კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2018 (115)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)

№48 რა განძი ამოთხარა გრიშა ონიანმა მალთაყვაში და როგორ გადაურჩა ის სასჯელს ქალების დაჟინებული მზერისთვის

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე

 ორგანიზაცია „სტალინელის” ხელმძღვანელი  გრიშა ონიანი  ბოლო პერიოდში აქტიურად აღარ  ჩანს, თუმცა როგორც ამბობს,   უსაქმოდ მაინც ვერ ჩერდება და  ძველ და საყვარელ საქმეს – სტალინის პირადი არქივის გამოქვეყნებას და მასზე ზრუნვას   აგრძელებს.   მშვიდ ცხოვრებას  80 წლის ასაკშიც ვერ მიაღწია – საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები კვლავ რჩება მისი ღელვის, ემოციებისა და ინტერესის საგნად, ამასთან  დაკავშირებით თავის მოსაზრებებს ჩვენც გვიზიარებს.    
– ბატონო გრიშა, ბოლო პერიოდში აქტიურობით აღარ გამოირჩევით. სად ხართ რას საქმიანობთ, როგორ ცხოვრობთ?
–   ვიდრე ახალგაზრდობა მომყვებოდა, თქვენი მუდმივი რესპონდენტი ვიყავი. დღესაც დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ჩემი პიროვნებით დაინტერესებისათვის. მე ისეთი ხასიათი მაქვს, უსაქმოდ რა გამაჩერებს. სულ შრომაში ვარ ჩაფლული. გარკვეული დრო დავუთმე და სერიოზული მუშაობა გავწიე, გერმანიის ქალაქ ნიურნბერგის იუსტიციის სასახლეში, ნაცისტ დამნაშავეთა სასამართლო პროცესის საარქივო მასალების შესწავლას. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ აქტიურობას, ეს ბებერი კაცის კეკლუცობას უფრო წააგავს, რომელიც ღიმილის მეტს ვერაფერს იწვევს სერიოზულ საზოგადოებაში. ამიტომ, სათოფეზედაც არ ვეკარები პოლიტიკას.  თუ სტალინის ფენომენის შესწავლას და მისი სახელის პატივისცემას, პოლიტიკურს  დაუძახებს ვინმე, ეს მისი  პრობლემაა და არა – ჩემი.  კაცს,  თურმე წლები ვერ ცვლის,  გული ისევ ისე ფართხალებს, გონება ისევ ისე მუშაობს. ვერაფრით მივაგენი დასვენების ისეთ საშუალებას, რომ მოვწყდე ამ დაძაბულ ცხოვრებას.   ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასე დავამთავრებდი ცხოვრებას და იმას მოვესწრებოდი, რაც ჩემს ქალაქში წინა კვირას ხდებოდა.  81 წლის ვარ, ჩემი ტოლები 20 წლის წინ დავმარხე. ეს  20 წელიწადია არაფრად ჩაგდებული კაცი ვარ – კაცი, რომელიც ახლო  მეგობრების გარეშე ცხოვრობს. სხვა ხალხის ისმის აქ  ჟრიამული.   ვერა და ვერ მოვიდა ეს მშვიდი ცხოვრება.
– თბილისში ცხოვრობთ თუ ქალაქგარეთ, აგარაკზე?
– არა, სულ თბილისში ვცხოვრობ. მაქვს სახლი მარტყოფში, ჩავდივარ ხოლმე იქ.  1960 წელს, როცა სამუშაოდ გამანაწილეს,   მარტყოფში  მომცეს მიწის ნაკვეთი. შეძლებული სიმამრი მყავდა, ის დამეხმარა და სახლი ავაშენე.   ის სახლი დღემდე მომყვება და მაქვს. მამაჩემის აშენებული და ჩემი შერემონტებული კარგი  სახლი მაქვს სვანეთში და – ბორჯომში, ოროთახიანი ბინა. ბორჯომში,  სტალინის სახლში ვისვენებდი ხოლმე. როდესაც იქიდან გამომაგდეს და აღარ შემიშვეს,   ისე მიყვარდა ბორჯომი, ორი ოთახი ვიყიდე კორპუსში, ლიკანის მიმდებარედ.   იქ ჩავდივარ ხოლმე, მაგრამ ჩემი შვილებისა და  შვილიშვილების  გადამკიდე,   სულ  რიგში ვდგავარ იქ ჩასასვლელად   და ეს რიგი აღარ მიწევს (იცინის).
