კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 როგორ აარიდა სტალინმა საბჭოეთს დიდი ომი ამერიკის შეერთებულ შტატებთან

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

სტალინი, ისევე როგორც მისი ამერიკელი და ბრიტანელი კოლეგები, გლობალური მსოფლიო პოლიტიკის მამოძრავებელი იყო და რუზველტზე, ჩერჩილსა და ჰიტლერზე უკეთ ერკვეოდა ამ პროცესებში. სწორედ ამან განაპირობა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადანაწილებულ მსოფლიოში, საბჭოთა ბელადს ბევრად მეტი ტერიტორია შეხვდა, ვიდრე სხვებს, ჰიტლერი კი განადგურდა და ყველაფერი დაკარგა.
საბჭოთა ბელადის ასეთი გეოპოლიტიკური წარმატება, რა თქმა უნდა, საბჭოთა ქვეყნის რეალური სამხედრო-ეკონომიკური ძლიერება და მისი დიდი პოტენციალი იყო. თუმცა, ყველაფერ ამას მიზანმიმართული გამოყენება სჭირდებოდა და ყველაზე ძლიერი სწორედ ამაში იყო საბჭოთა ბელადი. ძლიერი მმართველობის უნარის პარალელურად, სტალინს ჰქონდა უნიკალურესი ნიჭი იმისა, წინასწარ განეჭვრიტა მოვლენები, სწორად დაეგეგმა მიზნისკენ მიმავალი გზა და აბსოლუტურად ზუსტად შეერჩია ის ადამიანები და ხელი შეეწყო მათთვის, ვინც ამ მიზნის განხორციელებას შეძლებდა. ამის ნათელი მაგალითია ჩრდილო კორეის მუდმივ პრეზიდენტად შერაცხილი კიმ ირ სენი, რომელიც, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, თავიდან ბოლომდე სტალინის პროექტი გახლდათ.
1912 წელს დაბადებული კიმ სონ ჩუ (მოგვიანებით კიმ ირ სენი) სტალინზე 33 წლით უმცროსი იყო. საბჭოთა ბელადმა, იაპონელ ოკუპანტებთან მებრძოლი, 20 წლის პარტიზანის შესახებ, 1932 წელს შეიტყო, როცა ეს მედგარი და მამაცი ყმაწვილი ჩინელთა შეიარაღებულ რაზმს ჩაუდგა სათავეში და იაპონელ ოკუპანტებს სიცოცხლეს უმწარებდა. საბჭოთა ბელადს კორეის მომავალი, უკვდავი მმართველის ამბავი ნაუმ სორკინმა შეატყობინა თავის პატაკში, რომელიც იაპონელების წინააღმდეგ მებრძოლ პარტიზანულ რაზმებს კურატორობდა და ყოველმხრივ ეხმარებოდა მათ. სორკინი გამოცდილი ჩეკისტი იყო და მოგვიანებით, საბჭოთა სადაზვერვო რეზიდენტურას ხელმძღვანელობდა შორეულ აღმოსავლეთში. სორკინის პატაკში დაწვრილებით იყო აღწერილი კიმის საგმირო საქმეები და მოღვაწეობა. ბოლოს კი დართული ჰქონდა მისი პიროვნული დახასიათება, სადაც ეწერა: „კიმი პატივმოყვარეა და თავისი ამ გრძნობის დასაკმაყოფილებლად, სიკვდილსაც არ უფრთხის. განსაკუთრებით სძულს იაპონელები, რადგან მამამისი იაპონურ ციხეში გარდაიცვალა და სწორედ ამიტომ უსწორდება მათ გამორჩეული სისასტიკითო“. სტალინმა, რომელმაც კარგად უწყოდა შეიარაღებული, არალეგალური ბრძოლის ყველა ნიუანსი და არც ადამიანების ამოცნობა გახლდათ მისთვის პრობლემა, კიმთან პირადად შეხვედრის სურვილი გამოთქვა და ამის შესახებ სორკინს აუწყა. ნაუმ სორკინი იხსენებდა: „სტალინმა ხაბაროვსკში დამირეკა და მოკლედ მითხრა:
– ამხანაგო სორკინ, ერთი, თქვენი კორეელი გმირი მაჩვენეთ. პირადად მინდა მისი გაცნობა და ერთ კვირაში ჩემთან, კრემლში გელოდებით.
კიმის ნახვა არც თუ ისე იოლი იყო, რადგან მუდმივ ბრძოლებში მყოფი თავის რაზმთან ერთად, დისლოკაციის ადგილს ხშირად იცვლიდა, მიუხედავად ამისა, 21 წლის კიმი უკვე ორი დღის შემდეგ, ჩემს კაბინეტში იჯდა და სტალინის სურვილი რომ გადავეცი, გულწრფელად გაუკვირდა. თან, უზომოდ გაუხარდა, რადგან ბელადს უკვე მთელი მსოფლიო იცნობდა, მათ შორის, ახალგაზრდა კიმიც.
– რით დავიმსახურე მისი ასეთი დიდი ყურადღება? – მორიდებით მკითხა კიმმა. მე კი ღიმილით მივუგე:
– ამას ის პირადი აუდიენციისას გეტყვით-მეთქი.
