კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2018 (114)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)

№50 როგორ „აჭამა“ ორჯერ ზედიზედ თბილისის „დინამოს“ კაპიტანმა მოსკოვის „ცეესკას“ მრისხანე ფორვარდს

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

თბილისის „დინამოსა“ და მოსკოვის „ცეესკას“ საფეხბურთო მატჩები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. შეხვედრა ისე არ ჩაივლიდა, რომ რაიმე ინციდენტი არ მომხდარიყო. სახელოვანი, დაუმარცხებელი „ცეესკა“, რომელშიც ბელადის ვაჟს, ვასილ სტალინს, სხვადასხვა კუთხიდან ჩამოყვანილი ვარსკვლავები ჰყავდა შეკრებილი, განსაკუთრებით ქართველ ვირტუოზებს უფრთხოდა. ტექნიკურ ქართველებს არმიელები უხეშად ეთამაშებოდნენ, მწყობრიდან გამოჰყავდათ ქართველი ვარსკვლავები და ამის წყალობით, გვიგებდნენ. ერთ-ერთი მორიგი მატჩის დროს, ჯერ პაიჭაძე დაგვიმტვრიეს მალულად, შემდეგ ბერძენიშვილი. მსაჯმა ეს ვერ შენიშნა. არც ჩვენების აპელირება მიიღო და ხელ-ფეხგახსნილი არმიელები შეტევაზე გადმოვიდნენ და რომ იტყვიან, დაგვასხდნენ. ერთ-ერთი შეტევის დროს გრიგორ ფედოტოვს ჩინებული პასი გაუჭრეს და მეკარის პირისპირ დატოვეს. გოლი გარდაუვალი იყო, მაგრამ მსაჯის სასტვენი გაისმა და ფედოტოვი გაჩერდა, რადგან თამაშგარე ეგონა. დინამოელთა კაპიტანმა შოთა შავგულიძემ კი, ბურთი სახიფათო ზონიდან გამოიტანა. სინამდვილეში, სწორედ ფედოტოვის უკან მდგომმა შავგულიძემ „მიუსტვინა“ მსაჯივით რუს ფორვარდს და გააჩერა. მსაჯმა კი ვერაფერი გაიგო, რადგან გოლის მოლოდინში ფეხზე წამომდგარი მაყურებელი გუგუნებდა და არაფერი ისმოდა. იგივე განმეორდა მეორედაც. ფედოტოვმა კვლავ „ჭამა“, მაგრამ ამჯერად თავი  ვერ შეიკავა, შევგულიძეს მივარდა და კოჭში ფეხი უთავაზა... მსაჯს ეს ეპიზოდი არ გამოჰპარვია და რუსი ბომბარდირი გააძევა. ლიდერის დაკარგვამ არმიელები საბოლოოდ მოშალა. დინამოელებს კი ფრთები შეესხათ და მრისხანე მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს მისივე მოედანზე.
скачать dle 11.3