კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 როგორ ამოაღებინა ბერიამ სტალინს საქართველო ატომური ობიექტების სიიდან

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე ცრუმოწმე, მოღალატე გენერალმა ვსევოლოდ მერკულოვმა ასე „გაამყარა“ ბერიას „ულტრანაციონალიზმის“ ბრალდება და თქვა: „1952 წელს მე და სერგო გოგლიძე ბერიას აგარაკზე ვვახშმობდით. საუბარი სხვადასხვა თემაზე მიმდინარეობდა. ერთ-ერთი საკითხი გახლდათ ატომური რეაქტორების მშენებლობა, რომელიც სტალინის მოთხოვნით უნდა დაწყებულიყო საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, საქართველოშიც. გოგლიძე, ბერიას მარჯვენა ხელი იყო და მრავალ საქმეში ეხმარებოდა მას, მათ შორის, ატომურ მშენებლობაშიც. ამიტომ, სერგო უამრავი საიდუმლოს  საქმის კურსში იყო და დიდ ინფორმაციას ფლობდა. ატომურ მშენებლობას რომ შეეხნენ, გოგლიძემ აღფრთოვანებით უთხრა ბერიას:
– რა კარგია, ლავრენტი პავლოვიჩ, რომ ურანის გამამდიდრებელი ერთ-ერთი საწარმო, საქართველოში უნდა აშენდეს.
– რატომაა კარგი? – ჰკითხა ბერიამ.
– მეტი ხალხი დასაქმდება, ბიუჯეტი გაიზრდება, ინდუსტრია გაფართოვდება, – მიუგო გოგლიძემ.
ბერიამ თავი გააქნია და უთხრა:
– ატომური ინდუსტრია არ გვჭირდება საქართველოში. არც ასეთი დასაქმება მოგვიტანს ხეირს და ძალიან სარისკოა ატომური ფული.
– რატომ? – ვერ მიხვდა სერგო.
 – იმიტომ, რომ შემთხვევითობისგან არავინ, არასდროსაა დაზღვეული. წარმოიდგინე, რა მოხდება, ერთ-ერთ ასეთ საწარმოში აფეთქება ან მცირე რადიაციული გაჟონვა რომ მოხდეს? ეს ხომ კატასტროფაა? ამიტომ, ჯობია, რეაქტორები რუსეთის უკიდეგანო სივრცეებზე ავაშენებთ. იქ დიდი ზიანი არ მოგვადგება. აქ კი,  დიდი უბედურება დატრიალდება – აი, რატომ.
ამ ფრაზის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბერია არაკეთილსინდისიერი კაცი იყო. მეტიც, მას რუსები სძულდა და არაფრად მიაჩნდა, თუკი ისინი რადიაციით დაავადდებოდნენ. სამაგიეროდ, ქართველებს უფრთხილდებოდა თვალის ჩინივით და ყოველთვის იმას ცდილობდა, მათთვის მცირედი საფრთხეც კი აერიდებინა თავიდან...“
მერკულოვი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა სიცოცხლის შენარჩუნებას, ვერც ამ „მხილებამ“ გადაარჩინა. „ენკავედეს“ გენერალი „ბერიას საქმეზე“ მაინც დახვრიტეს. გაურკვეველია, ბერიამ მართლა ასე პირდაპირ „გასწირა“ თუ არა რუსები და მათი ტერიტორია რადიაციისთვის. თუმცა ფაქტია, რომ 1952 წლის მიწურულს, ატომური ობიექტების სამშენებლო სიიდან საქართველო მართლაც მოულოდნელად ამოიღეს და ეს ყოველივე ბერიას ძალისხმევით განხორციელდა. როგორც განსაიდუმლოებული საბუთებიდან ირკვევა, ბერიამ სტალინი დაარწმუნა, რომ საქართველოში ატომური ობიექტის მშენებლობა ოთხჯერ უფრო ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე ციმბირსა და ურალში. სტალინი კი თითოეულ კაპიკს უფრთხილდებოდა. ბერიას ნებას დაჰყვა და ობიექტის მშენებლობა ციმბირში გადაიტანა. საბჭოთა ატომური ბომბის „მამა“, აკადემიკოსი ეგორ კურჩატოვი იხსენებდა: „ბერიამ სტალინს რკინის არგუმენტები წარუდგინა და ამგვარად გადააფიქრებინა საქართველოში ატომური მშენებლობა. საქმე ის იყო, რომ ყოველ ახალ ასეთ ობიექტს, დამხმარე ინფრასტრუქტურა სჭირდება. ასეთი ინფრასტრუქტურა საქართველოში არ იყო განვითარებული. მის განვითარებას კი, დრო და დიდი სახსრები სჭირდებოდა. ბერიამ სულ კაპიკ-კაპიკ დაუთვალა სტალინს მთელი „სმეტა“ (ხარჯთაღრიცხვა), რის მერეც ბელადმა საქართველო სიიდან ამოიღო და ობიექტი ციმბირში გადაიტანეს. ამ საუბარს მეც ვესწრებოდი და ბერიას ვეთანხმებოდი“.