– წლების განმავლობაში სტალინის „მინი მუზეუმი” გქონდათ – ნივთები, ატრიბუტიკა, სკულპტურა. დღეს როგორ ინახავთ ამ ყველაფერს?
– სტალინის ,,მინი მუზეუმს”  ჩემთვის, მსოფლიოში თავისი მნიშვნელობით რიგით მეორე, კაიროს მუზეუმზე დიდი მნიშვნელობა აქვს. კაიროს მუზეუმი ძირითადად დაფუძნებულია ტუტანჰამონის „მეფობის” პერიოდსა და იმ სიმდიდრის ექსპონირებაზე, რომელიც 22 წლის ეგვიპტელ ფარაონს ჰქონდა. ის მეღორემ თავში კომბლის ჩარტყმით მოკლა. მისივე სახელზე აშენებულ ყველაზე უმაღლეს პირამიდის ყველაზე უღრმეს სამარხში კი, ჩააყოლეს მთელი სიმდიდრე, რომელსაც მართლაც განცვიფრებაში მოჰყავს მეორე ცივილიზაციის დასასრულს ადამიანის გონება.  ჩემს „მინი მუზეუმში” გამოფენილია სტალინის უბრალო ნივთები, რომლის პატრონმაც თოხიდან ააშენა ატომური ზესახელმწიფო და 30 წელი უხელმძღვანელა მას, თუმცა, მუნდირზე დაკერებული ექვსი ოქროს ღილიც კი არ ჩაატანეს საფლავში. მაკრატლით დააჭრეს და მის ადგილზე ფურცლოვანი რკინის ღილები დააკერეს.
სვანეთში, მამისეულ სახლში, სამი წლის წინ ჩავიტანე სტალინის  36-ტონიანი ძეგლი, რომელიც ფოთიდან წამოვიღე. დიდი, ექვსი მეტრი სიმაღლის ძეგლია. ფოთში, თეატრის წინ იდგა.  1961 წელს, როდესაც  დამპალი ხრუშჩოვი ჩამოდიოდა საქართველოში, მაშინ აიღეს. იმ დამპალმა თქვა, სტალინის  ერთი ძეგლი თუ დამხვდება საქართველოში, აღარ ჩამოვალო და ამას შეეწირა ის ძეგლი. სამხედროებმა მალთაყვის სამხედრო ბაზაზე მიწაში ჩაფლეს. როდესაც „ცეკას“ მდივანი გავხდი, იმ სამხედრო ბაზის უფროსმა მომიყვა ეს ამბავი. მითხრა, სადაც იყო ძეგლი ჩაფლული. გამყვა რომან გვენცაძე, ჩემი მოადგილე იყო. ფოთის პორტის უფროსმა ერთი „კატო” მათხოვა და იმით ამოვიღეთ ის ძეგლი.  თბილისში ჩამოვიტანე, მეგონა, ჩემი გავლენებით, სადმე დავდგამდი. შევარდნაძე მპირდებოდა, მცხეთაში დაგადგმევინებო,  „სალობიეს” მოპირდაპირე მხარეს. მატყუა,  მატყუა, მერე მოვიდნენ კიდეც ნაციონალები და ისინი სტალინის  ძეგლს  რას დამადგმევინებდნენ? ქანდაკება რომ არ გაფუჭებულიყო და დამპალიყო, სპეცმანქანებით ავიტანე სვანეთში და მამაჩემის აშენებული სახლის ეზოში დავდგი.  როგორც ყველა განძი,  სიმდიდრე, ხატი  ინახებოდა ათასწლეულობის განმავლობაში სვანეთში, ისე შეინახება ეს განძიც  იქ. მაგის აქეთ ჩამომტანი ჩემი სიკვდილის მერეც არავინაა. იდგება და იდგება ეს ძეგლი სვანეთში.
