კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რატომ გაჩაღდა კრიმინალური ომი თბილისში და ვინ კვეთდა გატაცებულ ადამიანებს თავებს კოჯრის ტყეში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში მოხდა და ისეთი რეზონანსი გამოიწვია, ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანა საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოლაი შჩოლოკოვმა. პუბლიკაციაში ნახსენები სახელები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება კი, შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

სასტიკი სანახაობა

46 წლის იაგო კახიძე ეგრეთ წოდებული „ცეხავიკი“ იყო და ინკრუსტრირებული თიხის ჭურჭელს აწარმოებდა, რომელიც სარფიანად საღდებოდა. მას კარგი შემოსავალი ჰქონდა ამ საქმიდან და იატაკქვეშა მილიონერებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იყო. იაგო, ერთ საღამოს ქუჩიდან გაიტაცეს და რომელიღაც ბნელ სარდაფში გამოამწყვდიეს. იქ კი მას ასი ათას მანეთს სთხოვდნენ თან, თავის მოჭრით ემუქრებოდნენ.
– მე შალვა ხევაძე ვარ. ფული მოჯვი ან თავს წაგაგდებინებ. თუ არ გჯერა, ხვალვე იხილავ შენი თვალებით, თუ რა ემართებათ ძუნწებს! – ასე ემუქრებოდა ერთ-ერთი გამტაცებელი იაგოს, რომელსაც ეტყობოდა, რომ მათი მეთაური იყო.
მეორე დილით იაგო კახიძე „მოსკვიჩის“ საბარგულში ჩატენეს და კოჯრის ტყეში აიყვანეს. იქ კი მათ სოლიდურად ჩაცმული, პირაკრული მამაკაცი დახვდათ, რომელსაც ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა კუნძზე თავი დაადებინა და სამართებელივით ალესილი ხმლით, იაგოს წინ მოჰკვეთა.
კახიძე საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. ხევაძემ კი უთხრა:
– ხომ დარწმუნდი, რომ ხუმრობა არ გვიყვარს. თუ სამ დღეში ფულს არ მოიტან, შემდეგი შენ იქნები.
იაგო მანქანაში ჩასვეს. თბილისში ჩაიყვანეს და გაუშვეს.

„რაზბორკა“
იაგო კახიძე შეძრწუნებული იყო ნანახით. თუმცა, გონება მოიკრიბა და ჯერ ოჯახის წევრები გადამალა, შემდეგ კი კანონიერ ქურდს, ვახო მიშველაძეს, მეტსახელად „წვერას“ ესტუმრა და ყველაფერი დაწვრილებით უამბო. ვახო ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ავტორიტეტად ითვლებოდა და სამართლიანობით იყო განთქმული. ყურადღებით მოუსმინა კახიძეს და ბოლოს თქვა:
– ხევაძე ბესპრიძელშჩიკი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ თუ ასეთ რამეს აკეთებდა, ვერ წარმოვიდგენდი. ხვალვე დავიბარებ და მის საქმიანობას აღვკვეთავო.
მართლაც, მეორე დღეს, „წვერამ“ და მისმა ორმა კოლეგამ ხევაძეს „სხოდკაზე“ უხმეს. ქურდულად დატუქსეს და ბოლოს უთხრეს:
– სამ დღეში საქართველოს დატოვებ და აქ აღარ გამოჩნდები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქურდულ სამართალს აღვასრულებთ და შენ და შენს ძმაკაცებს თავებს დაგაყრევინებთ. ასეთი რამ აღარასდროს გააკეთოთ, თორემ მთელი შავი სამყარო დევნას დაგიწყებთო.
ხევაძე უხმოდ წამოვიდა ქურდებისგან. მეორე დღეს კი „წვერა“ და მისი ორი კოლეგა თბილისის მილიციის სამმართველოს ოპერებმა დააპატიმრეს. იარაღის ტარების ბრალდება წაუყენეს და საკანში გამოამწყვდიეს.
– ბოზმა ხევაძემ ჩაგვიშვა, ძმებო. აქ, რაღაც სხვა ამბავია. ასე არ ხდება და ყველაფერი უნდა გაიასნდეს, – უთხრა წვერამ ძმაკაცებს, როდესაც ისინი ბადრაგს საკანში გადაჰყავდა.
მეორე დღეს „წვერამ“ „ქსივა“ გამოუშვა „სვაბოდაზე“, რომელშიც ხევაძის საქმიანობაში გარკვევასა და მის დასჯას სთხოვდნენ თავისუფლებაზე მყოფ კოლეგებს. ქურდები საქმეს შეუდგნენ.

