კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 განტვირთულები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „ტაშკენტიდან მოდის ქარავანი“ 


გასულ კვირას ამ ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას დაუჭირა მხარი, მოტივით (მომყავს ციტატა): „პირის უფლება, თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს“,
აღნიშნული სარჩელი მოქალაქე გივი შანიძეს ეკუთვნოდა და, ცხადია, მას სამართლებრივ დახმარებას, ვინ თუ არა, „გირჩი“ უწევდა.
ერთი სიტყვით, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარების ფაქტი ნაკლები საფრთხის შემცველია საჯარო ინტერესისთვის (ასემც გიქნიათ, მშობელი დედაც ვერ გიცვნიათო?!) და თავისუფალი საზოგადოება ვერ შეუქმნის ბარიერებს პირს, თუკი მარიხუანის მოხმარება სურსო (პერიფრაზი ჩემია – საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტში ეს აზრი გაცილებით რთულადაა ჩამოყალიბებული).
სხვათა შორის, მოსარჩელე (შუბლაძე) თავის სარჩელში შენიშნავდა, რომ, რაკი საქართველოს კონსტიტუციის მეთექვსმეტე მუხლით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა მის სწორედ ამ უფლებას ზღუდავდა (თავისუფლად ვერ ვვითარდებოდით, მაშასადამე).
მოკლედ რომ ვთქვა, ამიერიდან მარიხუანის მოხმარება თავისუფლად შეგვიძლია (ოღონდ ისაა, რომ 70 გრამზე მეტი მარიხუანის ფლობა კვლავაც ითვალისწინებს სასჯელად თავისუფლების აღკვეთას). ხოლო, თუ გავიხსენებთ „გირჩის“ კიდევ ერთ იდეაფიქსს, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახური ზღუდავს მოქალაქის უფლებებს, სავარაუდოა, რომ შემდეგი სარჩელი სწორედ ამ თემას მიეძღვნება. აქედან გამომდინარე კი, მინდა, დავამშვიდო „ჯაველინებით“ შეშფოთებული ჩვენი ოკუპანტები, სახელდობრ, ჩვენ აწი „კაიფში“ განტვირთულები თუ მოვაწყობთ ავანტიურას. –
скачать dle 11.3