კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 ისევ ალყაში

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორის პირველი პირის გადაწყვეტილებამ, იერუსალიმში, როგორც ისრაელის დედაქალაქში, გადაეტანა აშშ-ის საელჩო, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია არა მხოლოდ არაბულ და სრულიად მუსლიმანურ სამყაროში, თვით ევროპაშიც კი.
კერძოდ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქ-ნმა მოგერინიმ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, პალესტინასთან კონფლიქტი გამოიწვიოს და „ბნელ საუკუნეებში“ დაგვაბრუნოს.
გერმანია და ბრიტანეთი სასტიკი წინააღმდეგები არიან (იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების), ხოლო თურქეთში კი, საერთოდაც, საპროტესტო აქციები გაიმართა, იმას გარდა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა დაგმო დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება (დაპირისპირებას გამოიწვევს და არა – შერიგებასო!). აი, რუსეთი კი ჯერჯერობით ჩუმადაა. ერთი სიტყვით, ამ ისედაც არეულ მსოფლიოს კიდევ ერთი გაუგებრობა დაემატა.
ხოლო იმის გათვალისწინებით, თუ რა მოჰყვა, მაგალითად, კოსოვოს აღიარებას (სეპარატიზმიც წახალისდა და ეს ჩვენი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც აღიარა ოკუპანტმა რფ-მ, ყირიმი კი, სულაც, მიიერთა) და იმისიც, რომ იერუსალიმისთვის სტატუსის შეცვლაც ტერიტორიული დავის გადაჭრის მცდელობაა. ისრაელი კი გარშემორტყმულია პალესტინელების მხარდამჭერი არაბული სამყაროთი და ირანი და თურქეთიც ემტერებიან, სავარაუდოდ, სირიის კრიზისზე უარესია მოსალოდნელი.
ჩვენ, ცხადია, წარმოდგენაც არ გვაქვს, რა გეგმები აქვს ჩვენს ოკეანისგაღმელ სტრატეგიულ პარტნიორს ახლო აღმოსავლეთში და რატომ მოეგუმანა მაინცდამაინც ახლა, იერუსალიმის საკითხის გადაჭრა. მაგრამ დაზუსტებით გვახსოვს ჩვენი ადგილმდებარეობა და ვიცით ჩვენი მეზობლების განწყობა ამ საკითხისადმი. შესაბამისად, მეტად აქტუალურია პათეტიკური შეგონება: ომი დამთავრდა (სირიაში), მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო?! ახალ ქართული ინტერპრეტაციით: ასე რომ, დავბოლდეთ! –
скачать dle 11.3