კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 საოცარი მკურნალი, რომელიც ყველა ოჯახშია

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


მინერალური მარილებიდან კარტოფილში ჭარბობს კალიუმისა და ფოსფორის შემცველი ნაერთები. მიკრო და მაკროელემენტებიდან აღსანიშნავია: რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ნიკელი, კობალტი, იოდი, მანგანუმი. კარტოფილის ქიმიური შედგენილობა გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში გაიშიფრა, თუმცა მისი სასარგებლო თვისებები ადამიანმა გაცილებით ადრე შეამჩნია. დღეისთვის ცნობილია, რომ კარტოფილი შეიცავს კაროტინს, ორგანულ მჟავებს (ლიმონისას, ვაშლისას და სხვა), ვიტამინებს. ბევრს ჰგონია, რომ ის მხოლოდ ნახშირწყლების წყაროა. სინამდვილეში კარტოფილი მდიდარია C, B1, B2, B6, B9, PP, K, D ვიტამინებით.
კარტოფილის ცილები, პრაქტიკულად, ყველა ამინომჟავას შეიცავს, რომელიც მცენარეებში გვხვდება, მათ შორის, შეუცვლელებს. დღე-ღამის ნორმა – 300 გრამი კარტოფილი, ორგანიზმს, ნახშირწყლებით, კალიუმითა და ფოსფორით უზრუნველყოფს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა კარტოფილის წვენში. სასურველია, მიიღოთ დღეში 1 ჭიქა კარტოფილის წვენი, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. ნაყოფის წვენი – ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაც გახლავთ. მას ასევე, ართრიტის მკურნალობის დროსაც იყენებენ. კარტოფილის წვენი არაჩვეულებრივია გულისთვის, რადგან სისხლში ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს.
ტუბერკულოზით დაავადებულებისთვის რეკომენდებულია კარტოფილით კვება. სასარგებლოდ მიიჩნევა ეს ბოსტნეული შარდკენჭოვანი დაავადების დროსაც, მის თხელ ანათალს კი, დამწვარ კანზე აფენდნენ ტკივილის დასაამებლად. კარტოფილის სახამებელს სამედიცინო პრაქტიკაში კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს იყენებენ, როგორც ანთების საწინააღმდეგო და შემომგარსველ საშუალებას. ფარმაცევტულ წარმოებაში ის მრავალი აბისა და ფხვნილის დანამატია, ზოგჯერ – ძირითადი კომპონენტიც.
 კარტოფილი ძალიან უხდება ზედა სასუნთქი გზების კატარს. მოხარშული კარტოფილის ორთქლის ინჰალაცია სასარგებლოა მშრალი ხველის დროს. უმი კარტოფილის საფენები რეკომენდებულია არა მხოლოდ ეგზემის (კანის ანთებითი არაგადამდები დაავადება), არამედ თავის ტკივილის დროსაც. მას რთავენ გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის მკურნალობაში. მომატებული მჟავიანობითა და გულძმარვით შეწუხებულ ავადმყოფებს ურჩევენ, დღეში ორჯერ, ჭამის წინ, 50-150 გრამი კარტოფილის წვენი მიიღონ. უმი კარტოფილის სანთლები წარმატებით გამოიყენება ბუასილის სამკურნალოდ. მოხარშული კარტოფილის დიეტას უნიშნავენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ჰიპერტონიული დაავადების დროს. კალიუმის უხვი შემცველობის გამო, კარტოფილი ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას.
გულძმარვასა და გასტრიტს შემდეგი ციკლით კურნავენ: 10 დღე სვამენ კარტოფილის წვენს, ხოლო 10 დღე ისვენებენ. 10 დღის განმავლობაში, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, უნდა დალიოთ ერთი ჭიქა ახალგამოწურული კარტოფილის წვენი.
კარტოფილის  ახალგამოწურული წვენი კურნავს ეგზემას, დამწვრობას, ტროფიკულ წყლულებს, კოჟრებს, დერმატიტს. წვრილად გახეხილი უმი კარტოფილი შეახვიეთ რამდენიმე ფენა მარლაში და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე. 2 საათის შემდეგ ფრთხილად მოიხსენით. კარტოფილით მკურნალობის დროს მენიუდან გამორიცხეთ ხორცი და თევზი.
