კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რატომ არ უნდა მიუწვდებოდეს სხვას ხელი თქვენს გადაგდებულ ფეხსაცმელზე და რომელ ფეხზე დაბიჯებაა მოულოდნელი შემოსავლის წყარო

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

 დღეს, როცა ასეთი აქტუალურია გარეგნულ მხარეზე ზრუნვა, მის სრულყოფას ნამდვილად ვერ შეძლებთ, თანამედროვე მსოფლიო მოდის ტენდენციებს თუ ჩამორჩით. მოდურ სამოსში კი, უმნიშვნელოვანესი სწორედ ფეხსაცმელია, რომლის მიხედვითაც, ბევრ რამეს შეიტყობთ თავად პატრონის შესახებ – როგორი გემოვნება აქვს, რამდენად აკურატულია და ასე შემდეგ... თუმცა, რაც არ უნდა გავაგრძელოთ ჩამონათვალი, ეს მაინც გაცილებით ნაკლებია იმაზე, რა მნიშვნელობასაც ანიჭებდნენ ფეხსაცმელს ძველად ჩვენი წინაპრები – პატრონის სასიცოცხლო ძალებს უკავშირებდნენ და მისი სულის სარკედ მიაჩნდათ. დღეს ამ საკითხს ქალბატონ ეთერთან ერთად განვიხილავთ, რომელმაც, მრავალწლიანი ეზოთერული დაკვირვებების მიხედვით, საკუთარი თეორიები შეიმუშავა და ამჯერად, ფეხსაცმელთან დაკავშირებულ მინიშნებებსა და ხალხურ გადმოცემებზე გვესაუბრება. აგვიხსნის, თუ რა დროს, რას გვკარნახობს ჩვენი ფეხსამოსი და შესაბამისად: როგორ მოვიქცეთ სწორად, რა გველის მომავალში და რას უნდა მოვერიდოთ.
– ფეხსაცმელთან დაკავშირებით, ერთი ის გამიგია, რომ სახლში ძველმანების გაჩერება არ ვარგა...
– ამიტომ, გირჩევთ, შეამოწმეთ ფეხსაცმლის შესანახი სათავსო და რომელიც ვარგისია, გამოგადგებათ, კარგად გაწმინდეთ, ძველმანები კი თავიდან მოიშორეთ. დარღვეული და უვარგისი ფეხსაცმლის შენახვა ოჯახში ავადმყოფობასა და უსიამოვნებებს იწვევს. თუმცა, არც დაუდევრად მოიქცეთ – თქვენს ფეხსაცმელზე სხვას ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს. ცნობილია, რომ მისი საშუალებით, ჯადოსაც აკეთებენ. ამიტომ, უმჯობესია, ძველი ჯღანები დაწვათ, მით უმეტეს, რომ ასე, ბნელ ძალებსაც დააფრთხობთ.
– ვთქვათ და ფეხსაცმელი უნებურად, სხვისაში აგვერია, ან ქუსლი მოტყდა და რა ვიცი, კიდევ რამდენი რამ შეიძლება, დაემართოს... რაზე მიგვანიშნებს ცალკეული შემთხვევა და როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ?
