კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რატომ დაარქვა მალიბუ ტუღუშმა თავის ჯგუფს სექსის ერთ-ერთი პოზის სახელი და რატომ დაეცემა მის გამო მთელ საქართველოს მეხი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მალიბუ ტუღუშის მუსიკალურ კარიერაში ბევრი საინტერესო რამ ხდება. აქტიურად მუშაობს ახალ სიმღერებზე და  გარდა ამისა, თავისი ბენდი ჰყავს, რომელთან ერთადაც, ის ძველ ქართულ სიმღერებსაც გააცოცხლებს და თავის დაწერილსაც გააცნობს საზოგადოებას. მალიბუს პროდიუსერი ვაკო მეგენეიშვილია და ერთად გეგმავენ, როგორც  ევროპაში, ემიგრანტებისთვის კონცერტების ჩატარებას, ასევე, „ევროვიზიის“ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობასაც.
– მალიბუ, შენი წონის მატება-დაკლების თემა საკმაოდ აქტუალური გახდა. როგორ ებრძვი ზედმეტ კილოგრამებს?

მალიბუ ტუღუში: იმდენად კარიერისტი ვარ, რომ ყველაფრის გაღება მიღირს კარიერისთვის. სცენაზე, ტელეეკრანზე რომ ხედავ საკუთარ თავს, იცი, საკმაოდ რეიტინგული გოგო ხარ, მაგრამ ცოტა იმიჯი გიშლის ხელს, რატომ უნდა შესწირო ამ ყველაფერს თავი?! თან, ძალიან მარტივია – არ ვიტანჯები, ვვარჯიშობ. ჯერჯერობით მხოლოდ 13 კილოგრამი მაქვს დაკლებული. არ მეტყობა, რადგან საკმაოდ დიდი წონა მქონდა. ნელ-ნელა ვცდილობ, ჩავდგე ფორმაში. იმხელა გეგმები გვაქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარე – ცოტა სექსუალური და ასე შემდეგ. მოკლედ, საჭიროა კარგ ფორმაში ყოფნა.
– მალიბუ, როგორც ვიცი, შენი ბენდი გყავს და სამომავლოდ, ბევრი ახალი გეგმა გაქვთ.
– მინდა აღვნიშნო, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ვთანამშრომლობ ვაკო მეგენეიშვილთან, რომელიც ჩემი პროდიუსერია. ბენდის იდეაც მას ეკუთვნის, რადგან არც მიფიქრია, ბენდთან ერთად თუ ვიმუშავებდი. სტანდარტული ბენდები არ მომწონს: 5 ადამიანი გამოდის და მღერის – ეს ჩვეულებრივია.
– შენს ბენდს რა აქვს არაჩვეულებრივი?
– ვიქნებით მე, „ბითმეიკერი“ და კლავიში. ისეთი პროექტია, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა. თან, ვაკეთებთ ძველი ქართული სიმღერების რიმეიქებს, რომლებიც ჯერ არ გაჟღერებულა. გარდა ამისა, ჩემს სიმღერებსაც ვმღერით. ვაკოსთან იმიტომ მომწონს მუშაობა, რომ ჩვენი შეხედულებები ძალიან ემთხვევა: უნდა იყოს ყველაფერი ძალიან ეპატაჟური, სკანდალური და ახალი – ის, რაც სხვას არ აქვს გაკეთებული. სახელიც ორიგინალური მოვიფიქრეთ: „მალიბუ და 69”. თან, ბენდში ჩემთან ერთად ორი ბიჭია.
– რატომ 69?
ვაკო მეგენეიშვილი: პოზა 69 ძალიან უყვარს მალიბუსაც, მეც და ზოგადად, ჩვენი ბენდის წევრებსაც. იმდენად ბუნებრივი და ჰაეროვანი პოზაა, რომ გვინდა, ასე აზროვნებდეს მთელი სამყარო. რაც შეეხება ბენდის წევრებს, ორივე არის გენიალური ბიჭი, ძალიან კარგი მუსიკოსი. წლების განმავლობაში, ძალიან ბევრ მომღერალთან მიმუშავია, ბევრ მუსიკოსთან მქონია შეხება და ასეთი ტიპები, როგორებიც ნიკა და ბექა არიან, არ მინახავს. თან, ვიზუალურადაც ისეთი უცხოები არიან. ქასთინგებიც გვქონდა, მოსმენები, ბევრი გამოვცვალეთ.
