კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2019 (105)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)

№51 რატომ არ დადიან ხშირად ზოგიერთ მორწმუნეთა გამო სხვა ადამიანები ეკლესიაში და რატომ არქმევენ ისინი ყველა საქმეს ეკლესიურობას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 თუ გვინდა, რომ ჩვენი ეკლესიურობა ნაყოფიერი იყოს და სხვამ დაინახოს, რომ ჩვენით იდიდება ღმერთი, პირადი ქმედებითა და ლოცვით უნდა მოვაქციოთ სხვები. ჩვენ, პირიქით, არასწორ სწავლებებს მივყვებით, განსაკუთრებით კი, ახალი წლის წინა პერიოდში და დახმარებას სხვადასხვა ცხოველს თუ ფრინველს ვთხოვთ. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება მამა გიორგი თევდორაშვილი, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი:


– როდესაც ვამბობთ, რომ მოქცეულები ვართ, გვინდა, ჩვენი ახლობელი, ოჯახის წევრი მოვიყვანოთ ეკლესიაში და ვწუხვართ, გული გვწყდება იმაზე, რომ ვერ მოვაქციეთ, ვერ მოვიყვანეთ ტაძარში, ამ დროს ძალიან მწარედ ვცდებით. ჩვენ ეკლესიაში საკუთარმა თავმა კი არ მოგვიყვანა ან სხვა ადამიანმა, არამედ სულიწმიდის მადლმა. შეიძლება, მან, ვისი ეკლესიაში მოყვანაც გინდათ, თქვენში ვერ დაინახოს ეკლეისიური ცხოვრება. ხანდახან მათ ჩვენივე საქციელით ვაბრკოლებთ და აღარ მოდიან ეკლესიაში. ხშირად უფალს ჩვენთვის კარგი უნდა, მაგრამ ჩვენი უგუნური ქმედებით ვუკეტავთ მას გზას. ადამიანური აზროვნებით, ქმედებით, შეგონებებით – ადამიანურში ვგულისმობ ხორციელსა და მატერილურს, ვაბრკოლებთ ჩვენი ოჯახის წევრებს. რაც უნდა უფალს, ის უნდა ვიყოთ უფლის თვალში და არა ის, რაც ჩვენ გვინდა, რომ უფალი იყოს ჩვენთვის. ეკლესიურობა კი არ გვესმის ისე, როგორც არის, არამედ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ბუნებრივია, 21-ე საუკუნის ადამიანს იგივე ქრისტიანულ ცხოვრებას ვერ მოსთხოვ, როგორიც იყო პირველ და მეორე საუკუნეებში, მაგრამ არც ისე უნდა გახდეს საქმე, რომ ჩვენ ქრისტინობის ანარეკლი დაგვჩეს.
– ლუკას სახარებაში მაცხოვარი ბრძანებს, როცა მოვა ძე კაცისა, პოვებს კი დედამიწაზე რწმენასო.
– მართალია. ეკლესიური ცხოვრება ნიშნავს, რომ ჩვენ სრულიად დავემორჩილეთ უფალს. მხოლოდ ერთი საათით ვართ ქრისტიანები და მერე ისე ვცხოვობთ, როგორც გვინდა. ხშირად ადამიანი საკუთარი ნებით, ეშმაკის შთაგონებით ცხოვრობს. ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც უნდა და ამ დროს ამ ყველაფერს არქმევს ეკლესიურობას, რომ ყველაფერი უფლის ნებით მოხდა. ძალინ ხშირად ახსენებს ეკლესიას, უფალს, არადა შორს არის ყოველგვარი საუფლოსგან, ეკლესიურისგან. ერთმა მოძღვარმა იქადაგა იმ ადამიანებზე, რომლებიც არ დადიან ეკლესიაში. შეიძლება, ეს ხალხი იმიტომ არ მოჰყავს ღმერთს ეკლესიაში, რომ თქვენ არ დააბრკოლოთ ისინი, ვისაც ეკლესიურები გქვიათო. დღეს, შეიძლება, ბევრმა ქრისტიანმა, ეკლესიის ერთგულმა მრევლმა, არ იცის სიტყვა „მრევლის” მნიშვნელობა – რას ნიშნავს იყო ეკლესიის მრევლი, როდიდან ხდება ადამიანი ეკლესიის მრევლი, რის კეთება ევალება მას. არის მრევლი, რომელიც პასიურად იწოდება, არის ასევე, აქტიური მრევლი, რომელიც მოძღვრის ლოცვა-კურთხევას აქტიურად ასრულებს, ცხოვრობს ეკლესიური წეს-განგებულებით, იცავს კალენდრულ მარხვებს, სისტემატურად ამბობს აღსარებას და არის ეკლესიის  ერთგული შვილი. თუმცა, ვინ როგორი მრევლია, ეს კარგად იცის უფალმა და მერე მოძღვარმა. მოძღვარი მრევლთან პირად ურთიერთობაში თუ საერთო ქადაგების დროს, ყოველთვის მრევლის აღზრდა-დარიგებაზე ზრუნავს. ყველა ადამიანმა, რომელიც მოისმენს საკვირაო თუ სადღესასწაულო ქადაგებას, ის უნდა მიიღოს საკუთარ სწავლებად, დაემორჩილოს და აღასრულოს. ძალიან ბევრს აინტერესებს, როგორი ადამიანია, როგორი ქრისტიანია, როგორი მრევლთაგანია. მათ ყოველთვის უნდა გაიხსენონ პავლე მოციქულის სიტყვები: თუ გინდათ, რომ სულის ცხონება მოიპოვოთ და გერქვათ ქრისტიანები, მაშინ სხვისი ტვირთი, პრობლემები, ჭირ-ვარამი