როგორ არბევდნენ არჩილ მეფე და მისი ვაჟი სპარსეთის სამფლობელოებს » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (161)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№51 როგორ არბევდნენ არჩილ მეფე და მისი ვაჟი სპარსეთის სამფლობელოებს

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

იბერიის მეფე არჩილ პირველმა ცოლად მოიყვანა ბიზანტიის იმპერატორ იოვიანეს („ივბიმიანოსის“) შთამომავალი, მარიამი. იოვიანე ბიზანტიის იმპერატორი გახლდათ 363-364 წლებში. მანამდე ის იყო ერთ-ერთი სარდალი და იმპერატორის გარდაცვალების მერე, ახალ იმპერატორად აურჩევიათ. ის ყოფილა ქრისტიანობის ერთგული იმპერატორი, ნიკეის პირველი საეკლესიო კრების გადაწყვეტილებების გულმხურვალე დამცველი. წარმოშობით იოვიანე გახლდათ კელტების ერთ-ერთი ტომის მიერ დაარსებული ქალაქიდან, სინგიდუნუმიდან (თანამედროვე ბელგრადი, სერბეთის დედაქალაქი). ამ ქალაქზე ამბობენ, ოცდათვრამეტჯერ დაანგრიეს და ფერფლიდან აღადგაო. მართალია, იოვიანემ მხოლოდ შვიდიოდე თვე იმეფა და მისი შთამომავლები არ ასულან ტახტზე, მაგრამ, შესაბამისი პატივი ჰქონდათ.
მეხუთე საუკუნის დასაწყისში, იბერიის მეფის მიერ ბიზანტიელი დიდებულის ასულის ცოლად მოყვანა ნიშნავს, რომ ჩვენი ხელმწიფე ბიზანტიის მოკავშირე გახლდათ, რაც თავისთავად, ნიშნავდა სპარსთა, მაზდეანების მტრობას. ეს იყო სარწმუნოებრივი, კულტურული და გეოპოლიტიკური სახის არჩევნის გაგრძელება ქრისტიანობისა და დასავლური კულტურის სასარგებლოდ, რაც ბუნებრივი გახლდათ ჩვენი წინაპრებისთვის. აღმოსავლეთის ტირანული სამყარო მიუღებელი იყო ჩვენთვის. მაზდეანობა, რომლის ძალით გავრცელებას ცდილობდა სპარსეთი კავკასიაში, მიუღებელი იყო ქართველებისთვის, რომლებიც ქრისტიანობის გზას დადგომოდნენ საუკუნის წინ.
მართლაც, არჩილ მეფე გახლდათ ქრისტიანობის მხურვალე მიმდევარი, შეაკეთა და მოკაზმა ეკლესიები, აღმართა ჯვრები, რაც სპარსეთის პოლიტიკით, აკრძალული ჰქონდათ კავკასიის ხალხებს. მეტიც, ჩვენმა მეფემ ცეცხლის თაყვანისმცემელთა სასულიერო პირები – მოგვები გააძევა იბერიიდან. მოიხმო ბერძნული ჯარი და დაიწყო სპარსთა წინააღმდეგ ბრძოლა.
მაშინ რანი (არანი) და მოვაკანი – ძველი ალბანეთის ნაწილები და ახლანდელი აზერბაიჯანის მხარეები, სპარსეთის იმპერიაში შედიოდა და მართავდა სპარსეთის შაჰის მოხელე, მარზპანი. შაჰის ბრძანებით, მასვე უნდა დამორჩილებოდა ქართლიც.  მარზპანმა შეკრიბა რანის, მოვაკნისა და ადარბადაგანის ჯარი და შემოუტია ჩვენს სამშობლოს.
არჩილ მეფე მიენდო ღმერთს და მიეგება მტერს ქართლისა და რანის საზღვარზე. ჯარები განლაგდნენ მდინარე ბერდუჯის მახლობლად. ქრისტეს მეომარმა არჩილმა უფლის წყალობით დაამარცხა მოწინააღმდეგე. ქართველებმა უამრავი მოწინააღმდეგე დახოცეს ან ტყვედ ჩაიგდეს. შეიჭრა ჩვენი მეფე რანში, მოარბია და გამარჯვებული დაბრუნდა შინ.