კარტოფილის ყიდვისას, ყურადღება, უნდა მიაქციოთ, მის სიმაგრეს, ერთგვაროვნებას, თანაბარ შეფერილობას. მწვანე ნაწილი ნიშნავს, რომ პროდუქტი, შუქზე ინახებოდა და შხამიან ნივთიერებას – სოლანინს  შეიცავს. ამიტომ, ის აუცილებლად უნდა მოიჭრას. იგივე მიზეზით, უნდა მოსცილდეს ყველა დაჭიანებული ხვრელი. კარტოფილი სასარგებლო ნივთიერებებს კანთან ახლოს იგროვებს. შესაბამისად, საჭიროა, რომ ის ან ძალიან თხლად გაიფცქვნას, ან გაფცქვნის ნაცვლად, გაიხეხოს უხეში ჯაგრისით.

რატომ არის მანდარინი აუცილებელი
მანდარინს საოცარი სამკურნალო თვისებები აქვს. მისი ქერქიც კი სასარგებლოა. რბილობი შეიცავს შაქარს, ლიმონმჟავას, ვიტამინებს. მანდარინის წვენი დიეტური და სამკურნალო სასმელია – ზამთარში ზრდის სხეულის წინააღმდეგობას სხვადასხვა დაავადებაზე. ამ ხილს შეუძლია მადის მომატება და  ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისა და ავადმყოფი ადამიანებისთვის. მანდარინის ნაყოფი, როგორც დიეტური პროდუქტი, ზამთრის პერიოდში ორგანიზმს ვიტამინებით გააჯერებს.
მაღალი ტემპერატურის დროს მანდარინი კლავს წყურვილის გრძნობას. მანდარინს იყენებენ ასთმისა და ბრონქიტების სამკურნალოდ. არის
მატონიზირებელი, ზემო სასუნთქი გზების სამკურნალო საშუალება.
მანდარინის კანი შედის სამკურნალო მცენარეთა ნარევებში, რომელსაც იყენებენ მადისა და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი, მწარე ნაყენების დასამზადებლად. მიიღება 10-20 წვეთის ოდენობით, კვებამდე 15-30 წუთით ადრე.  მადის სტიმულაციისათვის რეკომენდებულია მანდარინის გამხმარი კანისგან დამზადებული ნაყენის მიღება იგივე დოზით.
მანდარინი დიდი რაოდენობით შეიცავს ფენოლიკურ ამინომჟავას, რომელსაც ეწოდება სინეფრინი. ეს კარგად ცნობილი შეშუპებისა და შეგუბების საწინააღმდეგო საშუალებაა. ლორწოსგან ფილტვების გასათავისუფლებლად რეკომენდებულია, ყოველ დილას ერთი ჭიქა მანდარინის წვენის დალევა. მანადარინის წვენი გამოიყენება გარეგანი რძიანას დროს. მანდარინის წვენი და ნაყოფი ეფექტურია დიზენტერიის დროსაც.
ბრონქიტებისა და ტრაქეიტების დროს ხველას არბილებს და ხელს უწყობს ამოხველებას მანდარინის გამხმარი კანის ნაყენი და ნახარში წყალზე (1:10); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას, რომლებიც მიმდინარეობს ფაღარათით, ძალიან სასარგებლოა ცოცხალი მანდარინი და მისი ახალგამოწურული წვენი. დიაბეტის დროს მანდარინის ქერქის ნახარში ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.
მანდარინის ახლად გამოწურული წვენი ზოგიერთი სახის სოკოთი დაზიანებული კანისა და ფრჩხილების სამკურნალოდ გამოიყენება. საჭიროა მრავალჯერადად შეიზილოთ დაზიანებულ ნაწილში მანდარინის ნაყოფისა და კანისგან მიღებული წვენი.
დიდი რაოდენობით მანდარინის წვენი ჰელმინთების (ჭიების) წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებაცაა. მანდარინს აქვს სურავანდის საწინააღმდეგო მოქმედება, მადის აღმძვრელია და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
დიაბეტის დროს მანდარინის კანის ნახარში ხელს უწყობს სისხლში შაქრის რაოდენობის დაქვეითებას. ამ მიზნით საჭიროა 3 ცალი ნაყოფის კანი ადუღოთ 1 ლიტრ წყალში, 10 წუთის განმავლობაში. ნახარში უნდა შეინახოთ მაცივარში გაუწურავად და მიიღოთ ყოველდღიურად. კლიმაქტერული პერიოდის ჭარბი სისხლდენების დროს მანდარინს იყენებენ, როგორც სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებას.
