კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 კიპლინგის მოტივები – ლონდონურად

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

„სერფრაიზ“


გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა მთელ მსოფლიოს ერთგვარი სიურპრიზი მოუწყო (ერთი ისაა, რომ შოკისმომგვრელი). სახელდობრ, არც აცია, არც აცხელა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა (შეგახსენებთ, რომ აქამომდე ყველა ერიდებოდა ამ ფაქტს, იმ მარტივი მიზეზით, რომ იერუსალიმზე პრეტენზიას პალესტინელებიც აცხადებენ და ებრაელებიც).
უფრო ადრე კი, კერძოდ, 2016 წელს ლონდონის მერად სადიქ ჰანი აირჩიეს და, მაშინ თავსაც იწონებდნენ (ჯერ კიდევ ერთიან) ევროკავშირში (პათოსით: ვიშ, რა ტოლერანტები ვართო!), რადგან ის პირველი მუსლიმანი მერი გახლდათ სრულიად ევროკავშირის ტერიტორიაზე.
აქვე მოგახსენებთ, რომ ხსენებული სადიქ ჰანის მშობლები პაკისტანელი ემიგრანტები იყვნენ და დიდ ბრიტანეთში 1970 წელს ჩავიდნენ. თავად ის კი რიგით მეხუთე შვილია რვაშვილიანი ოჯახისა, რომელიც 20 წლის შესრულებისთანავე დატოვა.
ამ ორ ფაქტს შორის კი ის კავშირია, რომ ხსენებულმა ლონდონის მერმა აშშ-ის პრეზიდენტს ურჩია, აღარ ჩავიდეს დიდ ბრიტანეთში (გასაგები მიზეზის გამო).
რაკი ეს რჩევა სადიქ ჰანმა „ტვიტერზე“ გამოთქვა, უცნობია, ეს მისი ოფიციალური განაცხადია თუ მოქალაქეობრივი თვითშემოქმედება, თუმცა ის კი ცხადია, რომ ფესვები თავისას შვრება.
ანუ, როგორც კიპლინგი იტყოდა, დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი – აღმოსავლეთი და ისინი ვერასდროს შეხვდებიან ერთმანეთს?! –
скачать dle 11.3