კრიმინალური ომი
ქურდები მათთვის ჩვეული ენერგიითა და ორგანიზებულობით შეუდგნენ „წვერას“ თხოვნის შესრულებას. მათ ხევაძე მოიხელთეს და სარდაფში ჩააგდეს. შემდეგ პრეტენზიები წაუყენეს. „ბოზის“ იარლიყი დაადეს და რკინის ჯოხებით ისე სცემეს, ოთხივე კიდურის ძვლები დაულეწეს. ბოლოს ქუჩაში დააგდეს და შავ სამყაროში ხევაძე და მისი „პაძელნიკები“ „ბოზებად“ და კანონგარეშე გამოაცხადეს. ერთი კვირის შემდეგ, პლეხანოვზე მერაბ შონია, მეტსახელად „გორა“ მოკლეს. ის კანონიერი ქურდი იყო და ხევაძის დალეწვაში მთავარი როლი ითამაშა. „გორას” დასაფლავების დღეს კი, მილიციამ სასაფლაოსთან კიდევ ის ოთხი კანონიერი ქურდი დააპატიმრა, იარაღის ტარების ბრალდებით, რომლებიც ხევაძის ეგზეკუციაში მონაწილეობდნენ. ქურდები შეშფოთდნენ. აშკარა იყო, მილიცია და ხევაძის „პაძელნიკები“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ამიტომ, ქურდებმა სასწრაფო „სხოდკა“ ჩაატარეს და ხევაძესა და მის თანამზრახველებს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. ჯერ ხევაძე მოკლეს, რომელიც ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას მკვლელმა ურო ჩაარტყა ცალკე პალატაში, სადაც ის იწვა. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში კი, ხევაძის ბანდის კიდევ ორი წევრი ჩაცხრილეს თბილისის სხვადასხვა უბანში. აშკარა იყო, რომ კრიმინალური ომი გაჩაღდა. ეს საქმე ისე გახმაურდა, რომ საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოლაი შჩოლოკოვმა პირად კონტროლზე აიყვანა და თბილისში, მოსკოვიდან საგანგებო ჯგუფი გამოგზავნა, რომელსაც ყველაფერი უნდა გამოეძია.

დანაშაულებრივი კლანი
მოსკოვიდან მოვლინებულ ჯგუფს ქართველი პოლკოვნიკი, ვაჟა კალანდაძე ხელმძღანელობდა. მან ხევაძის ცოცხლად გადარჩენილი „პაძელნიკი“, 31 წლის რომან ქერქაძე დააპატიმრა, დაკითხა და ისეთი მოულოდნელი შედეგი მიიღო, რასაც ვერ წარმოიდგენდა... როგორც ცნობილი გახდა, მოკლული ხევაძე და მისი ათკაციანი ბანდა თბილისის მილიციის სამმართველოს სამ მაღალჩინოსანთან იყვნენ შეკრულები. გამტაცებლები ჯერ მაწანწალებს, ეგრეთ წოდებულ, „ბომჟებს“ იტაცებდნენ. ისინი ორიოდე კვირის განმავლობაში წესრიგში მოჰყავდათ, აჭმევდნენ, ასმევდნენ, კარგად გამოაწყობდნენ და ბოლოს გატაცებული „ცეხავიკების“ დასაშინებლად, თავს ჰკვეთდნენ, რომ ფული გამოეძალათ მათთვის. როგორც ვაჟა კალანდაძემ გაარკვია, მოკლული იყო ათი „ბომჟი“ და ამდენივე „ცეხავიკი“ – გატაცებული. თუმცა, მხოლოდ ცხრამ მიიტანა ფული და საერთო ჯამში, გამტაცებლებმა და მათმა მფარველმა მილიციის მაღალჩინოსნებმა, ცხრაასი ათასი მანეთი გამოძალეს მათ და გაიყვეს. მეათე „ცეხავიკი“ იაგო კახიძე გახლდათ, რომელიც შანტაჟს არ დაემორჩილა და სწორედ აქედან დაიწყო დაპირისპირება ქურდების, გამტაცებელთა და მილიციელთა დანაშაულებრივ კლანს შორის. სამივე მაღალჩინოსანი მილიციელი დააპატიმრეს და თითოეულს 15-15 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. ასევე, 15 წელი მიუსაჯეს რომან ქერქაძეს, რომელსაც მკვლელობაში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული. ძებნა გამოაცხადეს გაქცეულ გამტაცებლებზე, ხოტევ რუხიანზე, რომელიც მთავარი ჯალათი იყო და „ბომჟებს“ სწორედ ის კვეთდა თავებს. სამი თვის შემდეგ, რუხიანი აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში იპოვეს თავმოკვეთილი.
скачать dle 11.3