გააგზავნა ქადაგი (მაცნე, მოენე) იბერიის კუთხეებში და შეუთვალა ქვეშევრდომებს:
„არა ძალითა ჩუენითა, არცა სიმხნითა, არცა სიბრძნითა, არცა სიმრავლითა სპათათა ვსძლიეთ მტერთა, არამედ ჯვარითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, ძისა ღმრთისათა, რომელმან მოგვცა წინამძღურად და საჭურველად ჯვარი მისი პატიოსანი. აწ ყოველთა ქართველთა ადიდეთ სამება ერთარსება, ღმერთი დაუსაბამო, დამბადებელი ყოვლისა. შეწირეთ მადლობა, და მტკიცე იყოს გულნი თქუენნი სარწმუნოებასა ზედა სამებისა წმიდისასა“.
ქართველებმა მადლობა შესწირეს ღმერთს, განაახლეს ეკლესიები და განმტკიცდნენ რწმენაში, მეფის მაგალითით.
არჩილ მეფემ მცხეთაში, არაგვის კართან, სადაც მტკიცე საბრძოლო კოშკები იდგა, არჩილისავე აშენებული, ააგო წმიდა სტეფანეს სახელობის ეკლესია.
არჩილ მეფეს ჰყავდა ძე, სახელად მირდატი (მითრიდატე). აღიზარდა მირდატი, დავაჟკაცდა. ისიც მამასავით მორწმუნე გახლდათ. იყო მამაცი და და კარგი მეომარი. მირდატმაც დაიწყო ლაშქრობა სპარსეთის სამფლობელოებზე. შეიჭრებოდა ხოლმე რანში, მოვაკანში და არბევდა.
მაშინ სპარსთა მეფე ინდოელების, სინდებისა და აბაშთა წინააღმდეგ იბრძოდა და არ ეცალა, ვერ მოახერხებდა დიდი ჯარის გამოგზავნას ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ. რანის, მოვაკნისა და ადარბადაგანის ჯარებს მძლავრობდნენ ქართველნი და არ ასვენებდნენ, აოხრებდნენ რანსა და მოვაკანს.
იმ ხანებში რანის მარზპანი იყო სპარსული წარმოშობის ბარზაბოდი. ის, ალბათ, იყო სპარსეთის შვიდი, დიდი საგვარეულოდან ერთ-ერთის, მიჰრანიდების წარმომადგენელი. მიჰრანიდები ყოფილან სპარსეთის შაჰების, სასანიდების ნათესავები. ბარზაბოდს დიდი ავტორიტეტი ჰქონია სპარსეთში.  ცეცხლთაყვანისმცემელი იყო და მტრობდა ქრისტიანებს.
ვერ ახერხებდა ბარზაბოდი წინ აღდგომოდა არჩილს და მირდატს. გაამაგრა ციხეები და ქალაქები, რათა ქართველების თავდასხმებისგან დაეცვა თავი. ქართველების ლაშქრობების დროს რანში, სადაც კი შეებრძოლებოდნენ ჩვენი წინაპრების ჯარის ნაწილებს, რანის მრბეველებს, ყოველთვის მარცხდებოდნენ სპარსები. ქართულმა ნაწილებმა დიდი ზიანი მიაყენეს სპარსულ გარნიზონებს.
მარზპან ბარზაბოდს ჰყავდა ასული, სახელად საგდუხტი, რომლის სილამაზის შესახებაც ლეგენდები ვრცელდებოდა. ჩვენს მეფისწულს უამბეს საგდუხტის გასაოცარი სილამაზის შესახებ. უფლისწულ მირდატს მონათხრობით შეჰყვარებია პრინცესა საგდუხტი, დაუძინებელი მტრის ასული.
უფლისწულ მირდატს უთხოვია მეფე-მამისთვის: „ვევედრები მეფობასა შენსა, მომიყვანე ცოლად ბარზაბოდის ასული, პრინცესა საგდუხტი, ჩამოვაგდოთ ჩვენ შორის მშვიდობა. ქრისტეს წყალობით, მართალია, ახლა ჩვენ ვჯობნით, მაგრამ რანის ციხეები და ქალაქები ვერ დავიკავეთ. შეიძლება, სპარსთა მეფემ გაიმარჯოს აღმოსავლეთში, შემდეგ კი, გაძლიერებული ძალებით წამოვიდეს ჩვენს წინააღმდეგ, მოაოხროს ჩვენი სამეფო და დაანგრიოს ეკლესიები.