მალიბუ: თან, ჩემთან მუშაობა არ არის ადვილი, ისევე, როგორც ვაკოსთან. ჩვენთვის მთავარია, ამ ადამიანებს არ ჰქონდეთ „ქართული“ შეხედულებები. რომ ეტყვი: ეს არის საჭირო, უნდა გააკეთოს. მარტო ის ხომ არ არის საკმარისი, გამოხვიდე, დაუკრა, იმღერო და მე მაგარი ტიპი ვარო, იძახო. ორივე კრეატიულები ვართ – სტანდარტები, ჩარჩოები არ გვიყვარს. საბოლოოდ, ვიპოვეთ ჩვენნაირი ტიპები.
ვაკო: ეს შეიფუთება როგორც პროექტი და დაიდება იმ სახით, რომლის ყიდვაც ყველას შეეძლება: ლაუნჯს, ბარს, კლუბს. ჯერ მხოლოდ სოციალურ ქსელში დაანონსდა და უკვე დიდი მოთხოვნაა მალიბუზე.
– შენს ორიენტაციაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლაპარაკობდნენ, განსაკუთრებით შენ მიერ ნათქვამი ერთი წინადადების გამო. ის, რომ შენ ხარ და ორი ბიჭი, პლუს, ასეთი ეპატაჟური სახელი ჰქვია ბენდს, ამით რისი ხაზგასმა გინდოდა?
მალიბუ: აქ ორიენტაცია არაფერ შუაშია. ზოგადად, როცა ბენდია, დედოფალი მხოლოდ მე უნდა ვიყო. ქართულად რომ შევხედოთ – მე მყავს ორი ბიჭი და ქალი, ვისაც პრივილეგია უნდა ჰქონდეს, ვარ მე – სხვა გოგო არ მჭირდება. ორიენტაცია აქ არაფერ შუაშია. 69 პოზა ჰეტეროსექსუალსაც შეუძლია, ლესბოსელსაც და გეისაც.
ვაკო: როცა ამ სახელს ვარქმევდით, იმის თქმა გვინდოდა, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები, არ გვეშინია საუბარი არც ორიენტაციაზე, არც სექსზე, ზოგადად, არაფერზე. ბენდის წევრები თავისუფალი ტიპები არიან – აზროვნებენ თავისუფლად და აკეთებენ გემოვნებიან მუსიკას. „69” არის იმის გამოძახილი, რომ ბევრმა კი იცის, რომ ეს სექსის პოზაა, მაგრამ ცხოვრებაში არც უნახავთ და უბრალოდ, რომ სცადონ – ძალიან მაგარი პოზაა და მიიღონ სიამოვნება. ჩვენ ხომ სიამოვნების გამო ვქმნით მუსიკას.
მალიბუ: ჩვენ გვინდა, ისეთი მუსიკა შევქმნათ, რომელიც იგივე სიამოვნებას მოგანიჭებთ, როგორც პოზა 69.
ვაკო: ჩვენი პროექტი თავიდან ბოლომდე არის სექსი, ურთიერთობა და მეგობრობა. მალიბუ სიმღერას რომ აკეთებს, პირველი კივილი ბენდის წევრებთან არის: დამანახეთ სექსი, ოღონდ მუსიკაში.
მალიბუ: სექსში ადამიანი შიშველია თავიდან ბოლომდე, არა მხოლოდ ხორციელად, არამედ სულიერად. რასაც ფიქრობს, განიცდის, მისდაუნებურად, ამ ყველაფერს გადმოსცემს. მე მინდა, ასე იყოს მუსიკაშიც. თუ მე, მუსიკოსმა მისი სიმღერით, თუნდაც ერთი ნოტის აღებით არ დამანახვა ის განცდა, რასაც სექსში განიცდის, მგონია, რომ მას, უბრალოდ, არ შეუძლია, იგრძნოს მუსიკა. მუსიკაში მე ვპოულობ ადგილს, სადაც შემიძლია, მთელი ცხოვრება ვიყო. რაც უნდა მოხდეს, შემიძლია, ამაყად ვიდგე და არ დავიწუწუნებ: აქ რატომ ვარ. მუსიკა ყველას და ყველაფერს მირჩევნია, მუსიკა არის ჩემთვის სექსიც, ნარკოტიკიც და ყველაფერი.
