კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 საჭმლის მონელების პრობლემები და სწორი კვების მნიშვნელობა ბავშვებში

ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მიკრობები. ისინი მონაწილეობენ ნახშირწყლოვან, ცილოვან თუ ცხიმოვან ცვლაში, ვიტამინების სინთეზში, იმუნურ რეაქციებში.  მიკრობების  სიუხვით გამოირჩევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტი. ამ ტრაქტის ბინადარი მიკრობების ერთობლიობას   ნაწლავის მიკროფლორას  უწოდებენ. თუ მიკრობებს შორის წონასწორობა დაირღვა, მავნე ბაქტერიები გააქტიურდებიან. ამის მიზეზი კი შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს: სტრესი, გაციება, ვირუსული ინფექცია, ანტიბიოტიკების ხშირი მიღება, კვების ხასიათი, ჰიგიენური წესების დარღვევა.
ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილს  ნაწლავური ფლორის წონასწორობის შენარჩუნებაში დედისგან მიღებული ანტისხეულები ეხმარება.   ხელოვნურ კვებაზე  გადასვლისას  ანტისხეულები აკლდება და ფლორა ირღვევა.  ნაწლავის ნორმალური მიკროფლორისა და ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია სრულფასოვანი  კვება. პატარა საკვებიდან უნდა იღებდეს საჭირო ნივთიერებებს. ამიტომ,  საკვები უნდა იყოს ბალანსირებული.  რაციონი უნდა შეიცავდეს რძის  პროდუქტებს, ხილს, ბოსტნეულს, ხორცს. თუმცა, მათი  მიღება  უნდა მოხდეს თანდათან, ასაკობრივი ნორმის შესაბამისად. გაუმართლებელია დედის რძის მაწვნით ჩანაცვლება. მაწონი იწვევს ეგრეთ წოდებულ დიაპედეზურ სისხლდენას – სისხლის დაკარგვას სისხლძარღვის კედლის მთლიანობის  დაურღვევლად. ამიტომ, მას 6 თვემდე, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნიშნავენ. სწორად და დროულად დანიშნული მაწონი კი სასარგებლო და აუცილებელიცაა – მაწონი ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების  გამრავლებასა და  ჯანმრთელი მიკროფლორის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ეს  კი მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის  ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ერთი წლის  ზემოთ  ასაკის  ბავშვის  რაციონის  მნიშვნელოვან  ნაწილად   კვლავ   რჩება   რძის  პროდუქტები. თუმცა,  ჩვეულებრივი  ძროხის  რძე   ვერ უზრუნველყოფს ბავშვის  ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით. მასში  დიდი რაოდენობითაა ცილა, რომელიც იწვევს   მეტაბოლურ სტრესს – დამატებით დატვირთვას  ბავშვის უმწიფარ თირკმელზე. ძროხის რძეში  შემავალი  ჭარბი კაზეინი ხელს უშლის რკინის შეწოვას. ამასთან, არსებობს ალერგიის  განვითარების რისკი.
მოზრდილ  ასაკში,  როცა  მშობელს ნაკლებად შეუძლია ბავშვის  რაციონის  გაკონტროლება,  ვითარება უფრო რთულდება.  არანაკლებ საყურადღებოა კვების რეჟიმი,  რათა ორგანიზმმა მოასწროს  საკვების გადამუშავება – დაუმუშვებელი საკვების დაგროვება შებერილობას და დისკომფორტს იწევევს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვის უჭმელობის თუ  საჭმლის მონელების დარღვევების დროს, დაუშვებელია, მშობელმა პედიატრის გარეშე მისცეს ბავშვს მედიკამენტი, თუნდაც ვიტამინები.скачать dle 11.3