დანიშნულ დროს მე და კიმი სტალინს ვეწვიეთ. იმ პერიოდში კიმმა ჯერ კიდევ არ იცოდა რუსული, რომელიც რამდენიმე წელიწადში ბრწყინვალედ აითვისა. ამიტომ, მე თარჯიმნის ფუნქციასაც ვასრულებდი და მათ დიალოგს, რომელიც ორ საათს გაგრძელდა, ბოლომდე დავესწარი. სტალინის უბრალოებამ, ყოველმხრივმა ერუდიციამ და ჩინურ-კორეული საკითხის სიღრმისეულმა ცოდნამ, ძლიერ მოხიბლა კიმი. ის აღფრთოვანებული იყო საბჭოთა ბელადით. გამომშვიდობებისას სტალინმა უთხრა:
– ჩვენ, კომუნისტები, ყოველთვის საბრძოლო ფსევდონიმებს ვატარებდით. ვფიქრობ, თქვენ სახელი „ერთადერთი ვარსკვლავი“ მოგიხდებათ და თუ თანახმა ხართ, ამიერიდან ასე მოგმართავთო.
„ერთადერთი ვარსკვლავი“ კორეულ ენაზე ასე ჟღერს – „ხან ბერ.” მოსკოვიდან დაბრუნებული კიმი ახალი სახელით წარუდგა იაპონელებს და „სტალინის ნათლულმა“ მათი მუსვრა გააორმაგა...“
კიმ ირ სენი კორეულად „ამომავალ მზეს“ ნიშნავს და საგულისხმოა, რომ ეს ფსევდონიმიც, რომელსაც უკვე მთელ პლანეტაზე იცნობენ, კიმს სტალინმა უწოდა, მხოლოდ მოგვიანებით. მაშინ, როცა კიმი ჩრდილო კორეის მმართველად დაინიშნა და საბჭოთა ბელადის გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთი, მთავარი ფიგურა გახდა, ჩინელ მაო ძე დუნთან ერთად.
სტალინს კიმი, ისევე როგორც მაო, თავისი გლობალური პოლიტიკის განსახორციელებლად სჭირდებოდა, აზიასა და კორეის ნახევარკუნძულზე  და დაინახა რა მათში შესანიშნავი შემსრულებლები და ლოიალური პიროვნებები, ყოველმხრივ უწყობდა მათ ხელს. კორეა ჯერ კიდევ პოტსდამის კონფერენციაზე გაყვეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად – ჩრდილოეთი საბჭოეთის, სამხრეთი კი ამერიკის შეერთებული შტატების პროტექტორატში გადავიდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი საინტერესო ფაქტებს ყვებოდა: „ჰიტლერის განადგურების შემდეგ, იაპონიის დამხობა უკვე ეჭვს არავისთვის იწვევდა. ამიტომ, პოტსდამში გადაწყდა, რომ ჯერ კიდევ იაპონელების ოკუპაციის ქვეშ კორეას ორ ნაწილად გაყოფდნენ. ჯერ კიდევ პოტსდამში ვიმყოფებოდით, როდესაც სტალინს ვკითხე:
– კობა, ერთი ის მითხარი, რაში გვჭირდება კორეის კისერზე ჩამოკიდება. ხომ ნათელია, რომ მას ჩვენ უნდა დავეხმაროთ. ევროპა სხვაა, იქ სასიცოცხლო ინტერესები გვაქვს, მაგრამ იქ?
– კორეა ჩვენი კოზირია ამერიკის წინააღმდეგ. ხომ არ გგონია, რომ ჩვენი მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება. ისინი კვლავ მოინდომებენ ჩვენს დამარცხებას და ომზეც კი წავლენ. ასეთ შემთხვევაში კი, კორეის კარტს გავითამაშებთო.
დეტალებში აღარ შევსულვარ, თუმცა, ბოლომდე ვერ ჩავწვდი სტალინის კომბინაციას“.
საბჭოთა ბელადის გათვლა მარტივი და გენიალური იყო. როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბჭოეთს ატომური შანტაჟი დაუპირა და ომის საშიშროებამ პიკს მიაღწია, სხვა საშუალებებთან ერთად, სტალინმა კორეის კარტი გაათამაშა. 1950 წლის მარტში „ამომავალი მზე“ კრემლში სტალინს შეხვდა და პირისპირ ესაუბრა. 25 ივნისს კი, ჩრდილო კორეამ სამხრეთს დასცხო მოულოდნელად. ომი გაჩაღდა და მასში უშუალოდ ამერიკელები ჩაებნენ. ამით სტალინმა ამერიკის ყურადღება საბჭოეთს მოაცილა და რადგან ამერიკის შეერთებული შტატები ორ ფრონტზე ვერ იომებდა, საბჭოთა კავშირს ომი აარიდა. ამაში კი სტალინის „ნათლულმა“, „ამომავალ მზედ“ წოდებულმა, კიმ ირ სენმა შეასრულა მთავარი როლი.
скачать dle 11.3