– როგორც გავიგე, წელს მალიბუ „ევროვიზიაზე“ აპირებს მონაწილეობის მიღებას.
ვაკო: კი და ვიტყვი, რომ წელს მე, ვაკო მეგენეიშვილი, ვამზადებ ძალიან სერიოზულ პროდუქტს, თავისი დადგმით, შოუთი, პერფორმანსით. შარშან მალიბუ მონაწილეობდა და ვფიქრობ, დაიჩაგრა, ესემესებით ვერ გავიდა. მე არ ვმუშაობდი შარშან მასთან, თორემ სხვა წყაროებს ჩავრთავდი და მივმართავდი. წელს ამას ვაპირებ და რამდენიმე ადამიანს უკვე ვესაუბრე. იმედია, წელს სამართლიანად ჩატარდება ეს შესარჩევი კონკურსი. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ უკან არაფერზე ვარ დამხევი, ყველა რესურსს გამოვიყენებ, რომ უსამართლოდ არაფერი მოხდეს. იმედია, რაც წელს მოხდა საბავშვო „ევროვიზიაზე“ და რაც შარშან დიდებისაზე, არ განმეორდება.
– რას გვპირდებით?
– დეტალებს ვერ მოვყვებით. მთავარი მესიჯი იქნება ბედნიერება და ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაკლია. ვიქნებით განსხვავებული ყველა მხრივ, ყველასგან, ვისაც კი მონაწილეობა მიუღია „ევროვიზიაზე,“ თან ყველაზე სკანდალური. იმ დღეს მეხი გავარდება საქართველოში, მეხი დაეცემა თბილისს: ვის – ბედნიერად, ვის – უბედურად. ამას გპირდებით. მინდა, გითხრათ, რომ 20 დეკემბერს იქნება მალიბუსა და ეკუნა ყანჩაველის დუეტის პრეზენტაცია, ხოლო სიმღერის – რადიო „აფხაზეთის ხმაში“, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ნინო ჩხეიძეს.
– გავრცელდა ინფორმაციაც, რომ მალიბუ იქნება წამყვანი „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი გადაცემისა, რომელიც უმცირესობების თემას ეხება. მართალია?
– შემოგვთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვით, რადგან არ გვაწყობდა. ჩვენ ვერ ვიტანთ ჩარჩოებს, დაწერილის წაკითხვას. ჩარჩოებში რომ არ ჩავესვით, დავთანხმდებოდით. ჩვენ იმაზე ვერ ვისაუბრებთ, რასაც დამიწერთ.
მალიბუ: წამყვანობაზე არც არასდროს მიფიქრია. საქართველოშია რატომღაც მიღებული, რომ მომღერალი წამყვანია, მსახიობი წამყვანია. მოდი, ყველამ თავისი საქმე აკეთოს, ვიდრე მიედ-მოედო რაღაცას ფულის გამო – ვინმემ რომ 1 000 ლარი გადაგიხადოს. თან, ძალიან ცუდი წამყვანი ვიქნები: რასაც ვფიქრობ, იმას ვიტყვი; რასაც დამიწერ, იმას არ წავიკითხავ; გეტყვი იმას, ვინც ხარ. არ მოგვწონს ნიღბებით სიარული, მე ასეთი ვარ. რატომ იტყუები, ან მე რატომ მატყუებ?!
–  ფიქრობ, რომ დღეს ადამიანების გარკვეული ნაწილი სტატუსებს სხვადასხვა მიზნით ირგებს?
– ლესბოსელობა, გეობა, რატომღაც, მოდაში შემოვიდა. რატომ? – ვერ გეტყვით.
ვაკო: ჩვენ არავის ვთხოვთ, გამოდით, აღიარეთ. ჩვენ ვერ ვეგუებით იმ თემას რომ ეხებიან, რა თემითაც თავად ცხოვრობენ, მაგრამ სხვებს ცუდად მოიხსენიებენ.
მალიბუ: რომ ამბობენ, ეს არასწორიაო და თვითონაც ასე ცხოვრობენ. თუ არ გაქვს, ბოდიში, იმის ტრაკი, რომ ეს აღიარო, მაშინ სხვაზე მაინც ნუ ლაპარაკობ იმის გამო, რომ შენი დამალო.
скачать dle 11.3