კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 დედამთილის გამო ქმარი და შვილი მივატოვე

თათია ფარესაშვილი ქეთი, 32 წლის.


ინტიმური საუბრები



ათი წელია, გათხოვილი ვარ და აქედან, არცერთი დღე არ მახსოვს, ბედნიერი ვყოფილიყავი. რომ ამბობენ, ყველა კაცი დედის ჭკუაზე დადისო, მართალია. მაგრამ, თუ ასეა, მაშინ მათ დაეკითხონ, ვის მოიყვანენ ცოლად. მათი გემოვნებით შეარჩიონ ცოლი და ცხოვრების მეგზური. ასე, ბევრი ქალი ასცდება უბედურებას. მოკლედ, სიყვარულით გავთხოვდი. ჩემმა ქმარმა სუფრასთან გამიცნო დაქალის ქორწილში და იმ დღიდან გასაქანი არ მომცა. თავი შემაყვარა და მეც, ერთი თვის ნაცნობობის მერე, ცოლად გავყევი. კარგი ბიჭი ჩანდა, ვაჟკაცური, დამოუკიდებელი და რას წარმოვიდგენდი, დედის ჭკუაზე თუ დადიოდა. ოჯახში, ფეხის პირველივე შედგმიდან, ამითვალწუნა დედამთილმა. ხან გარეგნობა დამიწუნა, ხან წარმომავლობა, ხან ქონება-ცხოვრება, ხან  განათლება... მოკლედ, ვცდილობდი, არ ავყოლოდი და მოვრიდებოდი. მაგრამ, ერთ ჭერქვეშ როცა ცხოვრობ, რთულია. ჩემს ქმარს ისიც კი შევთავაზე, გავიჭირვოთ, ქირით გადავიდეთ საცხოვრებლად, თორემ დედაშენის გამოხდომებს, ერთ დღესაც ვერ გავუძლებ, მეც ადამიანი ვარ, ამომივა ყელში, დავეტაკები და ეს არ მინდა-მეთქი. იუარა, ვერ დავტოვებ, რას იტყვიან ნათესავები და მეზობლები – დედა დატოვა და ცოლ-შვილით ცალკე გადაბარგდაო. მოითმინე, გაუგე, ასაკიანი ქალია. ბოლო-ბოლო დედაჩემიაო. ბავშვებსაც გაუმწარა ცხოვრება. სულ ჩემზე ელაპარაკება, თურმე, როგორი უმაქნისი ვარ, არაფრის გამკეთებელი, როგორი რძალი უნდოდა და როგორი შევრჩი ხელში. ამას წინათ, წნევამ აუწია, ძალიან ცუდად იყო. სანამ სასწრაფო დახმარება მოვიდა, ყველაფერი გავუკეთე. მერე ყვებოდა, მოსაჩვენებლად დამტრიალებდა, თორემ როდის გამძვრება სული, ერთი სული აქვსო. ვერ მოვიგე ამ ქალის გული, რა გავაკეთო, აღარ ვიცი.  არადა, ქმარ-შვილთან ერთად, მარტო რომ ვცხოვრობდე, ჩემზე თბილი და მოსიყვარულე ოჯახი, ალბათ, მეორე არ მოიძებნებოდა. ხამივით დაკანკალებს თავის ქონებას, გადამაყოლა „როკოკოებს“ და „მადონას“ სერვიზებს. გაიძახის, რას ეღირსე, რით სვამ ჩაის, რა სერვიზით მიირთმევ საჭმელსო. გასაგებია, რომ კულტურული ადამიანია და უყვარს სისუფთავე, მდიდრული ჭურჭელი თუ ავეჯი. მაგრამ, ხომ არ უნდა გადამაყოლო? არც მე ვარ ქოხში გაზრდილი და არც სერვიზი მიკვირს და არც ავეჯი. მართალია, ფუფუნებაში არ გავზრდილვარ, მისი შვილივით, მაგრამ არაფერი მომკლებია. ჩემს ქმარს ამხედრებს, ამისთვის შევიძინე ამდენი ქონება – მთელი ცხოვრება კაპიკს-კაპიკზე ვადებდი, რომ უცხოეთიდან ჩამომეტანა ავეჯი, ჭურჭელი და ჭაღები, რომ ამან იპარპაშოსო. ვის უკვირს დღეს ჩეხური ჭაღი და თეთრი საძინებელი თუ „მადონას“ სერვიზი? რა სიხამეა ვერ ვხვდები. კი ბატონო, კარგია თუ გაქვს, მაგრამ მე რა შუაში ვარ? რამე გავუფუჭე, დავუმტვრიე თუ გადავუყარე? იმის მაგივრად, რომ შეირგოს ტკბილი სიბერე, ენას არ აჩერებს. ჰოდა, ამას წინათ, მახინჯი რომ მიწოდა და ჩემს მშობლებსაც გადაწვდა, არ ვაპატიე – გამოვლანძღე, მოვკიდე ჩემს უმცროს, 4 წლის შვილს ხელი და კარი გამოვიკეტე. ახლა მეხვეწება ჩემი ქმარი, დაბრუნდიო, მაგრამ სანამ ქალბატონი ენას არ დაიმოკლებს და არ შეეშვება ჩემს დამცირება-ლანძღვას, დამბრუნებელი არ ვარ. ნერვები მეშლება, რომ დედამთილის გამო, ქმარი, უფროსი შვილი დავტოვე და მომიწია, ისევ მშობლების სახლში წამოსვლა. მაგრამ, სხვა გამოსავალი არ დამიტოვა დედამთილმა და რა გავაკეთო? ყველაზე ცუდი ის არის, არც აპირებს დათმობას და შემომითვალა: შენ რა დედა ხარ, შვილი ქმარს დაუტოვე და წახვედიო. იმას კი არ ამბობს, რის გამო მივატოვე ქმარი და შვილი.
ქეთი, 32 წლის.скачать dle 11.3