კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: მეგობარმა მითხრა, რომ ყინულის ნატეხებით სახის დამუშავებას არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს. თუმცა ვერ მითხრა, რომელი მცენარეებისგან, ხილისა  თუ ბოსტნეულისგან უნდა გავაკეთო. იქნებ დამეხმაროთ?
პასუხი:
დიახ, არაჩვეულებრივი მატონიზებელი და დამატენიანებელი ეფექტი აქვს ყინულის ნატეხით კანის გაწმენდას. უმჯობესია, ყინული გვირილის, ქრისტესისხლას ან პიტნის ნაყენისა იყოს. სახე გაიწმინდეთ ხაზების გასწვრივ, წრიული მოძრაობით. დაღლილი სახის გამოსაცოცხლებლად წაისვით ჯერ ლიმონის ნაჭერი - მჟავა გარქოვანებული ნაწილაკების მოშორებას უწყობს ხელს, მერე კი ყინულის ნატეხი. შეგიძლიათ, 1 ლიმონის წვენი აურიოთ 1/2 ჭიქა მდუღარე წყალში და გაყინოთ. ასეთი ყინული კანს გაამკვრივებს და სისხლის მიმოქცევას გაააქტიურებს. გაყინული მწვანე ჩაის ნაყენი და ყურძნის ახალგამოწურული წვენი ებრძვის ცელულიტს და მატებს ტონუსს. თითო სადილის კოვზი გვირილისა და ცაცხვის ყვავილების 1/2 ჭიქა წყალზე მომზადებულ ნაყენს, დაამატეთ ცოტაოდენი თაფლი და გაყინეთ. ასეთი ყინული კვებავს კანს და აქრობს ანთებას. სვიის, პიტნისა და ბარამბოს ნაყენის ყინული კანის გაღიზიანებას აცხრობს. ზოგადად, ნებისმიერი ხილისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენის ყინული კანს წმენდს და ვიტამინებით კვებავს.
კითხვა: მაქვს გამონაყარი ზურგზე და სახლის პირობებში თუ არის შესაძლებელი მისი მკურნალობა ხალხური საშუალებებით?
პასუხი
: 50 გრამ მრავალძარღვას ფესვს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, ადუღეთ 20 წუთი, გადმოდგით ქურიდან და გააჩერეთ ნახევარი საათი. 12-14 დღის განმავლობაში მიიღეთ ამ ნახარშის აბაზანა - ზურგზე გამონაყარი საგრძნობლად შემცირდება. ასევე,  ლიმონის წვენი შეურიეთ სპირტს 1:1 თანაფარდობით და მუწუკების საწინააღმდეგო შესანიშნავ შინაურ ლოსიონს მიიღებთ. ეს ხსნარი წაისვით კანზე, გაიჩერეთ 1 საათი და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. კარგია საფუარიც. აიღეთ 1 სადილის კოვზი საფუარი, გახსენით მდუღარე წყალში არაჟნის კონსისტენციამდე. შეიძლება, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენის დამატება. წაისვით კანის დაზიანებულ უბნებზე, რომ გაშრება, ჩამოიბანეთ. ეს შეამცირებს მუწუკების რაოდენობას. აუცილებელია ამ პროცედურების შემდეგ, ანტიბაქტერიული მალამოების წასმა.
скачать dle 11.3