კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რესტორნების ქსელი „ჭაშნაგირი” – მრავაფეროვანი გარემო და მომსახურება განსაკუთრებული გემოვნების სტუმრებისთვის

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

„ჭაშნაგირი ჯგუფი” გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გელოდებით სანაპიროს ჭაშნაგირში გრანდიოზული შოუ-პროგრამით და სიურპიზებით. ჩვენთან დაგხვდებათ დახვეწილი გარემო, გემოვნებიანი მუსიკა,  ქართული ცეკვები და რაც მთავარია – უგემრიელესი, ტრადიციული, საახალწლო სუფრა!  ტელ: 555 47 47 34. „ჭაშნაგირი ჯგუფი“ 2018 წელს სიახლეებით იწყებს. ქსელს კიდევ ერთი რესტორანი ვაჟა-ფშაველას გამზირზე ¹32-ში შეემატება. მე-5 ფილიალში ტრადიციულად შეგეძლებათ, დააგემოვნოთ გემრიელი ქართული კერძები, გამორჩეული გემოთი და ხარისხით.
გიორგი ყიფიანი (სანაპიროს „ჭაშნაგირის” გენერალური მენეჯერი):
ბრენდი „ჭაშნაგირი” 2012 წელს დაარსდა და დღეს ჯგუფი 4 რესტორანს აერთიანებს. თითოეული მათგანი სპეციფიკურად განსხვავდება ერთმანეთისგან.  „ჭაშნაგირი” ბელიაშვილის ქუჩაზე განსაკუთრებული სამასპინძლო ობიექტია.  მეორე ობიექტი ქალაქგარეთ, კერძოდ, ნატახტარში, მყუდრო ეზოთი და არაჩვეულებრივი კლიმატური პირობებით გამოირჩევა. „ჭაშნაგირი” – კოტე აფხაზის ქუჩაზე საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ სწრაფად და გემრიელად მიირთვათ ჩვენი საუკეთესო კერძები. „ჭაშნაგირი” მტკვრის მარცხენა სანაპიროზე კი, გუდაუთის ქუჩის მიმდებარედ, დახვეწილი და გემოვნებიანი შოუ-პროგრამით
გამოირჩევა, ხშირად მასპინძლობს ქორწილებს და სხვადასხვა დახურულ თუ კორპორატიულ ღონისძიებას. იქვე გვაქვს „პაბი”, სადაც მეგობრებთან ერთად, მყუდრო გარემოში, შეგიძლიათ, მიირთვათ უგემრიელესი ქართულ-ევროპული კერძები და დააგემოვნოთ ექსკლუზიური ჩამოსასხმელი ლუდი „ჭაშნაგირი,” რასაც მხოლოდ ჩვენი ქსელის ობიექტებში შეხვდებით. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით „პაბში” გვაქვს აქციები, რაც გულისხმობს დღის კერძებს აქციის ფასით და ასევე, ჩამოსასხმელ ლუდ „ჭაშნაგირს” აქციით.
– ბრენდი „ჭაშნაგირი” გამორჩეულია კერძების მაღალი ხარისხით, როგორ ზრუნავთ ამაზე?
– ჩვენი სლოგანია „გემრიელი ქართული”. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც სხვა რესტორნებისგან გამოგვარჩევს, არის კერძების ხარისხის ნიშანი. ჩვენი პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობა მზადდება ქართული ნედლეულით და გადის ხარისხის მკაცრ კონტროლს. პერიოდულად გავდივართ კონსულტაციებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. ყოველთვის გულისყურით ვეკიდებით და პირნათლად ვასრულებთ მათ რეკომენდაციებს და ჩვენი სამზარეულო აბსოლუტურად შეესაბამება მოთხოვნილ მაღალ სტანდარტებს.
– რით შეგიძლიათ, მოხიბლოთ ტურისტული კომპანიები სხვა რესტორნებისგან განსხვავებით?

–  „ჭაშნაგირის” ჯგუფს ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენი ობიექტების მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას, ყველა გემოვნებისა და მოთხოვნის ტურისტს შევთავაზოთ სასურველი სერვისი. პირობითად, თუ სურთ, ჩვენი სამზარეულოს დაგემოვნების პარალელურად, ნახონ ქართული ტრადიციული ცეკვები და მოუსმინონ მაღალი დონის მუსიკას, შეუძლიათ, მოვიდნენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. თუ სურთ, დატკბნენ მცხეთა-მთიანეთის ულამაზესი ხედებით, დააგემოვნონ და ნახონ ქართული კერძების  მასტერკლასი, მაშინ უნდა წავიდნენ ნატახტარში. თუ დროის სიმცირის გამო, კვების რეჟიმი განსაზღვრული აქვთ, ამ შემთხვევაში, ვამისამართებთ კოტე აფხაზის ქუჩაზე, რომელიც გათვლილია სწრაფ კვებაზე. მაგრამ ამ ყველაფრის ერთად თავმოყრა და უბრალოდ, გემრიელი ვახშამი, მათ ელოდებათ „ჭაშნაგირში,” ბელიაშვილის ქუჩაზე.
– როგორია თქვენი შოუ-პროგრამა და რა შეთავაზებები გაქვთ ქორწილებისა და სხვადასხვა, დახურული ღონისძიების შემთხვევაში?
– სანაპიროს ჭაშნაგირის რესტორანს გამოარჩევს განსაკუთრებული შოუ-პროგრამა, რომლის 
მუსიკალურ ნაწილში სტუმრების განწყობის ამაღლებაზე ზრუნავენ მომღერლები: გიორგი ბუშელაშვილი, გიორგი კობაიძე, ლევან კვინიკაძე და თამუნა რაზმაძე. ყოველდღიურად პროგრამაში გვაქვს ქართული ნაციონალური ცეკვებიც. პროგრამა იწყება საღამოს 8 საათზე და სრულდება ღამის პირველის ნახევარზე. პერიოდულად, სხვადასხვა დღესასწაულებთან და დახურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ვიწვევთ მომღერლებს, ბენდებს, მოცეკვავეებს,  წამყვანებსა და ასე შემდეგ. გვაქვს სპეციალური, წინასწარ გაწერილი შოუ-პროგრამა, რომელიც ჩვენს სტუმრებს განსაკუთრებით უყვართ და ელოდებიან. სადღესასწაულო თარიღებთან დაკავშირებით, ყოველთვის ორიგინალურად წარვდგებით ხოლმე სტუმრების წინაშე. ხშირად ვმასპინძლობთ ქორწილსაც. ამ შემთხვევაში, გარდა სარესტორნე მომსახურებისა, შეგვიძლია, სრული საქორწილო პაკეტი შევთავაზოთ მომხმარებელს,
– როგორია ჯგუფის დამოკიდებულება ერთგული მომხმარებლების მიმართ?
– ჩვენი ქსელის მუდმივ და ერთგულ მომხმარებლებს ჯგუფი განსაკუთრებულად მასპინძლობს, რაც ფასდაკლებებითა და საჩუქრებით გამოიხატება. მთელი მენეჯმენტი გაერთიანებულია მომხმარებლისა და მისი მოთხოვნების შესაბამისი გარემოს უზრუნველსაყოფად.
ტელ.: სანაპირო – 555-47-47-34;
სანაპიროს მცირე დარბაზი –
596-34-47-47;
ბელიაშვილის ქუჩა – 555-47-47-82;
კოტე აფხაზის ქუჩა – 593-47-47-44;
ნატახტარი – 555-47-47-93.


скачать dle 11.3