კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რამდენი ანაბარი აქვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს და ვის აჩუქა მისმა მეუღლემ „თელიანი ველის“ აქციები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე კობა გვენეტაძე 1971 წელსაა დაბადებული. თავდაპირველი უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო (ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით, კვალიფიკაციით ეკონომისტია). 2000 წელს სწავლა ამერიკულ უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც მაგისტრის ხარისხი მიენიჭა ეკონომიკაში.
მისი სამუშაო ბიოგრაფია 1993 წელს დაიწყო გაზეთ „ივერია ექსპრესის“ ეკონომიკურ მიმომხილველად, 1994 წელს კი უკვე ეროვნულ ბანკში მუშაობდა მთავარ ეკონომისტად. 1996-1998 წლებში საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდში გადაინაცვლა – ეკონომისტად.  1999 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ევროპის მეორე დეპარტამენტის სტაჟიორი იყო, მოგვიანებით – ეკონომისტი. 2000-2001 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა; 2001-2002 წლებში – სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ. 2002—2015 წლამდე ვაშინგტონში მუშაობდა – საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროს ეკონომისტად. 2015 წელს „საქართველოს ბანკის“ ეკონომიკური მრჩეველი გახდა. 2016 წლის მარტიდან კი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
თავისი ბოლო დეკლარაცია ბ-ნმა გვენეტაძემ 2017 წელს შეავსო, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, 1973 წელს დაბადებული ირინე კოკაია და აშშ-ში დაბადებული სამი შვილი – მარიამ ელიზაბეტ, სოფიო ელენ და ანა ჯორჯია (სამივენი ვაშინგტონში დაიბადნენ). ბ-ნი გვენეტაძის საკუთრებაა სამი ბინა თბილისში (70, 67 და 63 კვ. მ. ფართობების); ირინე კოკაიასი – მიწის ნაკვეთი და სახლი გარდაბანში (600 და 29 კვ.მ.) და ბინა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე (70 კვ. მ.), ხოლო ცოლ-ქმარი ერთობლივად ფლობს მიწის ნაკვეთსა (763 კვ. მ.) და სახლს (190 კვ. მ.) აშშ-ში, ვაშინგტონის ოლქში. კობა გვენეტაძეს ჰყავს 2014 წლის „ლექსუსი“, ირინე კოკაიას კი  – 2007 წლის „ტოიოტა რავ 4“; ირინე კოკაიასვე ეკუთვნის ლადო გუდიაშვილის 10 000 ლარზე ძვირად ღირებული ნამუშევარი. დეკლარაციის შევსების მომენტში ბ-ნი გვენეტაძე ანაბრებზე ინახავდა: 98 000 ლარსა და 203 612 აშშ დოლარს, დეპოზიტებზე კი – 336 401 აშშ დოლარს.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2016 წლის განმავლობაში კობა გვენეტაძემ ორ თვეში, როგორც საქართველოს ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, 41 666 ლარი აიღო, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა (10 თვის განმავლობაში), 65 000 ლარი, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა (ათ თვეში), 119 047  ლარი; ხოლო ირინე კოკაიამ, როგორც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საოპერაციო ოფიცერმა, 151 145 ლარი.
კობა გვენეტაძემ შემოსავალი, ასევე, მიიღო ორი საცხოვრებელი ფართის გაქირავებით – 3 600 ლარი და 37 800 აშშ დოლარი; 150 000 აშშ დოლარი გადაიხადა საბანკო სესხების მომსახურებაში, 20 000 აშშ დოლარი გაასესხა ზეპირი შეთანხმებით და უპროცენტოდ, ასევე, 40 800 აშშ დოლარად გააქირავა ფართი (მაგრამ ჯერ თანხა არ მიუღია). მისმა მეუღლემ კი გააჩუქა „თელიანი ველის“ 50 აქცია.
რაც შეეხება სხვა გასავლებს: 2016 წლის განმავლობაში კობა გვენეტაძემ ქონების გადასახადად გადაიხადა 6 508 ლარი, მარიამ ელიზაბეტ გვენეტაძის სწავლაში –13 825 აშშ დოლარი, საზაფხულო ბანაკის საფასურად კი – 5 995 აშშ დოლარი; დისშვილის სწავლაში – 4 490 აშშ დოლარი, სოფიო ელენ გვენეტაძის სწავლაში –16 788 ლარი,  სახლის დაზღვევაში – 1 153 აშშ დოლარი, უძრავი ქონების მართვის მომსახურების საკომისიოდ – 3 632 აშშ დოლარი, ბინის რემონტში –18 848 აშშ დოლარი. ოჯახის მოგზაურობა 21 207 ლარი დაუჯდა, სასტუმრო – 2 768 აშშ დოლარი, ლეპტოპები და „აიფონი” – 3 500 აშშ დოლარი. ირინე კოკაიამ მიმდინარე ანგარიშზე დარიცხული სარგებლის სახით 6 528 ლარი მიიღო, ხოლო ქონების გადასახადი 2 576 ლარი დაუჯდა.
скачать dle 11.3