კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 შესაშური აფერა

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

გენგეგმის შუქჩრდილებში 


თბილისის ახალმა და უკვე საქმიანობას შემდგარმა მერმა, მათ შორის, წინამორბედის დროს შექმნილი, არც მეტი, არც ნაკლები, 19 კომისია გააუქმა (ისეთიც კი, რომელსაც დედაქალაქში ძაღლებისთვის სასეირნო ადგილების დაზვერვა ევალებოდა). მეტიც, ზედაც, ზონალობის დამდგენი საბჭოც მიაყოლა (ზონალობის, ანუ იმის დამდგენი, სად რა უნდა აშენებულ-გახსნილიყო).
ამასობაში კი, დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურმა უკვე მიიღო კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ მომზადებული თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტი (რომლის მიხედვითაც უნდა მოეწყოს და განვითარდეს დედაქალაქი, ოღონდ მეტი არ არის იმის მტერი, იმ პროექტით რამე მოეწყოს და განვითარდეს). კომპანიამ დავით ნარმანიას მერობისას გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, მაგრამ რიგ მიზეზთა გამო (რომელთა ჩამოთვლაც და ჩხრეკაც შორს წაგვიყვანს), მისი წარდგენა გადავადდა (ის არა მხოლოდ ადგილობრივმა ექსპერტებმა დაიწუნეს, არამედ თვით საერთაშორისო ექსპერტმაც კი. თვით, ვინაიდან ჩვენთან შინაურ მღვდელს ისევ არ აქვს შენდობა). ოღონდ ამჯერად მხოლოდ ერთ დეტალზე, რაღა დეტალზე – გაქანებულ აფერაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.
გენგემის პროექტის ბოლო ვერსიით, კომპანია („სითი ინსტიტუტ საქართველო“) ასევე, წყვეტს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ელიავას ბაზრობა, ანუ კერძო ბიზნესი (სავარაუდოდ, მათ ისეთივე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ კონსტიტუციის ნორმებზე, როგორც მე მარსის წარმოშობაზე). ანუ თავად შეურჩიეს ორი ახალი ადგილმდებარეობა (გაყოფა ჯობია ბიზენსისთვისო), თანაც, სხვების კერძო საკუთრება. მათგან ერთი – ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა – საერთოდაც, სადავოა და სასამართლოს მიერაა დაყადაღებული (ყოფილი მფლობელი მოქმედს ბიზნესის წართმევაში სდებს ბრალს და ერთი სასამართლო პროცესი უკვე მოუგო კიდეც). რაც შეეხება აფერას: გენგეგმის პროექტში მითითებულია, რომ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მფლობელმა 2016 წელს წერილით მიმართა დედაქალ©აქის მერიას და ქარხნის ტერიტორია (72 ჰექტარი) აჩუქა. რეალურად კი, ხსენებულ წერილში (ქარხნის მეპატრონე) მერიას სთხოვს, გენგეგმის პროექტში მისი ინტერესი გაითვალისწინონ (საცხოვრებელი კორპუსებისა და სავაჭრო ცენტრის აშენებას ვგეგმავთო).
სავარაუდოა, რომ კომპანიის („სითი ინსტიტუტ საქართველოს)“ ეჭვით, თბილისელებმა კითხვა არ იციან (არც წაკითხულის გააზრება), მაგრამ იმედია, რომ ახალი მერი გენგეგმის პროექტსაც ჩახედავს და ძაღლების სასეირნო ადგილების დამდგენი კომისიის გზასაც გაუყენებს. –
скачать dle 11.3