მიუხედავად სამკურნალო თვისებებისა, მანდარინს შეუძლია ავნოს ადამიანს. ის აღიზიანებს თირკმელებს და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს. ამიტომ, არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს, ენტერიტების, კოლიტების, ნაწლავების ანთებითი დაავადებებისას, ასევე, ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და მწვავე ნეფრიტის შემთხვევაში.


გაციების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებები

გრიპოზულ მდგომარეობაში თავის ტკივილისას ძალიან კარგია ლიმონის ქერქის შიდა ნაწილი. მისი საშუალებით საფეთქლებსა და წარბებს შუა ადგილის დაზელვა მოხსნის თავის ტკივილს.
ყელის ტკივილისას ეფექტური საშუალებაა გვირილის ჩაი. ის ხსნის მუცლის შებერვასაც, ფაღარათისგან გამოწვეულ დისკომფორტსაც და ამშვიდებს კიდეც.
მიხაკი და დარიჩინი მდიდარია ძლიერი ანტიოქსიდანტებით, რაც ძალიან აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას. სპეციალისტები გვირჩევენ, გრიპთან საბრძოლველად მივიღოთ თითო ჩაის კოვზი დარიჩინი ან მიხაკი; მაგალითად, მოაყარეთ ცოტა დარიჩინი შვრიის ფაფას.
კომბოსტოს წვენი, არეული თაფლთან (თანაბარი რაოდენობით) რეკომენდებულია ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესის დროს. ძლიერი ხველისა და ხმის დაკარგვის შემთხვევაში, ავადმყოფს უნიშნავენ, კომბოსტოს წვენი  მიიღოს ჩაის კოვზით 5-6-ჯერ დღეში.
ყელის ტკივილის დროს სასარგებლოა ლიმონი ცოცხალი სახით. ის უნდა გაწუწნოთ დღეში რამდენჯერმე და დარჩენილი მასა უკან გადმოაფურთხოთ. ასევე, შეგიძლიათ, გვირილისა და კალენდულას ერთობლივი ნაყენი გამოივლოთ ყელში ყოველი ჭამის შემდეგ. გამოვლებიდან ნახევარი საათის განმავლობაში, არ უნდა მიიღოთ არც სითხე და არც საკვები.
ერთი ცალი ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპში, შეურიეთ 40 გრამი ზეითუნის ზეთი და ერთი სადილის კოვზი თაფლი. ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და შეიზილეთ ნესტოებში დილა-საღამოს. ზეთი თავდახურული ჭურჭლით მოათავსეთ მაცივარში. დიდხანს ინახება და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენებთ.
მაღალ ტემპერატურაზე: ორსულობისას ან მოხუცებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, შეუძლიათ, მონაცვლეობით ცივ და ცხელ წყალში (ტემპერატურა ფეხს რომ ესიამოვნოს) ჩადგან ფეხები და ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორონ. კარგია, ბავშვებს ძმრით (უმჯობესია, ვაშლის ძმარი) დაუზილოთ ის ადგილები, სადაც გადის ვენური სისტემა. მაგალითად: სახსრების, იღლიის, კისრის არე, ფეხისა და ხელის გულების. ძმრის მსგავსად ორგანიზმიდან ტემპერატურის გამოსაყვანად გამოიყენება კომბოსტოს ფოთლები და ისიც იგივე მეთოდით.
ხველისას კომბოსტოს ფოთლებს უნდა წაუსვათ ნატურალური თაფლი და მიიკრათ გულ-მკერდზე, ყელის ჩაღრმავებიდან, დაახლოებით 1 მტკაველის მანძილზე. როგორც კი კომბოსტო დაჭკნება, თაფლიც შეიწოვება ორგანიზმში. კარგია, თუ ამ პროცედურას დაწოლამდე ჩაიტარებთ, მაგრამ თუ ძლიერი ხველაა, შეგიძლიათ, დღეში ორჯერაც გაიმეოროთ. ძველი ხალხური მეთოდით, ხველისას საუკეთესო საშუალებაა კომშის გულის ნახარში და მისი კომპოტის მიღება.