– მართალს ბრძანებთ, შემთხვევა უამრავია და შესაბამისად, მასთან დაკავშირებული – მინიშნებაც. შევეცდები, შევეხო მხოლოდ იმას, რაც ნებისმიერს შეიძლება, დაემართოს. თუ შემთხვევით, სახლს გარეთ (ფიტნეს-კლუბში, სტუმრად) ფეხსაცმელი შეგეცვალათ და სხვისი ჩაიცვით, ეს მოულოდნელ სიხარულს ან ახალ ნაცნობობას ნიშნავს. როცა პატრონს ფეხსაცმელს უკან დაუბრუნებთ, არ დაგავიწყდეთ, პატარა საჩუქარიც თან გაიყოლოთ – არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება, უბრალო კანფეტიც საკმარისია. ამ შემთხვევაში, იღბალი ნამდვილად თქვენს მხარეს იქნება. ქუსლის მოტეხა ფულის დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ, მოუარეთ ფეხსაცმელს და თუ შესაკეთებელია, დროზე მიიტანეთ ხელოსანთან. არ ვარგა მაგიდაზე ზამთრის ფეხსაცმლის დადება, თორემ ახლობელთან იკამათებთ. თუმცა, თუ ამას ქალი გააკეთებს, მას ან მის ნათესავს ბავშვი შეეძინება. თუ საყვარელ ადამიანს ფეხსაცმელს აჩუქებთ, ძალიან უნდა მოეწონოს და ფეხზეც კარგად უნდა მოერგოს – მაშინ ურთიერთობას ხანგრძლივად შეინარჩუნებთ. თუმცა, ჩუსტების ჩუქება არ ღირს – იმქვეყნიური ცხოვრების სიმბოლოდ მიიჩნევა და აქედან გამომდინარე, ახლობელთან ურთიერთობას თუ გაგიფუჭებთ, თორემ ხელს არაფერში შეგიწყობთ. ვინც ჭრაჭუნით დადის, მასზე იტყვიან, ვიღაცამ გააბრაზაო. კარგად დაფიქრდით და თუ გაბრაზების მიზეზი თქვენ ხართ, შეეცადეთ, შეურიგდეთ. თანაც, მოსანანიებლად რომ მიხვალთ, თქვენც ჭრაჭუნა ფეხსაცმელი ჩაიცვით. ალბათ, ყველას გამოგიცდიათ, რადგან ხშირია, როცა ფეხსაცმლის თასმები იკვანძება. ამაში სანერვიულო არაფერია, პირიქით, თუ სიარულისას ხელს არ შეგიშლით, ხელუხლებლად დატოვეთ ერთი დღე მაინც – სულ მალე ბედი გაგიღიმებთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თაროზე ფეხსაცმელი სწორად იდოს – მარჯვენაც და მარცხენაც თავ-თავის ადგილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ოჯახში კამათი, უსიამოვნება, გაუგებრობა მოჰყვება.
– მნიშვნელოვან შეხვედრაზე როგორი ფეხსაცმლით უნდა მივიდეთ?
– შეხვედრაზე, უმჯობესია, ახალი ფეხსაცმელი არ ჩაიცვათ – ამან შეიძლება, იღბალი დააფრთხოს. ნურც ქუსლებზე იპაკუნებთ, ჩაიცვით ძველი ფესაცმელი. ასევე, რეკომენდებულია, გრძელ გზაზე გამგზავრების წინ, ძველი ფეხსაცმელი დაწვათ და ცხვირსახოცში გამოკრული მისი ფერფლის მცირე ნაწილი თან წაიღოთ – ის დაგიცავთ მგზავრობისას. სათევზაოდ წასვლისას, მეთევზის ჩექმებს იღლიაში ნუ ამოიჩრით – უსიამოვნებას წააწყდებით. არც შიშველ ფეხზე ჩაიცვათ ჩექმა – რაღაცას დაკარგავთ. არასდროს ითამაშოთ აზარტული თამაშები, თუ ფახსაცმელი შიშველ ფეხზე გაცვიათ – ჯეკ-პოტს ვერ მოხსნით. თუ შემთხვევით, აგერიათ და მარჯვენა ფეხის ფეხსაცმელი მარცხენაზე ჩაიცვით და – პირიქით, ამას შეიძლება, მოჰყვეს: რეპუტაციის შელახვა, ცილისწამება, შური. ასევე, თუ გახდისას მარჯვენა-მარცხენა ფეხსაცმელს არეულად დაყრით, ეს შეიძლება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრომლემის სიგნალი იყოს. როცა მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდიხართ, მარცხენა ფეხსაცმლის ქუსლში ხუთთეთრიანი ჩაიდეთ – ეს ბედს გწევთ და ნებისმიერ დაბრკოლებას გადაგალახვინებთ. თუ სიძე პატარძლის ფეხსაცმლიდან ბოლო წვეთამდე შესვამს სასმისს, სიყვარული მთელ მის ცხოვრებას აავსებს.