 – ბოლო პერიოდში ჩვენს საზოგადოებაში  ბევრი ისეთი თემა გააქტიურდა, რაც იმ დროს, როცა მაღალ პოზიციებზე მუშაობდით, წარმოუდგენელი იყო. რა მოსაზრება გაქვთ ქალთა უფლებების დაცვაზე?  
– რაც ქალებისთვის დაჟინებით მიცქერია, ყველა ფაქტსა და ყველა ქალზე პასუხი რომ მეგო, ჯამურად შეკრებილ ჩემს სასჯელს, სამციფრა რიცხვი დასჭირდებოდა. ეს რა მესმის, კაცო?!  ერთ კარგ ანდაზას გავიხსენებ, ხომ იცით უსაქმური კაცისა და მახათის ამბავი. მე ეს ანდაზა, ცოტა  გადავაკეთე. ასეა ამ ჩვენი პოლიტიკოსებისა და დეპუტატების საქმეც.   როგორი ზარმაცი და უსაქმურიც არ უნდა ყოფილიყო ის კაცი, მახათის გაყრა ამ მტკივნეულ ადგილზე არ იქნებოდა სწორი, ეტყობა, მახათში უყრიდა ყვერებს. ამ უსაქმურმა და ხალხის კისერზე წურბელებივით შემომჯდარმა  დეპუტატებმა, აღარ იციან, დრო რით გაიყვანონ და ამიტომაც იგონებენ ასეთ  კანონებს. რა დაჟინებული მზერა, რა მიშტერება –  ან ლექსი არ წაუკითხავთ, ან სიმღერა არ მოუსმენიათ, ან ფილმი არ უნახავთ ქალის სილამაზეზე? არც ის გაუგიათ, სილამაზე ცქერით როდი გაცვდებაო? მე ეჭვი მაქვს, რომ მიშტერებასა და სექსუალურ შევიწროვებაზე ის ლაპარაკობს, ვისაც სექსი აკლია და ვისაც დაჟინებული მზერა ისე უნდა, ვერც კი წარმოიდგენთ. ახალგაზრდაც ვიყავი, ძველგაზრდაც ვარ, რა არ მინახავს... ბარათაშვილის ხიდზე ბოზების ძეგლები რომ დადგეს, სამი წლის წინ, იქ ისეთი რამ ვნახე, თვალებს არ ვუჯერებდი – შიშველი გოგო ჩაცუცქული, არ მათქმევინოთ, მამაკაცს რას  უკეთებდა. ეგ ძეგლები მაგისთვის არის დადგმული.   ასეთ ქვეყანაში დაჟინებული მზერა უკვირთ? ქალის უფლებები  რომ დაცული და ხელუხლებელი იყო, ამაზე სვანური ტრადიციად კმარა. დღეს არის  ქალი დაჩაგრული? ერთი მარნეულელი მეგობარი მყავდა, მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ერთხელ მითხრა, საქრისტიანოს ვერაფერი დაანგრევს, მარტო ქალი შეძლებს ამასო.  ამ დროს მუსლიმანურ სამყაროს ქალი აძლიერებს. სწორედ ისე მიდის საქმე, როგორც იმ მეგობარმა მითხრა – ქალებმა გადაწყვიტეს, დაანგრიონ საქრისტიანოც და ქვეყანაც.  ჩემი კუთხის ქალზე გეტყვით. სვანეთში 80 წლის ქალი რომ „ჩაოს” და „პაკას” იტყვის, არ არის ცუდად  ჩვენი საქმე?  ქართველ კაცს გენეტიკურად უზის  ქალის პატივისცემა, რითაც ქალები ცუდად სარგებლობენ. მათ გაუმაძღრობას და თავაშვებულობას საზღვარი აღარ აქვს.  