კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 როგორ ცხოვრობს წლების განმავლობაში სრულიად მარტო მანანიკო ცენტერაძე და ვის გარეშე გატარებული წლები გახდა მისთვის უმძიმესი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 მანანიკო ცენტერაძე პროექტის „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ ერთი-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი მონაწილეა. ძალიან კარგი გამოსვლით ის არა მხოლოდ ჟიურის დადებით შეფასებებს იმსახურებს, ასევე უამრავი გულშემატკივარი ჰყავს როგორც კულისებში, ასევე მაყურებელთა შორისაც. ვისაც სურს, მანანიკოს ნამღერის კიდევ ბევრჯერ მოსმენა, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე: 0 903 300 358.
მანანიკო ცენტერაძე:
დავიბადე ფოთში. 15 წლის ასაკში საცხოვრებლად გადმოვედით თბილისში. მერე კი მთელი ოჯახი: ჩემი ძმა, მშობლები, მამა და ვისთანაც გავიზარდე, ყველანი უცხოეთში წავიდნენ. თბილისში გადმოცხოვრებაც ისე უცებ მოხდა: დედაჩემმა აიღო ეს საკუთარ თავზე. მითხრა, ჩაალაგე ჩანთა და წავედით თბილისშიო.
– რთული იყო ახალ გარემოსთან შეგუება?
– ძალიან რთული, რადგან ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. დედაჩემის ძმამ თავისი ოჯახისთვის ნაყიდი ბინა დაგვითმო და ფაქტობრივად, ცარიელი კედლები იყო. ფოთში დავამთავრე მუსიკალური შვიდწლედი საფორტეპიანო განხრით. სხვა მუსიკალური განათლება არ მაქვს, უბრალოდ, დედა მუსიკოსია – საგუნდო-სადირიჟორო აქვს დამთავრებული. ორწლინახევრის ვიყავი, როცა პირველად ფოთის თეატრის სცენაზე ვიმღერე – იყო ასეთი ანსამბლი „თეთრი თოლია“. გავხდი საერთაშორისო ფესტივალის დედოფალი. ამის შემდეგ იყო სხვადასხვა კონკურსი, წარმატებები. შემდეგ „იმედის ტალღა“, „ახალი ხმა“, „X ფაქტორი“, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა.
– ამ ყველაფერმა დაგიტოვა გარკვეული იმედგაცრუება?
– იყო ეს იმედგაცრუება, თან ძალიან დიდი.  დავითრგუნე. სანამ ამ პროექტში მოვიდოდი, მანამდე ვფიქრობდი, რომ საქართველოში აღარ მივიღებდი კონკურსებში მონაწილეობას, რადგან აქ რამდენჯერმე არ გამიმართლა.  მერე ამ პროექტის ფორმატი მომეწონა. იმისთვის, რომ შენ დადგე პირდაპირ ეთერში, არავის გადაყვანა არ გჭირდება ტურიდან  ტურში. ხალხს სთავაზობ მზა პროდუქტს და გაფასებს ხალხი. ეს ჩემთვის უფრო ობიექტური პირობებია, ვიდრე ის, რომ ვიღაცამ გადაგიყვანოს ან არ გადაგიყვანოს – გადაწყვიტოს შენი ბედი. გარდა ამისა, ჩემი ამ კონკურსში მონაწილეობა რამდენიმე ადამიანის დამსახურებაა, რომლებმაც მთლიანად გადამიტრიალეს ტვინი. ცოტა თვითშეფასებაც დაწეული მქონდა ამ კონკურსების გამო, თან, სულ გადარბენაზე ვიყავი და ეს საკითხი დავრთგუნე ჩემში. რამდენიმე მეგობარმა გადამაწყვეტინა და  თვითშეფასებაც ძალიან ამიმაღლეს.
– პირდაპირი ეთერის დროს ბევრი ცნობილი ადამიანი გგულშემატკივრობს, მათ შორის, მახსოვს, იყო თეონა თავართქილაძე, რომელმაც კარგი კომენტარი გააკეთა შენ შესახებ. იცნობ მათ ან რამე გაკავშირებს მათთან?
– არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ  „X ფაქტორის“ ბექ-ვოკალში ვიყავი სამი წელი, შემოქმედებით ჯგუფთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მქონდა. პროექტს მიღმა არც თეონა თავართქილაძესთან და არც სხვა ცნობილ ადამიანთან არ მქონია ურთიერთობა – ვინმესთან ვმეგობრობდე ან ნათესაური, მეგობრული კავშირი მქონდეს, ასე არ არის. კიდევ უფრო მეტად სასიხარულოა, როცა სრულიად უცნობი ადამიანები მიჭერენ მხარს.
– როდესაც შენი ოჯახის წევრები გადავიდნენ უცხოეთში საცხოვრებლად და დარჩი მარტო, ალბათ, გაგიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება.
