კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2018 (165)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)

№48 ვისთვის გადაწყვიტა საკუთარი სულის ნაწილის ჩვენება ნანუკა გოგიჩაიშვილმა და რა გადალახა ერთად მთელმა ოჯახმა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ნანუკა გოგიჩაიშვილს საზოგადოება მალე სულ სხვა ამპლუაში ნახავს. მან თავის დასთან, ნინისთან ერთად, გადაწყვიტა, რომ წლების განმავლობაში შექმნილი ნახატები ფართო საზოგადოებას აჩვენოს. ნინის ყოველდღე მიჰყავს „კრისტალ ბეთის“ გათამაშება „შესანიშნავი შვიდეული“, პარალელურად, სწავლობს, აქვს გადაღებები... ნანუკა იტალიაში განაგრძობს სამოდელო კარიერას, თუმცა...
ნანუკა გოგიჩაიშვილი: ბოლო პერიოდში დავუბრუნდი ჩემს ბავშვობის ჰობის: ხატვას და...
ნინი გოგიჩაიშვილი: ნანუკამ კი თქვა, ბავშვობის ჰობიაო, მაგრამ ნიკოლაძეც აქვს დამთავრებული მაღალ ქულებზე და ძალიან კარგად ხატავს. ჩვენმა ყველა ახლობელმა იცის ეს. ვინც კარგად ერკვევა ხატვაში, მათაც ვაჩვენებთ ხოლმე და მოსწონთ. საზოგადოებისთვის ჯერ ნანუკას ნახატები არ არის ცნობილი, მაგრამ ახლა ვმუშაობთ პროექტზე, რომლის დახმარებითაც საზოგადოება ნახატებს გაიცნობს. ბევრი ნამუშევარი აქვს მზად, მომავალში გრანდიოზული გეგმები გვაქვს.
ნანუკა: ბავშვობიდან, რაც ვხატავ, ჩემი ნახატები მუდმივად ჩაკეტილი მქონდა. იმ პერიოდში უფრო მეგონა, რომ ჩემი ნაწილი იყო, მათთან ვკონტაქტობდი. ბავშვობაში ნინიც ხატავდა და მე და ნინი ნახატებს ვალაპარაკებდით ხოლმე. ნინის მთავარი გართობა ის იყო, რომ მეკითხებოდა: ამ გოგომ ეს რატომ გააკეთა, იქით რატომ მიდის და მე ვეუბნებოდი: მე რატომ მეკითხები, ამ გოგოს ჰკითხე-მეთქი.
ნინი: ნახატები ხომ ხელოვანის სულის ნაწილია, ისეთ  ადგილს აშიშივლებს, რაც შეიძლება, არ გინდა, ფართო მასამ ნახოს. ნანუკამ იმხელა გამოცდილება მიიღო, რომ ახლა მზად არის, თავისი სულის ეს ნაწილი სხვებსაც აჩვენოს. ჩვენი მეგობრები და ამ სფეროში კვალიფიციური ადამიანები მუდმივად აღნიშნავენ, რომ ნანუკას ისეთი ნახატები აქვს, მათში ბევრ რამეს დაინახავ და მათგან ძლიერი ემოცია მოდის. ნანუკა უფრო მეტად ხელოვანია და არ ექნება იმის დრო, მარკეტინგულ საკითხებს მიხედოს, ამიტომ ვართ ორნი.
ნანუკა: წელს 5 თვე ვიყავი იტალიაში, სადაც სამოდელო სააგენტოში ვმუშაობ. გერმანიაშიც ვიყავი შოუებზე ერთი კვირით. ანუ, მთელი ხუთი თვე ვიმუშავე და სექტემბერში, გარკვეული მიზეზების გამო, ვარჩიე, სახლში ვყოფილიყავი, მეხატა. მაგრამ, ეს არ გამორიცხავს, რომ კიდევ წავიდე იტალიაში, რადგან მაქვს შემოთავაზება, ვიმუშაო ჩემი პროფესიით.
– ახლო მომავალში აპირებ შენი ნახატების გამოფენას?
საკმაოდ სერიოზული კომპანიაა და ხალხი მენდო ისე, რომ ჩემი ნახატები არც უნახავთ – მხოლოდ 3-4. მეკითხებოდნენ: გამოფენის გაკეთება არ გეოცნებებაო. ხატვასთან დაკავშირებით თუ საოცნებოა, „მომაში“ მომინდებოდა, სად მოხვედრაზეც ყველა მხატვარი ოცნებობს. ოცნება, ალბათ, ასეთი უნდა იყოს, ძალიან დიდი. ყველამ იცის, რომ ეს ნახატები სადღაც, თავის სამყაროში მაქვს გამოკეტილი. მაგრამ, რომ მეკითხებოდნენ: სადმე არ გამოფენდით, ვპასუხობდი: ყველას ერთად თეთრ სივრცეში, სიამოვნებით ვიხილავდი-მეთქი. ახლა ვფიქრობ: რატომაც არა და ვმუშაობ ამაზე. ჯერჯერობით, ნახატებს ვაგროვებ.