უნდა გაიზიაროთ. როდესაც ადამიანი ეკლესიიდან გადის, მას ავიწყდება, ვის გვერდით იდგა, ვისთან ერთად ლოცულობდა. ვისაც ჰქვია დღეს მრევლი, მას ისეთი საუბარი უნდა ჰქონდეს, ქმედებები, ისეთი მოწყალე და კეთილი უნდა იყოს, რომ მრავალმა წარმართმა, სხვა სარწმუნოების ადამიანმა დაინახოს ეს სიყვარული და მათაც გაუჩნდეთ სურვილი, გახდნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები. უფრო კარგად რომ გაიგო, რა არის და ვინ არის მრევლი, თავად უნდა გახდე მრევლი. ტაძარში ახალმოსულმა ადამიანმა უნდა დაინახოს მრევლის ერთობა, სიყვარული. დღეს ადამიანი ეკლესიაში მოდის გაყინული, ცივი და ის მრევლთან ურთიერთობამ უნდა გაათობოს, გაალღოს, იმიტომ რომ, ღმერთი თბილია, ეშმაკი კი – ცივი. თუ შენც მრევლთაგანი ხარ, მაშინ უნდა იყო თბილი და შენ გარშემო, შენთან ურთიერთობით ძალიან ბევრი ადამიანი უნდა გათბეს. სანამ ადამიანი აღსარებას იტყვის, ქადაგებას მოისმენს, მანამდე მას მრევლის წევრები ყურადღებას უნდა აქცევდნენ, ეფერებოდნენ, ასწავლიდნენ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ძალიან ბევრი კარგი მრევლი დადის ეკლესიაში და მათი ქმედება ოჯახებში, საზოგადოებაში, სამსახურში იწვევს ბევრის მოქცევას – ისინი მოდიან ეკლესიაში და ამბობენ, გვინდა, თქვენი მრევლი გავხდეთო. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენმა ხალხმა ისმინოს, მოექცეს და გახდეს ჩვენი ეკლესიის მრევლი.
– მამაო, თანამედროვე ადამიანებს ნაკლებად უნდათ ჭეშმარიტების შეცნობა, დღემდე დიდ ყურადღებას აქცევენ ცრუ შეხედულებებს, განსაკუთრებით ახალი წლის პერიოდში.  
– ჩვენ მალე ვიზეიმებთ ახალ წელს. ჩინური კალენდრის მიხედვით კი, მომავალი წელი იქნება, რომელიმე ცხოველის, ფრინველის წელი. ამ დროს მართლმადიდებელი სასოებით მიაბრძანებს დამდგარი წელიწადის თილისიმის გამოსახულებას სახლში. მიუდგამს გვერდით ნაძვის ხეს, სადაც შეიძლება, ხატებიც იდოს და სახარებაც. თანაც, ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგად ექნება, თუ ამა თუ იმ ცხოველს ან ფრინველს სასოებასა და პატივს მიაგებს. თუ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ქართველი ხარ, დადიხარ ეკლესიაში, მაშინ რატომ გაინტერესებს, ჩინური კალენდრით რის წელიწადია. ძალიან ბევრი ადამიანი სასოებს ფრინველს თუ ცხოველს და იმედი აქვს, რომ როდესაც მისი წელიწადი დადგება, ბარაქა ექნება სახლში და თუ სათანადოდ მოექცევა მას, იქნება ბედნიერი. ღმერთმა ყველა დაიფაროს, ასეთი სამარცხვინო და მავნებელი რწმენისგან. წელიწადის გვირგვინი ყოველთვის მაცხოვრის მიერ იკურთხება – მაცხოვარი სინაგოგაში შედის, აკურთხებს გვირგვინს წელიწადისას და განაცხადებს, რომ მე ვარ მესია და ასე გამოუცხადებს საკუთარ თავს ებრაელებს. ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ახალი წელი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში დადგება, ფრინველებისა და ცხოველების კი არ უნდა იყოს, არამედ ჩვენი კარგად ყოფნის, ბედნიერების, განსწავლის, უფალთან მიახლოების წელიწადი. ძალიან ბევრი ქრისტიანი, იმის მაგივრად, რომ მარხვა შეინახოს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულს სასოებით შეხვდეს, რაღაც რიტუალებს ასრულებს. შეიძლება, ეს ყველაფერი დიდი ბოროტება არ იყოს, მაგრამ თუ ეს ცრურწმენები ადამიანის ცნობიერებას ჩაითრევს, მის სასოებას, შეხედულებას მიიპყრობს, ჩვენ ძალიან სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. რამდენად გასკვირიც უნდა იყოს, უკვე 21-ე საუკუნეში ვართ და კვლავ ასეთი ცრურწმენების გვჯერა.
საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს აქვს იმის საშუალება, იცოდეს ჭეშმარიტება – ვიყოთ განათლებულები. ძეხორციელი ვერ გამართლდება თავისი უმეცრებით. ზუსტად არცოდნაა დიდი ცოდვა. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ორი ფეხით კოჭლობა – ან ღმერთი უნდა ვადიდოთ, ან თუ ეშმაკია ჭეშმარტი, მას უნდა გაჰყვეს ხალხი.
скачать dle 11.3