კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რა შეღავათებით ისარგებლებენ ქართველი პაციენტები უახლესი ტექნოლოგიებით, რობოტული ქირურგიით აღჭურვილ „ლივ ჰოსპიტალში“, რომლის წარმომადგენელიც საქართველოში კოტე მათითაშვილი გახდა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

„ლივ ჰოსპიტალი“, რომელიც ქალაქ სტამბულში მდებარეობს, უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით გამოირჩევა. ჰოსპიტალში დასაქმებული 154 პროფესიონალი ექიმიდან, უმრავლესობა, მიუხედავად გადატვირთულ სამუშაო რეჟიმისა, სამეცნიერო მუშაობასაც ეწევა. დღეს „ლივ ჰოსპიტალი” თავის სფეროში ერთ-ერთი საუკეთესოა და საქართველოდან ჩასულმა არაერთმა პაციენტმა  ჩაიტარა იქ სრულფასოვანი მკურნალობა. მათი გზამკვლევი კი ნინო თომაშვილია, რომელიც  „ლივ ჰოსპიტალში“ მისი დაარსებიდან მუშაობს და  ქართველი პაციენტები მის მიმართ მუდამ მადლიერებას გამოხატავენ.
ნინო თომაშვილი (საერთაშორისო მარკეტინგის დეპარტამენტის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელი): სახელწოდება „ლივ ჰოსპიტალი“ Leading International Vision-ის („ლიდერი საერთაშორისო ხედვაში“) აბრევიატურისგან შედგება. ჩვენმა ჰოსპიტალმა სტრატეგიული მუშაობით, ნოვატორობით, განსხვავებულობით, თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობითა და რაც მთავარია, წარმატებული სამედიცინო პერსონალით, ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ჰოსპიტალში მომუშავე გამოცდილი ექიმების პროფესიული და სპეციფიკური მიდგომა, მათ მიერ  თანამედროვე მკურნალობის მეთოდებისა და რობოტის მსგავსი უახლესი აპატარატურის გამოყენება, ჩვენი გუნდის წარმატების საწინდარი გახდა. „ლივ ჰოსპიტალის“ ინდივიდუალური რეგენერაციის ღეროვანი უჯრედების ცენტრში, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვით არის დაარსებული, ესთეტიკიდან დაწყებული, ორთოპედიით დამთავრებული, ყველანაირი სამკურნალო პროცედურის ჩატარებაა შესაძლებელი. ჰოსპიტალში რობოტული ქირურგიის მეთოდით, წარმატებულად კეთდება როგორც  ონკოლოგიური, ასევე, ჭარბი წონის ოპერაციები. ასევე, თურქეთის რესპუბლიკაში პირველად რობოტული მუხლის პროთეზის – მაკოპლასტის ცენტრი სწორედ „ლივ ჰოსპიტალში“ შეიქმნა.
– რა მომსახურების მიღება შეუძლიათ პაციენტებს თქვენს ჰოსპიტალში?
– „ლივ ჰოსპიტალი“ ყოველდღიურად, ადგილობრივი პაციენტების გარდა,  70-80 უცხოელს ემსახურება. ჩვენთან ყველა სახის მომსახურების მიღებაა შესაძლებელი, დაწყებული ესთეტიკური პროცედურებიდან, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციით დამთავრებული. კლინიკის მთავარი მიმართულებებია: სიმსივნის დიაგნოსტირება, მკურნალობა და ქირურგია, ორთოპედია, ნეოროქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ოფთალმოლოგია, ბარიატრიული ქირურგია, ღეროვანი უჯრედები, კარდიოლოგია, ბირთვული მედიცინა. ონკოლოგიურ ქირურგიაში გვყავს გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც რობოტულ ქირურგიაზეც მუშაობენ. განსაკუთრებით, კუჭის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, რექტალური კიბოს, საშვილოსნოს, საკვერცხისა და პროსტატის სიმსივნის შემთხვევებში და ასევე, კარდიოლოგიურ და ბარიატრიულ ქირურგიაში. რობოტით მკურნალობა უფრო სწრაფი რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა.  
– რას სთავაზობთ ქართველ პაციენტებს, რომლებსაც თქვენს კლინიკაში სურთ მკურნალობა?
– დღეისთვის „ლივ ჰოსპიტალმა“ პაციენტთა ყველაზე დიდ რაოდენობას უმასპინძლა 119 ქვეყნიდან. ჩვენ გვყავს პაციენტები არა მხოლოდ  მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ ევროპიდან, ბალკანეთის ქვეყნებიდან, ახლო აღმოსავლეთიდან. „ლივ ჰოსპიტალში“ საერთაშორისო მარკეტინგის 20 ენაზე მომსახურე განყოფილებაა. ჩვენი პაციენტები თავს მარტო არ გრძნობენ. აქ ჰყავთ  მასპინძელი, რომელიც იცნობს მათ კულტურას, ენას და ქვეყანას. საქართველოდან ძალიან ბევრი პაციენტი ჩამოდის. ვცდილობთ, ყველანაირი კომფორტი შევუქმნათ. მათზე ზრუნვა ჩვენი საქმეა. ვეხმარებით სასტუმროს დაჯავშნაში, უზრუნველვყოფთ სტამბულის აეროპორტებში ჩამოსული პაციენტების ტრანსპორტირებას. კლინიკაში ვახვედრებთ თარჯიმანს, შესაბამისად,  პაციენტებს არ აქვთ ენის ბარიერის პრობლება. ვცდილობთ, ფასი უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მათთვის. ქართველი პაციენტებისათვის გვაქვს შეღავათიანი ფასები.