მარზპანი ბარზაბოდი დაახლოებულია შაჰთან, მას შეუძლია, მშვიდობა ჩამოაგდოს ჩვენ შორის. ასე შევინარჩუნებთ იბერიას მშვიდობიანად, განვამტკიცებთ ქრისტეს სარწმუნოებას ჩვენს სამშობლოში. ამგვარად, არ დადგებიან ჩვენი მოქალაქეები განსაცდელის წინაშე და სპარსთა მძლავრობის გამო, ქრისტიანობისადმი ეჭვი არ დაისადგურებს მათ გულებში“.
მეფე არჩილს მოეწონა შვილის გადაწყვეტილება. გააგზავნა დესპანი ბარზაბოდთან, სთხოვა მისი ასულის ხელი თავისი მემკვიდრისთვის და შეუთვალა, რომ მათ შორის, ამიერიდან მტრობა მოყვრობით შეიცვლებოდა.
ქართველთაგან შევიწროებულ ბარდავის მმართველს გაუხარდა არჩილ იბერიელის  წინადადების მოსმენა. მშვიდობა ჩამოვარდებოდა, ის განამტკიცებდა რანში თავის ხელისუფლებას, ეს შაჰს მოეწონებოდა. ბარზაბოდი მამა იყო და ზრუნავდა თავის ასულზეც. კარგია, რომ მისი სიძე გახდებოდა ტახტის მემკვიდრე, მომავალი ხელმწიფე. რანის გამგებელი დათანხმდა და მოითხოვა ფიცით განმტკიცებულიყო სამშვიდობო შეთანხმება.
ორივე მხრიდან ფიცით გაფორმდა საქორწინო-პოლიტიკური კავშირი. გამოაგზავნა რანის მარზპანმა თავისი ასული ქართლში და გამოატანა მდიდრული მზითები. იბერიის დედაქალაქ მცხეთაში გაიმართა ქორწილი და მრავალი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ლხინი და დროსტარება.
მეფემ მემკვიდრესა და რძალს უბოძა სამშვილდის საერისთავო. ქალაქ სამშვილდეში დასახლდნენ მირდატი და საგდუხტი. მაშინ სამშვილდე სტრატეგიული და ძალიან მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი იყო.
იმ დროს კათალიკოსობა ჯერ არ იყო დადგენილი ჩვენს სამშობლოში. არჩილ პირველის მეფობის დროს იბერიაში რამდენიმე მთავარეპისკოპოსი გარდაიცვალა. მთავარეპისკოპოს ბასილ პირველის გარდაცვალების შემდგომ, არჩილ მეფემ მთავარეპისკოპოსის ტახტი უბოძა ვინმე მობიდანს. მობიდანი წარმოშობით სპარსი ყოფილა. თავს იკატუნებდა, ვითომ მართლმადიდებელი იყო. სინამდვილეში ყოფილა შეფარული მოგვი და მართლმადიდებლური წესების ამრევი, – როგორც წერს ჩვენი მემატიანე ჯუანშერი. დღეისთვის გარკვეულია, რომ მობიდანი ყოფილა მანიქეიზმის ერესის მიმდევარი. მეფე არჩილმა და მისმა ვაჟმა ვერ შეამჩნიეს მობიდანის უსჯულოება, პირიქით, ძალიან მორწმუნე ეგონათ. რა თქმა უნდა, მეფისა და ხალხის შიშით, მობიდანი ვერ ბედავდა თავისი ნამდვილი რწმენის გაცხადებას. თუმცა, ფარულად წერდა მაცდურ წიგნებს, რომელიც დაწვა შემდეგმა მთავარეპისკოპოსმა მიქაელმა, რომელიც მერე განიკვეთა  ვახტანგ მეფის შეურაცხყოფისთვის.
მთელი სიცოცხლე ქრისტეს მსახურებაში გაატარა არჩილ პირველმა. მან გაამრავლა ქართლში მღვდლები, დიაკვნები და ეკლესიის სხვა მსახურები. დიდად მორწმუნე მეფე გარდაიცვალა 434 წელს. იბერიის ტახტზე ავიდა არჩილის ძე - მირდატ მეშვიდე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მირდატიც (მითრიდატე) მამასავით ძალიან მორწმუნე მეფე გახლდათ.
скачать dle 11.3