კაცო, ორგანიზაცია გააკეთეს, „ფუჩუ“ დაარქვეს. ჩვენი თავი ჩვენ თვითონვე უნდა დავიკმაყოფილოთო. ცოტა მაინც გამეგება ამ საქმის და ამიხსნას ვინმემ, ეგ როგორ უნდა ქნას?  ასე დაგვღუპეს ჩვენ ფემინისტმა ქალებმა. ჩემს ახალგაზრდობაში იყვნენ აქტიური, ყოჩაღი ქალები – შრომის გმირები, კოსმონავტები, ტრაქტორისტები. მაგრამ, ასეთ რამეებს კი არ იგონებდნენ – მოშტერებაო და დაჟინებული მზერაო. ყველაზე კარგი სნაიპერები მაშინ ქალები იყვნენ. საბჭოთა კავშირში გმირების 40  პროცენტი ქალებზე მოდიოდა. დაჩაგრულები იყვნენ?   ახლა რა ხდება – ქალები ისე გააქტიურდენენ, მეტი რომ არ შეიძლება.  ჩემზე, 80 წლის კაცზე ნადირობენ ეს „სექსუალურად შევიწროვებული” ქალები და წარმომიდგენია, ახალგაზრდები რა დღეში არიან. ეს „ლგბტ თემი” თუ რაღაც, რატომ გააქტიურდა, აბა? ამ სექსფილმების შემყურე, ახალგაზრდების ნახევარს პოტენცია აქვს დაკარგული. ის ქალები ამიტომაც უყურებენ ერთმანეთს.  თუ ვინმე თვალს იბრმავებს, არ ვიცი და თუ ვერ ხედავენ, მოვიყვან ჩემთან და მე ვაჩვენებ, სად რა ხდება.
– ბატონო გრიშა,  ისევ სტალინზე გკითხავთ, ახლახან ჩეჩნეთის ლიდერმა კადიროვმა თქვა,  სტალინის ცხედარი მოსკოვში კი არა, საქართველოში უნდა იყოს დასაფლავებულიო.  როგორი პოზიცია გაქვთ ამ საკითხზე?
– მკვდარსა და სტუმარზე ანგარიშსწორების უარყოფამ ქართულ-ჩეჩნურ ურთიერთობაში ისტორიულად იმ სიმაღლეებს მიაღწია, რომ უკან ჩამოიტოვა დემოკრატიისა და ლიბერალიზმის ყველაზე მაღალი თამასა და ქრისტემდე ავიდა. არა მგონია, კადიროვის განცხადება სტალინის ცხედრის მიმართ, საერთო ჩეჩნური, წინა პერიოდების ანარეკლი იყოს. ჩეჩნეთის ტერიტორიაზე და ჩეჩენ ხალხთან ახლო ურთიერთობაში, 5 წელიწადი დავყავი – 1975 წლიდან 1980 წლამდე (ჩემი ყიზლარში მუშაობის პერიოდში) და დღემდე მომყვება ჩეჩენი ხალხის ზოგადკავკასიური სიამაყის შეგრძნება, როდესაც ავტომანქანის წინა საქარე მინაზე (მსუბუქი იყო თუ სატვირთო) მიკრული ჰქონდათ გენერალისიმუსის ფორმაში ჩაცმული სტალინის პორტრეტი, უკანა საქარე მინაზე კი, შამილის სურათი. კადიროვს უნდა ვუპასუხო: სტალინი იმ მიწაში უნდა იყოს დასვენებული და ის ხალხი უნდა დასტიროდეს, ვინც კავიდან ატომურ ზესახელმწიფომდე აიყვანა. კადიროვის რჩევა, რომ რუსეთმა უნდა მოიცილოს სტალინის სული, სხვა არაფერია, რომ  რუსეთს სული ამოხადო. სტალინისთვის საქართველოში მიწა არავის ენანება, მაგრამ ყველა ქართველისთვის საამაყოა, რომ მისი შვილი დედამიწის ყველაზე დიდ მეგაპოლისში განისვენებს.
скачать dle 11.3