– თქვენი კლინიკის ერთ-ერთი პაციენტია შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე.
– ევა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პაციენტია. ის ჩვენს კლინიკაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობით ჩამოვიდა: მაღალ ტემპერატურას თან ახლდა გაუსაძლისი ტკივილი და ინფექცია. არასდროს დამავიწყდება ტკივილისგან გაწამებული ევა. საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პერიოდი გაიარა. ჩაუტარდა არაერთი  რთული  ოპერაცია. ევა მებრძოლი გოგოა და დღეს, ის  უკვე  თავს კარგად გრძნობს. თითოეული პაციენტის ისტორია ჩემთვის განსაკუთრებულია. გავიხსენებდი პატარა ვატოს ისტორიას, რომელიც ლეიკემიის დიაგნოზით მოვიდა ჩვენთან და საკმაოდ რთული, 10-თვიანი მკურნალობის კურსი გაიარა. „ლივის“ მთელი ოჯახი მაქსიმალურად ვიხარჯებოდით და ყველანაირად ვცდილობდით, გაგვეადვილებინა  ვატოსთვის ეს პერიოდი. საბედნიეროდ, ვატომ დაამარცხა ლეიკემია. მახსოვს, ვატოს სიტყვები, თბილისში, მის სანახავად მისულებს – მე და მის მკურნალ ექიმებს რომ გვითხრა: ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერიაო. 70 წლის ბატონი ოლეგი ბათუმიდან უგონო მდგომარეობაში ჩამოიყვანეს, თავის ტვინში სისხლჩაქცევითა და   მენინგიტის დიაგნოზით. „ლივ ჰოსპიტალში“ მას  ოპერაცია წარმატებით გაუკეთდა. აქვე გაიარა რეაბილიტაციის კურსი და სრულიად
ჯანმრთელი დაუბრუნდა ოჯახს. გასულ თვეში, ბატონი ოლეგის ექიმთან ერთად, თბილისში ვიმყოფებოდი. ბატონი ოლეგი ჩვენს სანახავად ჩამოვიდა  და გვითხრა, რომ მალე სამსახურში დაბრუნებასაც აპირებს. ბედნიერი, კმაყოფილი პაციენტი ჩვენთვის დიდი მოტივაციაა.   
ცოტა ხნის წინ კი, საქართველოში „ლივ ჰოსპიტლის“ წარმომადგენელი, ცნობილი ექიმი, კოტე მათითაშვილი გახდა, რომელიც ნინოსთან და თურქ ექიმებთან ერთად, ქართველ პაციენტებს არაერთი პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება.
კოტე მათითაშვილი (პლასტიკური ქირურგი): „ლივ ჰოსპიტალში“ სამჯერ ვიყავი, დავათვალიერე, შევისწავლე კლინიკის სრულფასოვანი ფუნქციონირება. ვნახე ის აპარატურა, რითაც ემსახურებიან პაციენტებს. ვისურვებდი: ასეთი სიმძლავრის კლინიკები ჩვენს ქვეყანაშიც ბევრი იყოს. გავეცანი „ლივ ჰოსპიტლის“ რეალურ პოტენციალს. გავიცანი ძალიან კარგი ექიმები, მათ შორის, ნეიროქირურგი, რომელიც უნიკალურ ოპერაციებს აკეთებს თავის ტვინზე; ასევე, ხერხემლის სპეციალისტი, რომელიც ურთულეს სქოლიოზებს მკურნალობს. ეს ყველაფერი ჩემთვის იქცა დიდ მოტივაციად – დავეხმარო იმ ადამიანებს, ვისაც „ლივ ჰოსპიტალში“ მკურნალობა სურს. კლინიკა ტექნოლოგიურად  უმაღლეს დონეზეა უზრუნველყოფილი. აღჭურვილია „რობოტი და ვინჩით“, რომელიც ქირურგებს ურთულეს ოპერაციებში ტექნოლოგიურად ეხმარება. რა თქმა უნდა, საქართველოში ძალიან კარგი ექიმები არიან. მე ვამაყობ ჩემი პროფესიით, ჩემი კოლეგების თავდაუზოგავი შრომით, მაგრამ არის მძიმე შემთხვევები, როდესაც საჭიროა რთული და კომპლექსური მკურნალობა, ძლიერი ტექნიკური ბაზა. ამიტომაც, აუცილებელი ხდება პაციენტის ასეთი ტიპის კლინიკაში მკურნალობა. ანდა, თავად პაციენტი თუ მისი ოჯახი გამოთქვამს სურვილს, რომ მეზობელ ქვეყანაში ჩაიტაროს მკურნალობა.
– როგორი იქნება თქვენი ჩართულობა, როგორ უნდა დაგიკავშირდნენ პაციენტები საქართველოში?
– ჩემი ჩართულობა კომუნიკაციის დამყარებაა აქაურ პაციენტებს, ექიმებსა და იქაურ კლინიკას, ექიმებს შორის. ჩემი „ფეისბუქის” (კონსტანტინე კოტე მათითაშვილი) გვერდი ღიაა. ნებისმიერს შეუძლია, დამიკავშირდეს. ასევე, ტელეფონის ნომერზე: 599 72 40 00, ელ-ფოსტაზე: kote.livhospital@gmail.com პაციენტებს თურქეთიდან ჩამოსული ექიმები კონსულტაციას ჩაუტარებენ სხვადასხვა კლინიკაში და თუ სად, ყველაფრის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით. ჩვენ,  ყველანი, მზად ვართ, სიამოვნებით დავუდგეთ გვერდში მათ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.
скачать dle 11.3