– ის წლები, ოჯახის გარეშე რომ გავატარე, ჩემთვის უმძიმესია. ჯერ ძმა წავიდა, შემდეგ დედა და დავრჩით მე და მამა, რომელსაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა. მე და მამას ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ორს, მარტოებს მოგვიწია გარდამტეხი წლების გატარება. ყველაფერი დაემთხვა პრობლემებს – როგორც ფინანსურს, ასევე მორალურს და მე და მამამ ბევრი რამ გადავლახეთ. მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, ის სულ ცდილობდა, დამხმარებოდა, მამობაც გაეწია და დედობაც. თუმცა, მეც ვუწევდი ჩემი ძმის წილ შვილობასაც და ჩემისასაც. ეს იყო ძალიან მძიმე წლები: 8 წელია, ჩემი ძმა წასულია, 7 წელი – დედა და შემდეგ მამაც წავიდა ჯანმრთელობის პრობლემების გამო.
– სერიოზული პრობლემები აქვს?
– სიცოცხლისთვის სახიფათო არა, მაგრამ იყო პერიოდი, მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. მაშინ საკუთარ თავზე ავიღე ყველაფერი. დედას გარეშე ყოფნა ძალიან გაუჭირდა, დეპრესიაში ჩავარდა. შემდეგ მის დეპრესიას ჩემი დეპრესიაც დაემატა და ძალიან მძიმე იყო ეს წლები. თან, 19 წლიდან მიწევდა ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება, რადგან მამა ბევრგან ვერ ახერხებდა წამოსვლას. ამ ყველაფერმა იმხელა გამოცდილება მომცა, იმდენად ჩამომაყალიბა დამოუკიდებელ ადამიანად, რომ გადავწყვიტე, საქართველოში დავრჩენილიყავი და ჩემით მიმეღწია ყველაფრისთვის. მამა რომ წავიდა, კიდევ უფრო გართულდა: მოდიხარ სახლში და გხვდება ცარიელი კედლები. მარტო ხარ, მთელი დღის დაგროვილ ემოციებს ვერავის უზიარებ. ამ ყველაფერმა ცუდი კვალი დატოვა ჩემზე, მაგრამ ძალიან გამაძლიერა. სინანულის მომენტიც მაქვს, რადგან იმ წლებმა მათთან ცხოვრების გარეშე გაიარა და რაღაც თვალსაზრისით, მაინც დაკარგულია. თან, დედა, წასვლიდან 4 წელი არ მყავდა ნანახი. ჩემი ძმა 8 წელია, არ მინახავს. დედა ზუსტად იმ დროს ჩამოვიდა, როცა ძალიან რთული სულიერი მდგომარეობა მქონდა – დეპრესიაში ვიყავით მეც, მამაც. თან, ვიცინოდით, თან ვტიროდით. ჩემი ოცნება, კარიერასთან ერთად, არის ის, რომ ისინი დავაბრუნო. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ: მინდა, მე დავაბრუნო და ვიზრუნო მათზე.
– რა ხდება პირადში?
– არაფერი, მარტო ვარ დიდი ხანია. ბავშვობიდან პრანჭია ვიყავი, ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარდა: ხან ვმღეროდი, ხან წამყვანი ვიყავი. შემდეგ, უნივერსიტეტში, სამოყვარულო დასში 4 წელი ვთამაშობდი, მთავარი როლები მქონდა. რაღაც დაახლოებითი კრიტერიუმები მაქვს, თუმცა დედაჩემი მეუბნება, როგორ გათხოვდები, არ ვიციო. შეიძლება, ვინმესთვის რთულია ეს კრიტერიუმები, რთულად ვირჩევ, ამიტომ მგონია, რომ ეს ის თემაა, სადაც გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდება. თუმცა, შეიძლება, არც გამიჭირდეს და ისე წავიდეს ყველაფერი. ცოტა ამბიციურად ჟღერს, მაგრამ როცა ამდენი წელი მარტო ცხოვრობ, დამოუკიდებელი ხარ, შენით აღწევ რაღაცებს, რა თქმა უნდა, მერე მაღლა იწევს კრიტერიუმები და მოთხოვნები: მინიმუმ, შენსავით დამოუკიდებელი მაინც უნდა იყოს, რომ მასთან ერთად იცხოვრო.
– სიმღერის გარდა, ყველა შენს გარეგნობას, ლამაზ ღიმილს უსვამს ხაზს.
– მომღერლის ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს მაყურებლისთვის – პირველ ეფექტს მაინც ვიზუალი ახდენს. ღიმილი, ჯანსაღი პირის ღრუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ეს არის შენი მთავარი ინსტრუმენტი. შემთხვევით მივედი „ნინო ქარდავას სტომატოლოგიურ კლინიკაში“ და დავრჩი კიდეც. მათ იზრუნეს ჩემს ღიმილზე და მათი დამსახურებაა, როგორც ამბობენ: ჩემი მომხიბლავი ღიმილი. სუპერპროფესიონალები მუშაობენ – უზომოდ თბილი, მოსიყვარულეები. რომ მივდივარ, რამდენიმე ადამიანი დამეხვევა ხოლმე და მაქსიმალურად ზრუნავენ ჩემს კომფორტზე. გარდა იმისა, რომ კლინიკიდან მოვდივარ მოვლილი კბილებით, ასევე გამოვდივარ სულიერად და მორალურად დასვენებული. მარიამ სიჭინავა, ჩემი ოროთოდონტი კბილების მხატვარია და მიყვარს როგორც ექიმი და როგორც ადამიანი. მაგარი, ჭკვიანი გოგოა და ოქროს ხელები აქვს ისევე, როგორც დანარჩენ ექიმებს ამ კლინიკაში.

скачать dle 11.3