კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (51)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№51 რატომ შეიქმნა საერთაშორისო პიონერული ბანაკები ლავრენტი ბერიას მითითებით

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

საბჭოთა კავშირში სტალინის შემდეგ, ლავრენტი ბერია ყველაზე პრაგმატული, პრაქტიკული პოლიტიკური ფიგურა გახლდათ და თავის მოქმედებებს ყოველთვის ოთხი-ხუთი სვლით წინ თვლიდა. გენერალი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, დიმიტრი ვოლკოგონოვი ასე ახასიათებს ბერიას: „არ გამოვრიცხავ და ამ საკითხზე ისტორიკოსებს ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, რომ ლავრენტი ბერია თვით სტალინზე მეტად წინმჭვრეტელი პოლიტიკური მოთამაშე გახლდათ და სვლების გათვლის უნარი ბელადზე უკეთ ჰქონდა განვითარებული. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ბერიას თავისი სახელმწიფო-პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში შეცდომა არ დაუშვია და უზადოდ გაიარა გზა კრემლის პოლიტიკური ოლიმპისკენ. ხოლო ის ერთადერთი შეცდომა, რომ ბერიამ ხრუშჩოვსა და შეთქმულთა კომპანიაში თავისი მტრები ვერ ამოიცნო, მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. არადა, ყველა ერთად აღებული შეთქმული, ბერიას მეათედიც კი არ ყოფილა და 1953 წლის ზაფხულში, ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა ბერიასთვის, ისტორიულ უსამართლობად მიმაჩნია. ამ მოვლენამ თავისი დასასრული 40 წლის შემდეგ ჰპოვა, როცა საბჭოეთის მზე ჩაესვენა და ეს უზარმაზარი, უძლიერესი ქვეყანა დაიშალა. რომ არა ბერიას ვერაგული მკვლელობა, ეს ადამიანი სულ სხვა გზით წაიყვანდა ქვეყანას და განახლებულ, ბევრად უფრო ძლიერ და მონოლითურ ქვეყანას ჩააბარებდა მემკვიდრეებს“.
რუსი გენერლის სიტყვები რიტორიკაა, რომელსაც ისტორია ვერასდროს გასცემს სწორ პასუხს და ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. სავარაუდოდ კი, ვოლკოგონოვი, ალბათ, მართალია, როცა ამბობს, ბერია უფრო გააძლიერებდა საბჭოეთსო. ამაზე ის განსაიდუმლოებული საარქივო მასალებიც მეტყველებს, რომლებამდეც სულ ახლახან მიუშვეს ისტორიკოს-მკვლევრები. მათი მიხედვით, მარშალ ბერიას პოსტსტალინური საბჭოთა განვითარების გრანდიოზული გეგმები ჰქონდა და ამ გეგმების განსახორციელებელ საშუალებებსაც ფლობდა. მის ხელში იყო უშიშროების მძლავრი სტრუქტურა, შეუზღუდავი ფინანსები და უმდიდრესი პოლიტიკური გამოცდილება, რაც მის გონებასთან ერთად, ძლევამოსილად აქცევდა მას დედამიწაზე. ბერიას, უზარმაზარ შიდა რესურსთან ერთად, არანაკლები გარე რესურსი, ანუ – პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდა უცხოეთიდან. ამის თადარიგი კი, პრაგმატულმა და პრაქტიკულმა ლავრენტი პავლივიჩმა ჯერ კიდევ ოცდაათიანი წლების მიწურულს დაიჭირა. დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „ვაანალიზებ რა ბერიას ბიოგრაფიას, მის მიერ განვლილ გზას, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ მას კარგა ხნით ადრე ჰქონდა განზრახული კრემლის უმაღლესი იერარქის ადგილის დაკავება და საამისოდ, ყველაფერს აკეთებდა. ის, რასაც სხვები ვერც კი გაიფიქრებდნენ და შეიძლება, თავად სტალინსაც კი ვერ მოეტვინა, ათეული წლებით ადრე, ბერია უკვე ახორციელებდა. ხატოვნად რომ ვთქვათ, ადრევე რგავდა იმ ხეს, რომლის ნაყოფსაც გვიან მოწყვეტდა. მე მხედველობაში მაქვს, უშუალოდ ბერიას მიერ ორგანიზებული საერთაშორისო პიონერული ბანაკები, სადაც უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ბავშვები ისვენებდნენ და საუცხოო დროს ატარებდნენ. ჯერ კიდევ საქართველოს „ჩეკას“ უფროსობისას, ლავრენტი ბერიას ინიციატივით ბორჯომში, ბაკურიანში, ბათუმსა და სოხუმში