კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რატომ შეიღება თმა სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ თემო შენგელაიამ და რატომ გააპარსინეს ხელები მის საადვოკატო ბიუროში ადვოკატს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 ახალგაზრდა, პოპულარული პოეტის, თემო შენგელაიას ფოტომ, რომელშიც ის ქერად არის თმაშეღებილი, ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცე დაიპყრო. თემო ცნობილია, როგორც პოეტი, თუმცა პროფესიით ადვოკატია და თმის შეღებვაც სწორედ მის საადვოკატო საქმიანობას უკავშირდება... თუ რატომ შეიღება თმა და ასევე, თავის საქმიანობასა და პირად ცხოვრებაზე თემო გულახდილად გვესაუბრა.
თემო შენგელაია:
მიუხედავად იმისა, რომ  ჩემს ცხოვრებაში დაბადების დღიდან ლიტერატურა და პოეზია იყო და ჩემი სული დღემდე ამით არის გაჟღენთილი, სამწუხაროდ, საქართველოში ამით, უხეშად რომ ვთქვა, ოჯახს ვერ არჩენ. ამიტომ, ჩავაბარე იურიდიულზე. პირველი ორი წლის განმავლობაში ძალიან მიჭირდა, რადგან იურიდიული მაინც მიწიერია და სულიერებისგან შორსაა. მესამე კურსზე რომ ვიყავი, ჩემს მეგობრებთან ერთად, დავაფუძნე ორგანიზაცია „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი“. თავიდან დაგვცინოდნენ, არავის სჭირდება ეს სფეროო, მაგრამ ყოველთვის ასეა – თავიდან დაგცინიან, მერე გაღიარებენ. დღეს ეს ორგანიზაცია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, რომელსაც ანალოგი, პრაქტიკულად, არ აქვს. ვმუშაობ საადვოკატო ბიუროში, რომელიც ამ ორგანიზაციის ბაზაზე დავაფუძნეთ. ილიას უნივესიტეტში ვარ კრიმინოლოგიის ლექტორი. 24 წლის ვიყავი, ლექტორი რომ გავხდი და ამას გარდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ვმუშაობ, ვარ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების, პატიმართა შეწყალების კომისიის წევრი.
– თემო, რამდენად რთული გზის გავლა მოგიწია რაიონიდან ჩამოსულ პატარა ბიჭს, ამდენისთვის რომ მიგეღწია?
– სამეგრელოში გავიზარდე. შემდგომ, ტრადიციულად მეგრელებისა, წამოვედი თბილისში სასწავლებლად. რომ ჩამოვედი, აქ მძიმე მდგომარეობა დამხვდა. ელემენტარულად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არც ჩემი ოჯახი ყოფილა არასდროს ფინანსურად ძალიან შეძლებული, მაგრამ განათლებულები იყვნენ. ფინანსურმა, ფსიქიკურმა, ძალიან ბევრმა რაღაცამ, დამსტრესა. თბილისში ქირით ვცხოვრობდი, ძალიან პატარა ოთახში ძმასთან ერთად. პრაქტიკულად, იმდენად მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, რომ კედლებიდან წყალი ჩამოდიოდა და ფილტვების ანთებაც კი გვქონია. ვიყავით სრულიად უპოვრად და უპატრონოდ – ამ სიტყვას დავარქმევდი, რაც არ უნდა მძიმე მოსასმენი იყოს ჩემი ახლობლებისთვის. მაგრამ, მთავარი რაც იყო, არასდროს დამინებებია თავი კითხვისთვის, სწავლისთვის. ღმერთს მადლობა, რომ ეს გაჭირვების გზა გამოვიარე, რადგან ეს იყო სტიმულის მომცემი – მივხვდი, რომ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა. ამიტომ, რასაც ვაკეთებდი, იყო ის, რომ ვსწავლობდი მუდმივად, ღამეებს ვათენებდი. რამდენჯერ ჩამძინებია კითხვისას ავტობუსში, მეტროში...
– თემო, შენს, როგორც თმაშეღებილი ადვოკატის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. როგორ მოგივიდა თმის შეღებვის იდეა?
– ყოველთვის, რასაც ვაკეთებთ მე და ჩემი მეგობრები და რითაც გვინდა, გამოვირჩეოდეთ, ეს არის კრეატივი. სულ იმას ვაკეთებთ, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. ახლა, რამაც საზოგადოება გააოცა, იყო ბოლო პროცესი. სამი ადამიანი გახლდათ დაკავებული, რომელთაც ჯგუფური ყაჩაღობა ბრალდებოდათ. 12 წელი პატიმრობა ემუქრებოდათ. პროცესები 8-9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. ამ ადამიანებს ციხეში შეეძინათ შვილები და შვილიშვილები. ჩვენ თვითონაც იმდენად განვიცდით მათ მდგომარეობას, რომ მთელი ღამე არ გვეძინა იმაზე ფიქრით: როგორ არიან და რას აკეთებენო. გადამწყვეტი მომენტია, გული ხელით გვიჭირავს და გავედით მე და ნიკა, ჩვენი ადვოკატი, საპირფარეშოში. ნიკა ნერვიულობს ბოლო დონეზე.  მე ვამშვიდებ, ეს იყო მძიმე დანაშაული. ნიკა მეუბნება ასეთ რამეს – რას იზამ, გამამართლებელი განაჩენი რომ იყოს? მე ვუთხარი, რაც გინდა, მითხარი, რაც არ გამიკეთებია, იმას ვიზამ-მეთქი. თმა შეიღებე, ოღონდ, ქერადო. შევიღებავ კი არა, თავს მოვიხსნი-მეთქი. დადგა გამამართლებელი განაჩენი და ჩემი პირობა შევასრულე – შევიღებე თმა ქერად, დავდე „ფეისბუქზე“ და ატყდა ამბები. იმედი მაქვს, ზუგდიდში შემიშვებენ, მაგრამ მჯერა ჩემი ზუგდიდის. ბევრჯერ გაგვიკეთებია მსგავსი სიგიჟე, ხშირად გვაქვს შიდა სანაძლეოები. ერთ-ერთ პროცესზე ნიკას გამოვტყუეთ ის, რომ თუ პროცესს გაამართლებდა, უნდა გაეპარსა ხელები. მერე კი ასე უნდა ჩაეტარებინა ტრენინგები და ასეც მოხდა.
