კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: იწვევს თუ არა მაკიაჟის ფუნჯი ალერგიას, კანის დაავადებებს და რამდენ ხანში ერთხელ გავრეცხოთ ის?
პასუხი:
მაკიაჟის ფუნჯი, რეგულარულად და ხშირად უნდა გარეცხოთ. ის შეიძლება, იყოს აკნეს, ალერგიისა და კანის სხვა პრობლემების გამომწვევი მიზეზი. ასევე, უნდა გარეცხოთ ტონალურის წასასმელი ღრუბელი და ის ნივთებიც, რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ სახეზე.
კითხვა: დავდივარ საცურაო აუზზე და სავარჯიშო დარბაზში ვვარჯიშობ. შევამჩნიე, რომ კანი მექერცლება. მითხრეს, ცურვის შემდეგ დამატენიანებელი კრემი აუცილებელიაო. თუმცა, მე არ ვხმარობ, რადგან არ მიყვარს. ეს რამე პრობლემას შემიქმნის?
პასუხი:
აუზის ქიმიკატები, თქვენს კანს აშრობს და იქერცლება. იმისთვის, რომ დაიცვათ კანი, აუზის შემდეგ სახე და ტანი კარგად დაიბანეთ და დამატენიანებელი კრემი, მიუხედავად იმისა, რომ არ გიყვართ, აუცილებლად წაისვით.
კითხვა: იმ ასაკში არ ვარ, რომ თმა გამიჭაღარავდეს. თუმცა, ეს პროცესი უკვე დიდი ხანია, დამეწყო.  რა ფაქტორები იწვევს ამ პროცესს და შეიძლება თუ არა თმის გათეთრების შეჩერება რამე საშუალებით?
პასუხი:
თმის გათეთრების პროცესის უკუქცევა შეუძლებელია. მაგრამ, გაჭაღარავების პროცესის შენელება შესაძლებელია ბუნებრივი მეთოდებით. თუ დაგეწყოთ თმის გათეთრება, 1-2 თვის განმავლობაში, ყოველდღიურად უნდა მიიღოთ: ვიტამინები A, C, E, ჯგუფი B რიბოფლავინი და ფოლიუმის მჟავა. ასევე, სასარგებლოა: ხორცი, თხილი, ოხრახუში, რადგან სავსეა ცილებითა და სპილენძით. გირჩევთ, თქვენი რაციონი გაამდიდროთ ჩამოთვლილი საკვები პროდუქტებით. თმის გათეთრების მთავარ ფაქტორებად მიიჩნევა: გენეტიკა, ნერვული სისტემის მდგომარეობა, სტრესები, სამუშაო გარემო, ავადმყოფობები, კვება.
скачать dle 11.3