კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ეკლესიური სწავლებით, კონკრეტულად რა მოეთხოვება ქრისტიანს მოყვასის მიმართ?
პასუხი:
ეკლესია გამოყოფს შვიდ სათნო საქმეს, რაც ქრისტიანს ევალება მოყვასის მიმართ. ესენია: 1. ჭმევა მშიერთა; 2 სმევა მწყურვალთა; 3 შემოსვა შიშველთა; 4. შეწყნარება უცხოთა; 5. მოკითხვა სნეულთა; 6.  მიხედვა პატიმართა; 7. დაფვლა მიცვალებულთა. ყოველივე ეს, რაც დახმარებას უწევს მოყვასს, მოწყალებათა ხორციელ საქმეებად იწოდება. არსებობს სულიერი დახმარებაც და შვიდმოწყალებათა საქმედ იყოფა: 1. მოქცევა ცოდვილთა; 2. სწავლება უმეცართა; 3. განმართვა დაბრკოლებულთა; 4. ნუგეშისცემა მწუხარეთა; 5 მოთმინებით ატანა უსამართლობისა; 6. მიტევება შემცოდეთა (თანამდებთა); 7. ღმერთთან ვედრება მოყვასთა საცხონებლად.
კითხვა: რა ვუყო გარდაცვლილი ახლობლისგან დანატოვარ ტანსაცმელს, რომელიც არც ისე ვარგისია, რომ მოწყალების სახით გავცეთ და თან, ადგილიც არ გვაქვს შესანახად?
პასუხი:
ასეთი ტანსაცმელი შეგიძლიათ, დაფლათ მიწაში ან შესაფერის ადგილზე დაწვათ. ამით მიცვალებულის ხსოვნას არანაირი ზიანი არ მიადგება.
კითხვა: როდესაც შინ ვლოცულობთ, აუცილებელია თუ არა მიცვალებულთათვის ცალკე სანთელი დავანთოთ?
პასუხი:
თუ ისეთ ლოცვებს წარმოთქვამთ, როგორიცაა „დილის ლოცვები“, სადაც ცოცხლებისა და მიცვალებულებისთვის ერთიანად ვლოცულობთ, არ არის აუცილებელი ცალკე სანთლის დანთება. ერთი სანთელიც საკმარისია.
კითხვა: არის თუ არა ცოდვა მომავალი მეუღლეების ქორწინებამდე ინტიმური კავშირი?
პასუხი
: ქორწინებამდელი ინტიმური კავშირი, რა თქმა უნდა, ცოდვაა. ეს კავშირი იკურთხება ჯვრისწერის საიდუმლოს მესამე ნაწილის ჩატარებისას – გვირგვინის გახსნის შემდეგ ცოლ-ქმარს ეძლევა სარეცლის გაზიარების უფლება.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ერთმა ადამიანმა ზღოს სხვისი ცოდვების გამო?
პასუხი:
სხვისი ცოდვებისთვის ჩვენი პასუხისმგებლობის სიმძიმე განისაზღვრება ამ ცოდვაში ჩვენი მონაწილეობის საზომით. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც ხელს უწყობს საცდურების გავრცელებას. მაგალითად: ვინც ბეჭდავს და ავრცელებს ეროტიკულ მასალას, ნერგავს წარმართულ ჩვეულებებს და ასე შემდეგ. მათ შესახებ მაცხოვარი მკაცრად გვაფრთხილებს: „ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური“ (მათე 18,7).
კითხვა: ჩემი ოჯახის წევრი მიმტკიცებს, რომ ღმერთს არ ვუყვარვარ, არ მეხმარება და ამიტომ, არასდროს მიმართლებსო. ვცდილობ, ავუხსნა, რომ ასე არ არის. რა ვურჩიო?
პასუხი
: ყველაზე დიდი საჩუქარი ღმერთისგან სიცოცხლეა, რაც თქვენს ახლობელს უკვე ებოძა მისგან. როცა ადამიანს არ ჰყოფნის იმის მადლიერება, რომ ის ჯანმრთელი დაიბადა და შეუძლია, საკუთარი ხელით მოიწიოს სარჩო, რა თქმა უნდა, შრომის კეთილი ნაყოფის მიღებაში ხელი შეეშლება. მიმოიხედოს ირგვლივ და ნახოს, რამდენ ადამიანს არ აქვს თვალის ჩინი, რამდენია დავრდომილი და სმენადაკარგული. გამოსავალი ღვთის გმობა კი არ არის, არამედ ის, რომ შეიყვაროს უფალი და რწმენით ევედროს. სახარების სიტყვები: „ითხოვეთ და მოგეცემათ,“ იმას ნიშნავს, რომ, ვინც უფალს რწმენით ევედრება, რასაც ითხოვს, მიიღებს.

скачать dle 11.3