– ახალგაზრდა ლექტორი ხარ. ალბათ, ბევრი გოგო იჩენს შენს მიმართ ყურადღებას...
– კი, ამ მხრივ, ცოდვა გამხელილი ჯობია. ვგრძნობ ამას სტუდენტებისგან. ზოგიერთს ეტყობა, რომ სწავლისთვის არ არის შემოსული ჩემს ლექციაზე. თუმცა, ყველანაირად ვცდილობ და ჩემს საქმეში პროფესიონალი ვარ. მიმაჩნია, რომ დაუშვებელია ლექტორისგან რამე სხვა, არასწავლითი ქცევის გამომჟღავნება, გარდა მეგობრულისა. სასიყვარულო წერილებს მიტოვებენ მანქანაზე. ზოგი ისეთ რამეს მწერს, ვერ ვიტყვი, თორემ შეიძლება, შოკში ჩაგაგდოთ. ხშირად ჩნდებიან წერილების ავტორებიც. ისედაც ყოფილა შემთხვევა, როცა სიყვარული აუხსნიათ და თავი მესამე კლასში მეგონა – ვიღაცას რომ გამოიჭერ და სიყვარულს აუხსნი.
– როგორ გოგონებს აქვთ შენი გულის მოგების შანსი?
– პირველი, რაც მინდა გითხრათ, რომ სამომავლო პრობლემები თავიდან ავირიდო, ვის არ აქვს ამის შანსი, იმას გეტყვით. უპირველესად, ჩემს სტუდენტებს, იმიტომ რომ, როცა ლექციაზე შევდივარ, მე ვარ ლექტორი და მორჩა. შანსი არ აქვს ორი ტიპის გოგონებს: ვისაც შუალედი არ შეუძლიათ – ზედმეტად ტრადიციულებს და ზედმეტად თავაშვებულებს. ბევრ ქართველ გოგოს აკლია უბრალოება და დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. თუ უბრალოება არ არის გოგოში, მასთან ურთიერთობა არ შემიძლია. მიჭირს ქართველ ლამაზ გოგოსთან ურთიერთობა, იმიტომ რომ, ამპარტავნება აქვთ დიდი. პირველ რიგში, გარეგნობას აქვს მნიშვნელობა და ინტელექტს. ჩემი მესაკუთრე ბუნებიდან გამომდინარე, არ მინდა, ჩემს პარტნიორს ჰქონდეს ვეებერთელა სექსუალური გამოცდილება, თუმცა, არც მეორე, რადიკალიზმი მინდა. მაგალითად, დღეს საქართველოში არც თუ ცოტაა 30 წლის ქალი, რომელსაც არავისთვის უკოცნია ან ფლირტი არ ჰქონია. ვფიქრობ, ეს ზედმეტია. ჩემთვის ქალიშვილობა პატიოსნების განმსაზღვრელი არ არის. არ ვფიქრობ იმას, რომ მამაკაცი მაშინ არის მაგარი, ბევრ ქალთან რომ ჰქონდა ფიზიკური ურთიერთობა და ქალმა მაინცდამაინც უნდა ითმინოს თავისი ბიოლოგიური მოთხოვნილება.
– ქართულ ტრადიციებში რა მოგწონს და რა არ მოგწონს?
– არ მომწონს წარმოდგენა, რომ ქართველები ვართ მსოფლიოში ყველაზე მაგრები და ნიჭიერები; რომ ყოველთვის ყველაზე ძლიერი ერი ვიყავით. უბრალოდ, ზარმაცები ვართ. არ მიყვარს ქართული ტრადიციული ქორწილები, ტრადიციული ჩხუბით: სიძე-პატარძალი რომ ცეკვავს კონკრეტულ ცეკვას, სახეზე ტორტი რომ უნდა წაუსვან ერთმანეთს, მერე „მაჯანჯაზე“ ვიღაც რომ უნდა გაგიჟდეს. არ მიყვარს, როცა მიცვალებულს მეტ ფულს ვახარჯავთ, ვიდრე ცხოვრებაში. არ მიყვარს, როცა თანასწორობა არ არის ურთიერთობაში ქალსა და კაცს შორის – თუ მამაკაცი სიგარეტს ეწევა მაგარი კაცია და თუ გოგონა სიგარეტს ეწევა, პატიოსანი არ არის. არ მიყვარს, რომ საქართველოში სიგარეტი ვნებს არა ჯანმრთელობას, არამედ პატიოსნებას. არ მიყვარს, რომ საქართველოში ტატუიანი გოგო აღიქმება, რომ ის ყველაფერზეა წამსვლელი და თუ ბიჭს აქვს ტატუ, ის ვაჟკაცურია. არ მიყვარს მამაკაცის თანამედროვე შეხედულება, რომ ვაჟკაცობა მასკულინობასთან და მის დემონსტრირებასთან ასოცირდება.
скачать dle 11.3