პატარძლის ფეხსაცმელზე კი ასეთი მინიშნებებია: ქორწილში აუცილებლად დახურული ფესაცმელი უნდა ეცვას. მიიჩნევა, რაც მეტი ნახვრეტი და შესაკრავია მასზე, მით მეტია ალბათობა, ამ ღია ადგილებიდან „გაიპაროს” ქალური ბედნიერება. ახალი ტყავის ფეხსაცმელმა დიდხანს რომ გაძლოს, აბუსალათინის ზეთით უნდა გააპრიალოთ (უკეთესია, მთვარის მატების პერიოდში) და სამჯერ დააკაკუნოთ იატაკზე. ასევე, თუ მარჯვენა ფეხით წაიბორძიკეთ და ფეხსაცმელი არ დაზიანდა – ბედნიერების ნიშანია, თუ მარცხენა წამოჰკარით რამეს და ამ შემთხვევაშიც გადარჩა ფესაცმელი – ვიღაცას გაიცნობთ.
– ფეხსაცმელი თუ დაიკარგა?
– ამაში ცუდი არაფერია – უსიამოვნო ნაცნობებს დააღწევთ თავს; ხოლო, თუ იპოვით – ეს სიყვარულისა და სამსახურში დაწინაურების მანიშნებელია. გაძვრა ძირი ფეხსაცმელს? – ეს ნიშნავს, რომ ნეგატიური ენერგიის ადამიანს დაეჯახეთ, ფეხსაცმელმა კი ეს ნეგატივი საკუთარ თავზე აიღო. ამიტომ, მისგან უნდა გათავისუფლდეთ – უმჯობესია, დაწვათ. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, პურის ნაჭერი ჩადეთ შიგ და ნაგვის კონტეინერში ჩააგდეთ, თან დააყოლეთ: „მინდა, სიკეთე სიკეთით დამიბრუნდეს”. უცხოს არ გაარეცხინოთ თქვენი ფეხსაცმელი – მას შეუძლია, თქვენი ენერგიაც თან გაიყოლოს. ამიტომ, თავად გარეცხეთ და თან, ხალისიანად. თუ ფეხსაცმელი გზაში დაკარგეთ – კარგის ნიშანია. თუ ახალ ფეხსაცმელში გადაგიბრუნდათ ფეხი – მოულოდნელობაა. ფეხი დააბიჯოთ ნაგვის გროვას – ფულია; თუ თქვენი ფეხსაცმელი ძაღლმა გაღრღნა – გაფრთხილდით, ახლობელთან იკამათებთ; თუ კატამ დაკაწრა – შორიდან სტუმრები გეწვევიან. თუ ფეხსაცმელზე წყალი გადაგესხათ, რამდენიმე დღის შემდეგ შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ბოლო დროს ხშირად იხსენებდით. თუ ვინმემ მარჯვენა ფეხზე დაგაბიჯათ – ეს მოულოდნელი შემოსავალია; მარცხენაზე დაბიჯება კი – გასავალია.  თუ ზამთრის ფეხსაცმელზე თასმა ხშირად გიწყდებათ – წვრილმან ავანტიურაში გაგიმართლებთ – იოლად იშოვით ფულს და საეჭვო ნაცნობებსაც შეიძენთ. თუ ჭანჭიკს ან ლურსმანს დაადგით ფეხი, სახელმწიფო უწყებაში უსიამოვნება შეგხვდებათ. თუ ქუსლი ასფალტის ნაპრალში ჩაგრჩათ – სიხარულის ნიშანია.
თუ სოფელში დატოვებულ ფეხსაცმელში მწერებმა, თაგვებმა და მსგავსმა არსებებმა დაიბუდეს – ბინას შეიცვლით, უკეთესი საცხოვრებელი პირობებით.
თუ ჩხუბში ვიღაცამ ფეხსაცმელი გესროლათ და არ მოგხვდათ – ჯანმრთელი იქნებით, მაგრამ თუ მოგახვედრათ – სახელმწიფო უწყებაში ხლაფორთი გელით.

скачать dle 11.3