– სოციალურ ქსელშიც შექმენი უკვე გვერდი. „AQUA არტ“ დაარქვი.
– წყალს აქვს ჩემთვის დიდი ძალა. ჩემს ნახატებში ფიგურირებს ხალხი, ხაზები, ხეები, პომიდვრები. ჩემთვის არის ადამიანი და მისი აურა. ხაზები ადამიანის აურაა, რომელიც გამოდის და რაღაც კარგს ქმნის – თუნდაც იმ აურით რგავს ხეს ან თესავს პომიდორს.  ყველა ნახატში მაქვს წვეთები, წყალი. წყალი ჩემთვის დიდი ენერგია, ჯანმრთელობაა და ყველაზე დიდი ემოცია აქვს.
– შეელევი შენს ნახატებს?    
– ერთხელ, ძალიან კარგი მხატვრის გამოფენაზე ვიყავი. ჩემი ნახატებიც ნახა, შემაქო და მერე მითხრა: მომყიდე და რამდენს დაადებდიო. მინი გულის შეტევა მივიღე და მაშინ ვთქვი: თუ ჩემს ნახატებს გავყიდი, მე იქ არ უნდა ვიყო-მეთქი.
– როგორია ხელოვანი ნანუკა თავის სამყაროში?
ნინი: ბავშვობიდან უცნაურია – ძალიან კეთილი, ბავშვური, ლაღი. ისეთი რაღაცები უხარია, ვერც წარმოიდგენთ. ვინმეს პირადზე საუბარს, ურჩევნია, ისაუბროს მარწყვის ტორტზე, როგორ კეთდება ის, ვიდრე, ვინმეს რამე გაარჩიოს.
ნანუკა: ისეთ ინფორამციას არჩევდნენ, სამ თვეში ბომბასავით გასკდა: თან, პირველი პირი გვიყვებოდა ყველა უსმენდა, ამ დროს კი მე ვამბობ: ის მსხალი იჭმევა-მეთქი. ყველამ გამომხედა: ეს გოგო მართლა ნორმალურია, ასეთია თუ იგონებსო. იმდენად არ მაინტერესებს ასეთი რაღაცები, რომ ჩემზე და ნინიზე ჭორებსაც ვერ ვიგებთ ხოლმე.
ნინი: ჩვენთან სახლში, გვაქვს საღამოები, როდესაც კარგი რეჟისორის ფილმებს ვუყურებთ. ყველას ჩვენი წიგნი გვაქვს, ვკითხულობთ და შემდეგ ვცვლით.
ნანუკა: წიგნები გადადის ხელიდან ხელში და მერე გვაქვს გამოგონილი სამყარო. ვსაუბრობთ წიგნის გმირებზე, ვარჩევთ.
ნინი: ჩემს ოჯახში სულ ასე იყო და როცა ასეთი მაგალითები გყავს მშობლების, დედ-მამის სახით, კიდევ უფრო რთული ხდება შენი მეორე ნახევრის არჩევა. მათ ადარებ და შენც ასეთი გინდა.
– მინდა, მამათქვენის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც შევეხო. ამ ყველაფრის მიღება თქვენთვის რთული იქნებოდა, მაგრამ, ალბათ, ისევ ყველამ ერთად გადალახეთ ეს სირთულე.
– თვითონ იმდენად ძლიერი ადამიანია, თავად იყო დიდი შემართებით. ჩვენთვის ეს იმდენად პირადული თემაა, ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობდით. ჩვენი მეგობრებისთვისაც არ გვითქვამს. როცა ამ ყველაფერს ამბობ, ხვდები, რომ ეს რეალობაა, იჯერებ. შენთვის რომ გაქვს გულში, გონებაში, ამბობ: კი, ყველაფერი კარგად იქნება და ასე უფრო მშვიდად ხარ. მამამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩვენც, რა თქმა უნდა, პატივი ვეცით მის გადაწყვეტილებას. მამამ თვითონ გაგვიადვილა ამის  გადატანა, რადგან ძლიერია და იცოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ტკივილსაც ისე ითმენდა და ბოლომდე იღიმებოდა.
ნანუკა: ერთია მედიცინა და მეორე – მნიშვნელოვანია შინაგანი განწყობა. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად არის. ქიმიას აღარ იკეთებს, მაგრამ აგრძელებს მკურნალობას, მუშაობს, ფიზიკურად კარგად არის. თან, იმდენხანს გაგრძელდა, რომ, როდესაც ხალხმა გაიგო, ჩვენ ეს უკვე გადალახული გვქონდა.
