კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 ნეკის ზომა და პიროვნება

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

სხვადასხვა ადამიანს ნეკი განსხვავებული ზომის აქვს.  შეიძლება თუ  არა, ეს რამეს ნიშნავდეს?
დღეს ხელზე მკითხაობა ნაკლებად პოპულარულია. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ნეკის ზომა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის ტიპაჟს და მისი ხასიათის თავისებურებებს.
მაშ ასე, ადამიანის ნეკის ზომა სამ ტიპად იყოფა. ამ კონკრეტულ თავისებურებას ბევრი რამის თქმა შეუძლია პიროვნებაზე.
ტიპი  პირველი
თუ თქვენი ნეკი არათითის პირველ ფალანგას სწვდება, ეს ნიშნავს, რომ ძალიან გაწონასწორებული და ორგანიზებული ხართ; წესრიგისადმი  შინაგანად მიდრეკილი; გიყვართ, როცა ყოველ ნივთს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი.  თავს არიდებთ ქაოსს. გაურკვევლობამ შეიძლება, წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. გადაწყვეტილებებს სწრაფად ვერ იღებთ. თქვენი თავდაჯერებულობა კი საკუთარი პიროვნების ღრმა შეცნობიდან მოდის. ეს სხვებისგან გამოგარჩევთ.
ტიპი მეორე

თუ თქვენი ნეკი არათითის პირველი ზოლის ოდნავ დაბლაა. ანუ, საკმაოდ პატარაა  – ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ხართ. მუდამ ცდილობთ, დაეხმაროთ მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. თუ ვინმეს ენდობით, ამას უპირობოდ აკეთებთ.
სხვების ემოციებიც კარგად გესმით. კონკრეტულ შემთხვევაში. შეგიძლიათ, საკუთარი თავი დააყენოთ მათ ადგილას. ეს იშვიათი თვისებაა.
ასე გააგრძელეთ. ცოტა ვინმეს თუ შეუძლია, თქვენსავით გასცეს სითბო.
ტიპი  მესამე
თუ თქვენი ნეკი არათითის ზედა ხაზზე გრძელი, ანუ სტანდარტულ ზომაზე დიდია – თავდაუზოგავი ხართ ყველაფერში, იქნება ეს სამსახური თუ პირადი ურთიერთობები. განსაკუთრებულად გულუხვი ხართ. შეგიძლიათ, საიდუმლოს შენახვაც. საზოგადოებაში იქცევით ტაქტიანად. ადამიანებისგან სიკეთის სანაცვლოდ, სამართლიან და კარგ განწყობას ითხოვთ. მოგწონთ ისეთ გარემოცვაში ყოფნა, სადაც სიყვარულს, სითბოს გიძღვნიან და გიღებენ ისეთს, როგორიც ხართ.
скачать dle 11.3