კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როდის ებრძვის ადამიანს ყველაზე მეტად ბოროტი ძალა?
პასუხი:
ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი კეთილ საქმეს სჩადის. ეკლესიური ცხოვრების წესს იცავს. წმიდა საიდუმლოებებში იღებს მონაწილეობას, გულითადად ლოცულობს და ასე შემდეგ. ასეთ დროს ბოროტი ძალა, ეშმაკი განსაკუთრებით ძრწის და ცდილობს, ადამიანი ჭეშმარიტი გზიდან გადაიყვანოს.
კითხვა: ჩემი აზრით, ძველი, დანგრეული ტაძრის რესტავრაცია, შეკეთება და აღდგენა უფრო დიდი მადლია, ვიდრე ახლის აშენება. ეს მართალია?
პასუხი
: უფლის მადლი ძველსა და ახალ ტაძარში ერთნაირად არის. მადლი სიმცირითა და სიდიდით არ ფასდება, თუმცა, როდესაც ძველი ეკლესია ინგრევა, მისი გადარჩენა ღმერთსაც სჭირდება და ადამიანებსაც. ძველი ტაძარი ისტორიული სიწმიდეა და მას ჩვენი წინაპრების ლოცვის მადლი ახლავს. ასე რომ, თუ საშუალება არის, ჯერ მართლაც ძველი ტაძრები უნდა აღვადგინოთ და ისინი გადავარჩინოთ, შემდეგ კი, თუ უფალი ინებებს, ახალი ეკლესია ავაშენოთ.
კითხვა: ბოლო დროს ბევრი ჟურნალ-გაზეთი გამოდის წმიდანთა გამოსახულებებით. მათ შორის არის საბავშვო გამოცემებიც. რამდენად მართებულია ეს?
პასუხი:
წმიდანთა გამოსახულებებს პატივითა და კრძალვით უნდა მოვეპყრათ. პატარებს ამის გაცნობიერება უჭირთ, ისინი ხშირად თამაშობენ საბავშვო გამოცემებით – წიგნებით, რვეულებით – ხატავენ, ხაზავენ, აჭუჭყიანებენ მათ. ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ყველანაირ გამოცემაზე წმიდანების დაბეჭდვა. რაც შეეხება უფროსებისთვის განკუთვნილ გამოცემებს, პატივისცემით მოეპყარით წმიდანთა გამოსახულებებს, გაეცანით მათ და შეინახეთ ან სუფთა ადგილზე დაწვით.
კითხვა: როგორ მოვიქცეთ, თუ ვამჩნევთ, რომ მოძღვარი უღირსად იქცევა?
პასუხი:
ეს საკითხი ბოლო დროს აქტუალური გახდა, თუმცა, თუ ადამიანი მორწმუნეა, მან იცის, რომ უპირველესად უნდა სწამდეს უფლის და მას უნდა უერთგულოს და არა რომელიმე კონკრეტულ მოძღვარს, რომელიც თავადაც ადამიანია და შესაძლოა, აქვს გარკვეული ნაკლოვანებები. წმიდა იოანე ოქროპირი გვამცნობს, რომ მადლი გადმოგვეცემა თვით უღირსი მღვდელმსახურის მეოხებითაც. იყავით მშვიდად, ილოცეთ, გქონდეთ უფლის ჭეშმარიტი რწმენა და მოიქეცით ისე, როგორც უფალმა დაგვიბარა. მოძღვრის საქციელს ნუ მიაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას. უფალი თავად მოჰკითხავს ყველას ცოდვებს.
კითხვა: უთანხმოების გამო, სამწუხაროდ, ჩემი შვილის ნათლიასთან აღარ მაქვს კონტაქტი. შეიძლება თუ არა, ბავშვი მეორედ მოვნათლო?
პასუხი:
ადამიანის მეორედ მონათვლა კატეგორიულად არ შეიძლება. რაც შეეხება თქვენს პრობლემას, ილოცეთ თქვენი შვილის ნათლიისთვის, სთხოვეთ უფალს დახმარება და შეეცადეთ, მოაგვაროთ ურთიერთობა.
კითხვა: დიდი ხანი ვოცნებობდი, შური მეძია ერთ ადამიანზე. ეს დღეც დადგა, მაგრამ შურისძიების ნაცვლად, არაფერი შევიმჩნიე. თან სიხარულს ვგრძნობ ამის გამო, თან გულში ვფიქრობ, იქნებ, ეს ჩემი შანსი იყო?
პასუხი:
როდესაც ასეთი შემთხვევა ხდება, უნდა იფიქროთ, რომ ეს მის სასჯელად კი არა ხსნად გევლინებათ. თქვენ აბსოლუტურად სწორად მოიქეცით. თუ ვინმემ შეურაცხგყოთ, თუ თქვენც იმასვე უპასუხებთ, მას ემსგავსებით. ბოროტება კი სიკეთით იკურნება. თქვენი შანსი სწორედ რომ, საუკეთესოდ გამოიყენეთ.

скачать dle 11.3