ნინი: დიდი მადლობა დედას, მამას მეგობრებს, თანამშრომლებს, გვერდში დგომისთვის. როცა გეუბნებიან: ყველაფერი კარგად იქნება და ცდილობენ, შენი ერთი დღე უფრო კარგი იყოს, ვიდრე გუშინდელი, ამისთვის უდიდესი მადლობა მათ. მამა ჩვენ უფრო მეტად გვამშვიდებდა და ამიტომ, რაც არ უნდა გაიგოთ, არასდროსაა ბრძოლა გვიანი. დიდი მადლობა ექიმებს.
ნანუკა: რომ წერენ, ეს ფოტო გააზიარეთ, ამას დახმარება სჭირდებაო, თავიდან არ მჯეროდა. მაგრამ, ბევრი შემთხვევა იყო, როცა მომწერეს: ფული შეგროვდა, თანხა შეგროვილიაო. ამიტომ, არავინ იფიქროს: მე რომ დავდებ, არავინ ნახავსო. მარტივად შეგვიძლია, დავეხმაროთ ერთმანეთს.
– გენეტიკა რომ გაქვთ კარგი – ეს ცხადია, ულამაზესები ხართ. მაგრამ, როგორც ვიცი, სწორ კვებას, ვარჯიშსაც დიდ ყურადღებას უთმობთ.
ნინი: ჩვენი ბებიები სულ ამბობდნენ, რაც უფრო ნაკლებად გააწვალებ სახის კანს, თმას, უფრო კარგია. უნდა მოუარო თავს, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა. საკუთარი თავის მოვლა იწყება შიგნიდან, ანუ რას ვჭამთ და ვარჯიში. ის დეპრესიის პირველი წამალია, კარგ ხასიათზე გაყენებს.
– რას ფიქრობთ პლასტიკურ ოპერაციებზე?
ნანუკა: პლასტიკური ოპერაციები ჩემთვის არ წარმოადგენს პრობლემას. უბრალოდ, იმდენად მშიშარა ვარ, აფთიაქში რომ შევდივარ, მგონია, ნემსს მიკეთებენ. თუ საჭირო გახდება, გავიკეთებ ოპერაციას და არც დავმალავ. თუმცა, ახლა, ამ ეტაპზე, არ ვფიქრობ, რომ რამეს შევიცვლი.
ნინი: ეს არის პიროვნების გადასაწყვეტი. თუ ისეთი რამ აქვს, რაც პრობლემას უქმნის, აკომპლექსებს და შეუძლია, შეცვალოს, რატომაც არა. მაგრამ, მე მაინც ინდივიდუალიზმის მომხრე ვარ. მოდაში რომ არის დიდი ტუჩი, პატარა ცხვირი. იყოს ცოტა დიდი ცხვირი, მთავარია, შენ გრძნობდე თავს კომფორტულად.
– შეყვარებული რომ არცერთს არ გყავთ – რა ხდება?
–  ამ ეტაპზე თავს კარგად, კომფორტულად ვგრძნობ. მაქვს იმის დრო და ენერგიაც, ჩემს საქმეს, სწავლას მივხედო. შეყვარებული ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. არავინ იცის, ვინ როდის შეგიყვარდება. ერთი რეჟისორი ამბობდა: სიყვარული გადაწყვეტილებააო.
ნანუკა: ჩემს შემთხვევაში, ზუსტად ასეა: როცა გადავწყვეტ, მაშინ შემიყვარდება. ადრე ვამბობდი, მგონი, პოეტი იმალება ჩემში: იმდენი სიყვარული მაქვს, მაგრამ კონკრეტულად – არავინ მიყვარს. წარმოსახვაში ასეა, რომ ჩემი დიდი სიყვარული უნდა დავხარჯო ვინმეზე.
ნინი: ასე მგონია, როცა შენ მეორე ნახევარს ნახავ, განსხვავებული გრძნობა გექნება და მიხვდები ამას.
ნანუკა: თან, ეს პირადი, ცოტა გამოსაფიტი ამბავი მგონია და ჯერ არ ვარ ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად. მირჩევნია, ჩემი ემოციები წყნარად მქონდეს,  წყაროსავით, როგორსაც საკუთარ თავს ვიცნობ. ეს ისეა, რომ დალევ და არ იცი, როგორი იქნები – ამიტომაც არ მაქვს ალკოჰოლთან შეხება. არ იცი, რა ემოციები, აფეთქებები მოჰყვება. ამიტომ, მირჩევნია, ვიყო იმ ემოციებთან, რაც ვიცი. თან, ძალიან მომწონს, წიგნებში რომ ხდება: დაინახე, გაგიჟდი. წიგნებში იმდენი შეყვარებულები მყავს – თითო საუკუნეში, თითო შეყვარებული. ნაპოლეონი, ნიკოლა ტესლა ჩემი ბიჭები არიან.
ნინი: წიგნებში, იცი, რამდენი შეყვარებულები მყავს, მაგრამ არ მაქვს იმის ილუზია, რომ ასეთს რეალობაში აღმოვაჩენ. წიგნში ემთხვევა ჩემი გემოვნება და რეალობაში – არა.
скачать dle 11.3