ შვილი.
– რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარული სექსუალური ცხოვრება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის?
– რეგულარული სექსუალური აქტივობის შემთხვევაში, არტერიული წნევა იწევს დაბლა და სხეული ტონუსშია. სისხლძარღვები შესანიშნავ მდგომარეობაშია, რაც ინფარქტებისა და ინსულტების შესაძლებლობას ამცირებს. გარდა ამისა, სექსის გარეშე რთულია ფიზიკური და ემოციური სტრესის გამკლავება. ზუსტად ეს ორი რამ იწვევს გულისა და სისხლძარღვების პრობლემებს. რეგულარული სექსი 40 წელს ზევით ინფარქტის პროფილაქტიკაცაა, მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო. არსებობს ასეთი ცნება – „ფრანგული ინფარქტი“, რაც გულისხმობს, ინფაქტს სექსუალურ პარტნიორთან სარეცელში. შესაბამისად, „ფრანგულ ინფარქტს“ უნდა ვერიდოთ. მეუბნებიან: კი მაგრამ, ახლა შევიკავო თავი, რომ მომარჩინეო? ახლა უნდა შეიკავო, აბა, მანამდე რა გქონდა თავის შესაკავებელი-მეთქი, ვეუბნები.
– ალბათ, ბევრი პაციენტი მოსულა თქვენთან უცნაური კითხვებით...
– ყოფილა შემთხვევა, გოგონა დაორსულებულა და მეუღლე მეკითება, ჩემი ცოლი ორსულადაა და მე რომ ახლა ეს პრეპარატი დავლიო, ბავშვი ცუდად არ გახდებაო.  არის ასეთი ცნება – დისმორფობია – ადამიანის უკმაყოფილება საკუთარი თავით, სხეულის რაღაც ნაწილით. მამაკაცებს სქესობრივი ორგანოს გამო უჩნდებათ ეს დისმორფობია. მეუბნებიან, მინდა, გავიდიდო სასქესო ორგანოო.  სთავაზობენ ათას მედიკამენტსა და მალამოს, რომელიც აგრძლებს სასქესო ორგანოს. მირეკავენ: ბატონო ზურაბ, შეიძლება, მალამომ დამიგრძელოს სასქესო ორგანო? ქსოვილი შეიძლება, მალამომ დააგრძელოს? ვიღაცას აქვს პატარა ცხვირი, რაც არ უნდა წაისვას ამ ცხვირზე, დაგრძელდება? ოპერაციულად –კი. ერთი მირეკავს: 18 სანტიმეტრი მაქვს ასო ერეგირებულ მდგომარეობაში და მიშველე, ბატონო ზურაბ, როგორ დავიგრძელო ოცდახუთ სანტიმეტრამდეო. ქალისთვის პრობლემაა ასო გრძელი არ იყოს, თორემ მოკლე პრობლემა არ არის – საშოს ზომა ხომ ლიმიტირებულია. ქალს დიდი ასოს შემთხვევაში, სტკივა სასქესო ორგანო. ყოფილა ასეთი შეკითხვაც. გოგონა მეკითხება: ბატონო ზურაბ, ქალწული ვარ, ვაპირებ სექსუალური აქტის ჩატარებას შეყვარებულთან და ქალწულობის დაკარგვას. სიარულზე მამიკო შემატყობს, რომ ქალიშვილი არ ვარო? – მამიკო, კი არა მე ვერ შევატყობ. მამაკაცის მხრიდან ყველაზე ხშირია კითხვა: როგორ უნდა მივხვდე, ქალი ქალიშვილია თუ არა, ვერანაირად ვერ გავიგებ? მე ვუთხარი: გაიგებ, როგორ არა. როგორ გავიგებო? ენით – ჰკითხე და გეტყვის-მეთქი. გოგონამ თვითონ თუ არ უთხრა პარტნიორს, ქალიშვილია თუ არა, პარტნიორი ვერ მიხვდება, რადგან ანატომიურად, საქალწულე აპკი ნაწილობრივ ფარავს მხოლოდ საშოს შესასვლელს.
скачать dle 11.3