კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 აქტი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

„აბა, მუშტი-კრივში მნახე, ვინა ვარ” 


გასულ კვირას ჩვენი გულები ისევ შეშფოთდა და იგი, იმ ფოტო და ვიდეომასალამ შეარყია, რომელზეც საქართველოს მოქალაქის (მამრობითის), ასევე, მამრობითი სქესის მოქალაქეზე „დაქორწინების“ ამბავი იყო აღბეჭდილი, ოღონდ აქტი („ქორწინებისა“) ოკეანის გაღმა გაიმართა (ანუ ინფარქტს გადავრჩით!).
გასაკვირი იმ საუკუნეში, როდესაც რამსებიც აირია და სქესებიც, არაფერი იქნებოდა და, თუ გულზე ხელს დავიდებთ, არც აღსაშფოთებელი (ქართული ხალხური მოტივებით: თავშიც ქვა უხლიათ და მუცელში სამართებელიო), რომ არა ის ფაქტი, რომ ზემონახსენები ცერემონიალი ჩოხა-ქამარ-ხანჯალში გაიმართა (ის ეცვა ორივეს და პირადად ჩემთვის გაუგებარი დარჩა სწორედ ხანჯლების როლი და დანიშნულება).
ჰოდა, ჩოხა-ახალუხის გამოჩენამ საზოგადოების ნაწილი ფრიად აღაშფოთა (ხელები შორს ეროვნული სამოსისგანო!), მეორე ნაწილი კი (ძირითადად, წყვილის მიმლოცველები – გემრავლოთ და გებედნიეროთო, თუმცა აი, გამრავლების პერსპექტივა ცოტა ბუნდოვანია), პირიქით, შეაფრთიანა (ასე მოუხდება ჩოხასო!).
მოგვიანებით, გაირკვა, რომ მხოლოდ ერთი ჩოხიანი გახლავთ ჩვენი თანამემამულე (ანუ საქართველოს მოქალაქე), მისი რჩეული იტალიელია და ეროვნული სამოსიც განზრახ ჩაუცვამთ („ბნელი“ ქართველების გასაღიზიანებლადო).
ცხადია, ყველამ თავისი საქმისა და ბედნიერების იცის, თუმცა, რაკი „ეროვნული“ ხაზი აქტუალურია, მე რომ მკითხოთ, ამ რიტუალს კინტოს სამოსი დააკვდებოდა: ეროვნულიც იქნებოდა და ტრადიციულიც. –
скачать dle 11.3