შეიქმნა საუცხოო პიონერული საერთაშორისო ბანაკები, სადაც საბჭოთა ბავშვებთან ერთად, უცხოეთიდან ჩამოსული მოზარდებიც ისვენებდნენ. ამ ღონისძიების მთელი ეშმაკობა ის გახლდათ, რომ „ჩეკას“ ეგიდით შექმნილ პიონერთა ბანაკებში გამოცდილი ჩეკისტი პედაგოგები მუშაობდნენ. ისინი საგანგებოდ არჩევდნენ მოზარდ უცხოელ ბავშვებს და წინასწარ „ვერბოვკას“ (გადმობირება) უტარებდნენ. მათი გადმობირების პროცესი, ბავშვების სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც გრძელდებოდა, რასაც უცხოეთში მომუშავე საბჭოთა აგენტები ახორციელებდნენ. როცა გადაბირებულ და იდეოლოგიურად „გამოწრთობილი“ ბავშვი ცხოვრების დიდ გზაზე გადიოდა, საბჭოთა დაზვერვა მას კარიერულ წინსვლაში ყველანაირად ეხმარებოდა. უმეტესი მათგანი საკმაოდ მაღალ მდგომარეობას აღწევდა და ასე „მიიღებოდა“ საბჭოეთისადმი ლოიალური „პროდუქტი“, რომლის „რეალიზებაც“ წლების მერე წარმატებით ხორციელდებოდა. ბერიას ეს სისტემა უზადოდ ჰქონდა ჩამოყალიბებული. სტალინი რომ გარდაიცვალა, ევროპის ყველა ქვეყანაში მოიძებნებოდა ისეთი ახალგაზრდა, პერსპექტიული მაღალჩინოსანი, რომელიც მოსკოვიდან წამოსულ ბრძანებას შეასრულებდა. ასეთი ბრძანების გაცემა კი ერთადერთ ადამიანს – ლავრენტი ბერიას შეეძლო“.
1956 წელს, ესპანეთის კონტრდაზვერვამ პარლამენტის დეპუტატი – ხოსე მარტინესი საბჭოეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილა და ფრანკოს რეჟიმმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. თუმცა, შემდეგ, სიკვდილი ხანგრძლივი პატიმრობით შეუცვალეს. როგორც იმ პერიოდის პრესაში დაიწერა, ჯაშუში დეპუტატი ბავშვობაში საბჭოურ პიონერულ ბანაკში ისვენებდა და იქ გადაიბირეს. შემდეგ კი ესპანეთში, პოლიტიკური კარიერა გააკეთებინეს და ბერიას პირადი აგენტი გახდა. ძალიან საინტერესო ვერსიას გამოთქვამდა პოლონელი მკვლევარი ლეხ სტაშინოვსკი ამ ფაქტზე, რომელიც უშუალოდ ბერიას ეხებოდა. ის წერდა: „გაშიფრული მარტინესი მხოლოდ ერთი მათგანი იყო ბერიას ეგრეთ წოდებულ პირად აგენტთაგან და საბჭოთა მარშალს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჰყავდა ორი-სამი ასეთი ინფორმატორი. მარტინესი ფრანკოს რისხვისგან საერთაშორისო-პოლიტიკურმა ცენტრმა იხსნა. ამავე ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მსახური გახლდათ თავად ბერიაც და მათ მითითებებს ასრულებდა. მათივე ხელშეწყობით გაიკეთა თავბრუდამხვევი კარიერა და სავარაუდოდ, ამ ცენტრის ბირთვი შოკირებული იყო, როცა უმართავმა რუსმა ბოლშევიკებმა, ხრუშჩოვის მეთაურობით, ყოვლად მოულოდნელად გააქრეს ბერია და მათ მნიშვნელოვანი გეგმები ჩაუშალეს...“
თუკი პოლონელი პუბლიცისტის ვერსიას დავუჯერებთ, გამოდის, რომ ბერიას აღზევება რაღაც მითიური საერთაშორისო-პოლიტიკური ცენტრის დამსახურება იყო, რაც მაინცდამაინც ვერაა დამაჯერებელი. თუმცა, ბერიას პროცესის წინასწარი ბრალდებების მასალებში ამგვარი ბრალდება ფიგურირებდა, რომელიც გამომძიებელმა ვოლოხოვმა „ჩეკას“ პოლკოვნიკ მაქსიმ ანტონოვისგან მოიპოვა. სულ მალე, ეს ბრალდება საქმის მასალებიდან გაქრა. გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპნენ ვოლოხოვი და ანტონოვი. მოგვიანებით კი, ასევე იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალნენ – სტაშინოვსკი და მარტინესი, რომელიც ციხეში მოიწამლა...
გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების მიწურულს, გავარდა ხმა, რომ თითქოს ბერია არც მოუკლავთ, არც გაუსამართლებიათ და რომ ის სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ფარულად ცხოვრობდა.
რამდენად რეალურია ბერიას მითიური გადარჩენა, რთული სათქმელია. მაგრამ, თუ ეს ასეა, მაშინ ეს საქმე მითიური საერთაშორისო-პოლიტიკური ცენტრის ნამოქმედარია.
скачать dle 11.3