საგულისხმო ფაქტია ის, რომ სახელოვანმა საბჭოთა აკადემიკოსმა ეგორ კურჩატოვმა ერთი დეტალი გამოტოვა, რომელიც ნათელს ჰფენს მთელ ამ საქმეს. როდესაც სტალინი ატომური ობიექტების მშენებლობის სიასა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებდა, ბერია იმ პერიოდში ორკვირიანი მივლინებით იმყოფებოდა სკანდინავიის ქვეყნებში. ამ პროექტის ტექნიკურ-ფინანსური დირექტორი იური ნოინი იყო. მან ბერიას მიერ წინასწარ დატოვებულ, მის (ბერიას) მიერ მოწონებულ სიას საქართველო დაუმატა და სტალინს ამგვარად დაამტკიცებინა. ბერიას არყოფნის პერიოდში, რომელიც (ბერია) ყველა ატომური პროექტის კურატორი იყო, ეს ფუნქცია საკუთარ თავზე სწორედ კურჩატოვს უნდა აეღო, ანუ, აკადემიკოსს არ უნდა დაეშვა საქართველოს ჩართვა ამ სიაში. გადაღლილობის თუ სხვა გაუგებრობის გამო, კურჩატოვს ნოინისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოსკოვში დაბრუნებულ ბერიას კი უკვე სტალინის მიერ დამტკიცებული სია დახვდა. ნოინი სამ დღეში გულის შეტევით გარდაიცვალა. ბერიამ კი კურჩატოვის დახმარებით, სიის კორექტირება მოახერხა და საქართველო ამ სიიდან ამოიღეს. მოგვიანებით, ხრუშჩოვი დორბლების ყრით ამტკიცებდა, რომ ნოინი ბერიას „განგსტერებმა“ მოკლეს. კურჩატოვს კი აიძულებდა, რომ მოწმედ გამოსულიყო ამ ბრალდებაში. თუმცა, ეგორ ვასილის ძემ ხრუშჩოვი უხეშად მოიშორა. ის მსოფლიოში ცნობილი ფიზიკოსი იყო და იცოდა, რომ ხრუშჩოვი თანამდებობიდანაც კი ვერ გადააყენებდა, რადგან საბჭოთა ატომურ ინდუსტრიას უძღვებოდა. თანაც, ბერიასთან ახლობლური ურთიერთობა აკავშირებდა და მისგან ბევრი სიკეთე ახსოვდა. დიდად სავარაუდოა, რომ ბერიამ მართლაც მოაშორებინა ურჩი ნოინი. ისიც დასაშვებია, რომ კურჩატოვმა ეს იცოდა და გაჩუმდა. თუმცა, ბერიას ვერ დაუმტკიცეს ნოინის მკვლელობა და ვარაუდი ვარაუდად დარჩა.
დადასტურებული ფაქტია, რომ ბერიას გეგმით, საქართველო ეკოლოგიურ ზონად უნდა გადაქცეულიყო და მას საამისოდ ოცწლიანი პერსპექტიული გეგმა ჰქონდა, რომელიც ცნობილ მეცნიერებს შეამუშავებინა. ბერიას გეგმით, 1972 წლამდე საქართველოს ყველა ცენტრალური მაგისტრალი და მეორადი დატვირთვის გზები ავტობანიზებული უნდა ყოფილიყო. მთელ ქვეყანაში უნდა გასამმაგებულიყო მწვანე ზონა, ჰაერი, ნიადაგი და წყლები კი, გაწმენდილიყო. ბერია აპირებდა, უმძლავრესი, თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და აღჭურვას უახლესი მოწყობილობებითა და ტრანსპორტით. ბერია, აპირებდა ულტრათანამედროვე კავშირგაბმულობის ქსელის შექმნას საქართველოში და მისი მკვლელობის შემდეგ, მის სეიფში ყველა ეს საბუთი აღმოაჩინეს. ერთ-ერთ ფურცელზე კი, რომელიც სატელეფონო სისტემის განვითარებას ეხებოდა, საკუთარი ხელით ჰქონდა მიწერილი დევიზი: „ტელეფონი – თითოეულ ქართულ ოჯახში!“. ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, ნამდვილად განხორციელდებოდა, რომ არა ბერიას ვერაგული, მუხანათური მკვლელობა.
скачать dle 11.3