კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რა დაჰყვა გენეტიკურად სტალინისგან მის შთამომავალს, დირიჟორ იოსებ ჯუღაშვილს და რაში გაუმართლათ მის მეზობლებს

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 19 ნოემბერს, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა მუსიკალურმა ცენტრმა და ნიკოლოზ რაჭველმა, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, წარმოადგინა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, იოსებ ჯუღაშვილის დირიჟორობით. „ვუსმენდი და სიხარულით მართლა ვიცრემლებოდი... რა ბედნიერებაა, რომ ქართულ საშემსრულებლო ხელოვნებაში არ წყდება დინამიკა და მოდის ასეთი ბრწყინვალე ახალი თაობა... სოსო, ამაყი ვარ დღეს!” – ასე შეაფასა კონცერტის შემდეგ ნიკოლოზ რაჭველმა 22 წლის ნიჭიერი პიანისტი და დირიჟორი, იოსებ ჯუღაშვილი. ის დიდი სტალინის შთამომავალია, მეოთხე თაობა. თავად იოსები საკმაოდ თავმდაბალია და ამბობს, ურჩევნია მისი შემოქმედება ხალხმა მოისმინოს და ასე თქვას მისი სათქმელი. თუ რა შეუფასებელი განძი დარჩა მას დიდი ბაბუა – სტალინისგან და  ვისგან გამოჰყვა მუსიკალური ნიჭი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
იოსებ ჯუღაშვილი:
ზომიერად ცელქი ბავშვი ვიყავი, მაგრამ დამჯერი და არა – უზრდელი და ბოროტი. სახლში ვერა, მაგრამ სკოლაში ვცელქობდი და მასწავლებლები ჩემზე არც ეჭვობდნენ (იცინის). თავიდანვე მიზანდასახული ვიყავი და ვიცოდი, რა მინდოდა. ოცნება მქონდა, მემანქანე გამოვსულიყავი და დღემდე მიყვარს მატარებელი, ლიანდაგები (იცინის). ეს ოცნება, მემანქანე გამოვსულიყავი, ვერ ავისრულე. თუმცა, სტალინის ეპოქაში გაიხსნა „მუშტაიდში“ პირველი საბავშვო რკინიგზა – 1935 წელს, მსოფლიოში პირველი და დღემდე არსებობს. იქ ხშირად დავყავდი ბებიას და ის მატარებელი, არაერთხელ მიტარებია.
– ვინ აღმოაჩინა შენში მუსიკალური ნიჭი?
– დედაჩემმა საკმაოდ გვიან ასაკში, 9 წლის შემიყვანა ფორტეპიანოზე. მანამდე, არანაირი შეხება არ მქონია მუსიკასთან. დედის მხრიდან, ბაბუას და – ვიოლა ჯაფარიძე ძალიან კარგად მღეროდა. საოცარი ხმა ჰქონდა. მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდა მუსიკალური საზოგადოება და მეც იქ ვიყავი ხოლმე. ვუსმენდი, როგორ უკრავდნენ და  მღეროდნენ. მე მაშინ არც ვმღეროდი და არც ვუკრავდი, მაგრამ ეს ყველაფერი გავლენას ახდენდა ჩემზე. ახლა მუსიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მახსოვს, დედამ რომ ფორტეპიანოზე მიმიყვანა, იმ დღიდან ძალიან მონდომებული ვიყავი. სამუსიკო სემინარია დავამთავრე და ახლა კონსერვატორიაში ვსწავლობ. საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს რომ ვუდირიჟორე, დებიუტი იყო. თუმცა, მათთან ერთად ფორტეპიანოზე ადრე დამიკრავს. ასევე, სამუსიკო სემინარიის სტუდენტურ ორკესტრს, 2012 წლიდან დღემდე ვდირიჟორობ. ერთი წლის წინ, ფინეთში, ჩეხეთში, უნგრეთსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში, მივიღე სადირიჟორო მასტერ-კლასები, მათ შორის, ცნობილი რუსი დირიჟორის, ალიმ შახისგანაც. ჩვენთან, კონსერვატორიაში, სამწუხაროდ, საორკესტრო-სადირიჟორო ფაკულტეტი არ არის. ამიტომ, ვფიქრობ, სწავლა უცხოეთში გავაგრძელო. ამაზე, ინტენსიურად ვფიქრობ.
– ანუ, უცხოეთში აპირებ კარიერის გაგრძელებას?
– რაღაც გზებს ვეძებ და იმედია, უახლოეს მომავალში შევძლებ უცხოეთში სწავლის გაგრძელებას. თუმცა, ჯერ არ ვიცი, სად. მერე კი, აუცილებლად დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში.
– როცა, შენს სახელს და გვარს – იოსებ ჯუღაშვილს იგებენ, როგორი რეაქცია აქვთ? თუ ინტერესდებიან, რატომ გქვია დიდი სტალინის სახელი?
– რომ იგებენ, იოსებ ჯუღაშვილი ვარ, მეკითხებიან, სტალინის რა ხარ, რომელი შვილის შთამომავალიო და დადებითად ხვდებიან ამას.  სხვათა შორის, უცხოეთშიც იგივე რეაქცია ჰქონდათ ჩემი სახელისა და გვარის გაგონებაზე. მე, სტალინის პირველი შვილის, იაკობის შთამომავალი ვარ, რომელიც სამამულო ომში დაიღუპა. ბაბუაჩემი მისი შვილი გახლდათ. მე მეოთხე თაობა გამოვდივარ.