გრიპის დროს, თვალებიდან ცრემლდენისას, შესაძლებელია თვალის გამორეცხვა კალენდულას ან გვირილის ნაყენით. ძალზე ეფექტურია ნივრის ინჰალაცია. დაჭყლიტეთ 3-4 კბილი ნიორი, წაუსვით ორ-სამ ფენა ბინტზე და ისუნთქეთ მისი არომატი, 5 წუთის განმავლობაში. ჩაისუნთქეთ არა პირით, არამედ ცხვირით. რამდენიმე პროცედურის შემდეგ, სურდო მოგშორდებათ, აღარც ანგინა შეგაწუხებთ და არც ბრონქიტი.
ვირუსის გასვლის შემდეგ, იმუნიტეტის გაუმჯობესების მიზნით, უნდა მიიღოთ ფუტკრის რძე დღეში ერთხელ, ენაზე დაწვეთებით – 1-2 წვეთი, ასაკის მიხედვით. ფუტკრის მტვერი კი მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე. ასევე, კარგია, ვაზის ცრემლი, რომელიც გაზაფხულის პერიოდში, ვაზის გასხვლის დროს შეგიძლიათ, შეაგროვოთ. ის დღეში ორჯერ ენაზე უნდა დაიწვეთოთ და აღადგენს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. იმავდროულად, აძლიერებს იმუნიტეტს. სითხე ინახება მაცივარში.
ახლად გამოწურულ სტაფილოს წვენს დაასხით თანაბარი რაოდენობის მდუღარე წყალი. ჩაიწვეთეთ თითოუელ ნესტოში 3-3 წვეთი, დღეში 4-5-ჯერ.
საჭიროა: 1/4 ჭიქა გახეხილი ნედლი ჯანჯაფილი, 1/4 ჭიქა ახალდაჭრილი ხახვი, 1/4 ჭიქა ნედლი როზმარინის დაჩეჩქვილი ფოთლები, 1/4 ჭიქა სალბის ფოთლები, 1/4 ჭიქა გახეხილი პირშუშხას ფესვი, 4 კბილი ნიორი, 2 სადილის კოვზი დაფქული წითელი წიწაკა, ვაშლის ძმარი. ყველა კომპონენტი გადაიტანეთ ნახევარლიტრიან მინის ქილაში და დაასხით ძმარი, ისე რომ ქილის გავსებას 5 სანტიმეტრი დააკლდეს. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 2-3 კვირა ბნელ ადგილას. ქილა ყოველდღე შეანჯღრიეთ. ბოლოს გაწურეთ. ნაყენი ოდნავ გაათბეთ და ჩაამატეთ 1/4 ჭიქა თაფლი. კარგად გახსენით. მიღებული ნაყენი გამოიყენეთ საჭიროებისამებრ. ჩვეულებრივ, მიიღება 2 სადილის კოვზი, გახსნილი 1 ჭიქა თბილ წყალში, დღეში რამდენჯერმე. ჯანჯაფილი და წიწაკა ორგანიზმს ათბობს, ხახვი, პირშუშხა და ნიორი ვირუსებისა და მიკრობების მტერია. სალბი და როზმარინი სურდოს უმკლავდება, ვაშლის ძმარი კი მინერალებს შეიცავს. მისი მომზადება უმჯობესია წინასწარ, სანამ გაციებისა და გრიპის სეზონი პიკს მიაღწევს. ნაყენს 2-3 კვირა სჭირდება.  
თუ უკვე გაციებული ხართ, გამოიყენეთ სანელებლები ოფლის მოსადენად: შეურიეთ ერთმანეთს ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი და ქინძი, 1/4 ჩაის კოვზი ჯანჯაფილი, დააყენეთ ჩაის სახით და დალიეთ ცხელი. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ოთახის ტემპერატურის ერთ ჩაის ჭიქა წყალში გახსენით 2 ჩაის კოვზი თაფლი, 3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და გამოივლეთ პირის ღრუში.  ერთ ჭიქა წყალში გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი ზღვის მარილი და 3 წვეთი 5-პროცენტიანი იოდის ნაყენი. გამოივლეთ ცხვირსა და პირის ღრუში.скачать dle 11.3