კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 ფაქტობრივად, ტარიელი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


„კაცი მისგან განატყორცნი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი“


უკრაინაში ისეთი ამბები დატრიალდა, იანუკოვიჩი თვით პუტინს არ აიყვანს ხელში, არათუ პოროშენკოს.
მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებას აპატრიდი მიხეილ სააკაშვილი საზღვრიდან შეუსხლტა და კვლავ უკრაინის გამათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაერთო, უკრაინისვე პროკურატურამ მასზე საქმე აღძრა – ამჯერად რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა დასდო ბრალად.
მეტიც, მის დასაკავებლად თვით სპეცრაზმიც კი გაგზავნა, თუმცა ამის შემდეგ მოვლენები „ჰოლივუდის“ თვით ყველაზე პოპულარული კომედიის სცენარს რომ არ დაესიზმრება, ისე დინამიკურად განვითარდა: ოდესის ყოფილი გუბერნატორი სახურავზე ავიდა, სპეცრაზმიც ფეხდაფეხ მიჰყვა და მაინც დააკავა. ოღონდ მოგვიანებით, დაკავებული სპეცრაზმელებს თვით სპეცრაზმის მანქანიდან დაუსხლტა: როგორ, უცნობია დაზუსტებით, რადგან სპეცრაზმის მანქანაში არ ვმსხდარვართ. თუმცა, მიხეილ სააკაშვილის აქაური თანამოაზრეების განმარტებით: სპეცრაზმი მიხვდა, რომ შეცდა (აი, ის კი უცნობია, რატომ ვერ მიხვდა თავის შეცდომას სახურავზე, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე საპატიმროში მიყვანამდე!).
როგორც უნდა იყოს, ცხადია, ზემონახსენები ოპერაციის დეტალები ქართველმა საზოგადოებამ „რუსთავი 2-ის“ ეთერით შეიტყო (ვინაიდან მხოლოდ მათ აქვთ ოდესის ყოფილ გუბერნატორთან პირდაპირ ეთერში გასაუბრების პრივილეგია), საიდანაც მიხეილ სააკაშვილმა შერკინების (საკუთარი სიჩაუქის) დეტალებიც გაგვიმხილა: „სახლში როცა ვიყავი, როდესაც გადაწყვიტეს ჩემი ძალით წაყვანა, იქაც, მათთვის მოულოდნელად, ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიე. არ მოელოდნენ, იმდენი ადამიანი გადავყარე აქეთ-იქით. ძალადობაზე მოდიოდნენ და ძალადობას არ უნდა დანებდე ასე ადვილად.“
ამასობაში კი უკრაინის პროკურატურამ კიევის ცენტრში, კარავში გამაგრებულ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა (თითქოს ნიუანსია, მაგრამ სასიამოვნოა, ჩვენზე არაადეკვატურებიც არსებობენ), პროკურორმა, ზედაც, დაამუნათა: „სააკაშვილი მხოლოდ ამ ქვეყნის შერყევასა და საკუთარ კომფორტზე ფიქრობს. სააკაშვილს აუცილებლად დააკავებენ და თუ კაცია და თუ მართლა უყვარს უკრაინა, მივიდეს დღეს ჩვენების მისაცემად. ეს ერთადერთი გზაა, რომ არ გაანადგუროს უკრაინა,“ თუმცა ბ-ნ ლუცენკოს აქვე მინდა, შევახსენო, რომ ეს პათოსი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გულს ვერ აუჩუყებს.  
ხოლო, თუ ოდესის ყოფილი გუბერნატორის შემართებით ვიმსჯელებთ, წინ უფრო დიდი სანახაობა გველის (აი, ის კი არ ვიცი, რით წაადგება ეს სანახაობა ყირიმწართმეულ და დონეცკსა და ლუგანკსში ორ თვითაღიარებულ რესპუბლიკასთან მებრძოლ უკრაინის სახელმწიფოს, თუმცა ამაზე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მიწვევამდე უნდა ეფიქრათ), მით უფრო, რომ ჩვენ თვალწინ, ფაქტობრივად, ტარიელი ცოცხლდება: „კაცი მისგან განატყორცნი, ბრუნავს, ვითა ტანაჯორი!“
скачать dle 11.3