– ამბობ, დედის მხრიდან დამყვა მუსიკალური ნიჭიო. თუმცა, გადმოცემით ვიცი, რომ თავად სტალინიც საკმაოდ კარგად მღეროდა და სმენაც ჰქონდა. მისგანაც ხომ გაქვს გენეტიკურად ეს ნიჭი?
–  გეთანხმებით, სტალინი კარგად მღეროდა და სმენაც და ხმაც კარგი ჰქონდა.  სხვათა შორის, ჯუღაშვილის შთამომავლებიდან, მხოლოდ მე წავედი მუსიკალური ხაზით. მის შესახებ ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ ვიცი ასეთი ფაქტი. ქართული გუნდი ჩასულა მოსკოვში. რეპეტიციას სტალინიც დასწრებია და მეორე ხმა მათთან ერთად უმღერია. გაოგნებულები დარჩნენ თურმე. არავინ ელოდა მისგან მსგავს რამეს. ის ისეთი გენიოსი იყო – ისტორიული ფიგურა, ფენომენალური ტვინის პატრონი, რომ არ მიმაჩნია, მისგან რამე გამომყვა. თუმცა, ვინ იცის, წლები რომ მომემატება და გავიზრდები, იქნებ მერე აღმომაჩნდეს მისი გენეტიკიდან რამე (იცინის). თუმცა, ვიცი, პოლიტიკაში ნამდვილად არ წავალ და არანაირ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებასაც არ ვგეგმავ.
– სახლში თუ გაქვს შემორჩენილი ისეთი ნივთები, რომელიც დიდ ბაბუას, სტალინს ეკუთვნოდა?
– მხოლოდ ერთი წერილი მაქვს მისი, რომელიც იმერეთში, თავის მასწავლებელს, პეტია კაპანაძეს გაუგზავნა. მოსკოვიდან მოსწერა, როგორც შეგპირდი, გიგზავნი დახმარებას, 200 მანეთსო. ეს შეუფასებელი განძია ჩემთვის, რომელსაც ვერავის მივცემ და ვერც სახელმწუფო მუზეუმს გადავცემ. სახლში ერთი რამ მაქვს მისგან შემორჩენილი და მას ვერ დავთმობ. ზოგჯერ, რომ დავფიქრდები, ვისი შთამომავალი ვარ, ვხვდები, რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია. ფაქტია, ყოველი მეორე სტალინი არ არის და მოგატყუებთ, რომ გითხრათ, მისი შთამომავლობა ჩემზე გავლენას არ ახდენს-მეთქი. თუმცა, მხოლოდ პოზიტიურს. ცუდს ყველაზე ამბობენ და როცა ასეთ, უზარმაზარი მასშტაბების პოლიტიკოსზე ამბობენ, არ მსიამოვნებს, მაგრამ, რა გასაკვირია.
– გავიგე, საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა გყავს. ასეა?
ამის ნაკლებობას არ განვიცდი, მაგრამ მე შეყვარებული მყავს და მისი ერთგული ვარ. საკმაოდ დაკავებული ვარ, მაგრამ ვცდილობ, ყურადღება არ მოვაკლო. სემინარიაში გავიცანი, ისიც მუსიკოსია. ჯერ ურთიერთობის დაკანონებას არ ვგეგმავთ. ასე რომ, რომანტიკულიც ვარ და საჩუქრებითაც ვანებივრებ, როცა საშუალება მაქვს. მაგრამ, არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი და მეტს არაფერს გეტყვით, ტყუილად არ ჩამეძიოთ (იცინის).
– კარგი, თემა შევცვალოთ... შენი მეზობლობა როგორი რთული იქნება წარმომიდგენია. რომ მიუჯდები ფორტეპიანოს, ალბათ, დროს არც კი აქცევ ყურადღებას. ასეა?
– ჩემი მეზობლობა სულაც არ არის რთული. რომ ვეკითხები: ხომ არ გიშლით ხელს-მეთქი, მეუბნებიან: შენ ოღონდ დაუკარი და მაგაზე ხმას როგორ ამოვიღებთო (იცინის). ყოფილა მომენტი, ღამის სამ საათზე გამღვიძებია და მომდომებია დაკვრა, მაგრამ მეზობლების მომრიდებია. ყოფილა დღე, 6-7 საათი დამიკრავს ფორტეპიანოზე და ვერც მიგრძნია. თუმცა, მე პიანისტობას არ ვაპირებ, დირიჟორობა მინდა და ამ მხრივ, მეზობლები გადარჩნენ (იცინის). როცა სცენაზე ორკესტრს ვდირიჟორობ, სამყაროს ვწყდები, სხვა განზომილებაში ვარ და მხოლოდ ორკესტრს და დარბაზის ენერგეტიკას ვგრძნობ ზურგიდან. თუმცა, თავს არ ვკარგავ (იცინის). 70-80 ადამიანი თვალებსა და ხელებში რომ გიყურებს და უკნიდან, მთელი დარბაზის ენერგეტიკას გრძნობ, ხომ წარმოგიდგენიათ, ეს როგორი პასუხისმგებლობაა. ვოცნებობ, ქალბატონ ელისო ვირსალაძესთან ვიდირიჟორო და იმედია, ეს ოცნებაც ამიხდება.  
скачать dle 11.3