კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 ნიშნავს თუ არა მასტერისთვის მამის პოლიტიკოსობა მარწუხებს და უნდა თუ არა მას ცოლად „მონაზონი“

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

რეპერმა მასტერმა ახალი კლიპი გამოუშვა. სიმღერა სახელწოდებით SOS გულგრილს ვერავის დატოვებს, რადგან მისი თემატიკა თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მტკივნეულია.
მასტერი:
რამდენიმე დღის წინ გამოვუშვი ახალი კლიპი, რომელსაც SOS ჰქვია. ჩვენს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომელებსაც დეპრესიის გამო სუიციდისკენ აქვთ მიდრეკილება. ეს თემა უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. სიმღერაში არის მესიჯი – „უკეთესია, უყვარდე მხოლოდ ღმერთს, ვიდრე მთელ სამყაროს“. ამით ადამიანს ვეუბნები, რომ რაც არ უნდა მარტოსულად გრძნობდეს თავს, სინამდვილეში, არ არის მარტო. გამოხმაურებებიდან თუ ვიმსჯელებთ, მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო კლიპი.
– რუსეთში რა ხდება, რა გეგმები გაქვს იქ?
– უკვე დიდი ხანია, ძირითადად, საქართველოში ვარ. ბოლოს აგვისტოში ვიყავი მოსკოვში. იქ ისეთი სიტუაციაა, როცა საჭირო ვიქნები, შემიძლია, ნებისმიერ დროს გავფრინდე. ბოლო პერიოდში სოსო პავლიაშვილს გადავუღე რამდენიმე კლიპი. სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება. მოსკოვში ცხოვრება არ შედის ჩემს გეგმებში. შეიძლება, ამერიკაში წავიდე. ვიზა უკვე ავიღე. სკოლა იქ დავამთავრე და ვნახოთ. თავიდან, როცა მოსკოვში წავედი, ყველა ფიქრობდა, რომ მასტერმა „მოხია“, მაგრამ ჩემს მსმენელს დავუმტკიცე, რომ ვერასდროს იგრძნობენ მასტერის სხვა ქვეყანაში ყოფნას. მოსკოვში უფრო მეტი ქართული კლიპი გამოვუშვი, ვიდრე აქ.
– მამა პოლიტიკოსია. შენ როგორ ხარ პოლიტიკის ამბებში?
– ვერ ვიტყვი, რომ აპოლიტიკური ვარ. მე და მამა კარგი მეგობრები ვართ. აქედან გამომდინარე, მინდა არ მინდა, ჩართული ვარ, მაგრამ ჩემი შეხედულებების დაფიქსირებას ვერიდები, რადგან ეს პასუხისმგებლობას ნიშნავს. ყოველთვის ვემიჯნები მომღერლებს, რომლებიც ამბობენ: რომელიმე პოლიტიკური პარტიის შემოთავაზებას, მის კამპანიაში მემღერა, მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ მუსიკოსი ვარ და არა იმიტომ, რომ მის შეხედულებას ვიზიარებო. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეგყავს. ერთმა ადამიანმაც რომ მიიღოს შენი პატივისცემით გადაწყვეტილება, ეს უკვე არასწორია. მე ყოველთვის ვკითხულობ ჩემი გამოსვლის შინაარსს. თუ იმ პარტიის გჯერა, რომლის კონცერტზეც მღერი, მაშინ არაა „გასატეხი“ შენი საქციელი.
– შენთვის არ უთქვამთ, შენ რომ რუსეთში მღერიო? თან, მაღალი თანამდებობის პირის შვილი ხარ.
– სხვათა შორის, ჩემმა მსმენელმა კარგად მიიღო ჩემი რუსეთში გადასვლის თემა. მე უფრო მეტ აგრესიას ველოდი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მიცნობენ, არ გასჩენიათ კითხვა – შეიძლება, მასტერი ფიქრობდეს, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არისო. ამას ვერ ვიფიქრებ. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ. მამაჩემი გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეა და ასე იყო მაშინაც, როცა მე „ბირჟა მაფიის“ თემა გავაპროტესტე. მამაჩემის თანამდებობა მარწუხებში არ მაქცევს.
– მამა რას ამბობს შენს შემოქმედებაზე? რეპერობა მაინც ისეთი თემაა ზოგისთვის, მით უმეტეს, საქართველოში.
– მე რომ დავიწყე, მაშინ უფრო რთული თემა იყო რეპერობა. ვერ ვიტყვი, რომ თავიდან ძალიან გაუხარდა. ფიქრობდა, რომ ჩინოვნიკური ხაზი უნდა გამეგრძელებინა. ახლა პირიქითაა. აი, თავისი ძმაკაცები რომ წამოდგნენ სუფრასთან და უთხრეს, მთელი ოჯახი ვუსმენთ შენს ბიჭსო, ჩათვალა, რომ მაგარი რაღაც ხდებოდა (იცინის). ჩემი აზრით, ოჯახს რადიკალურად არ უნდა დაუპირისპირდე. ეს მეტ პრობლემას იწვევს, მაგრამ მეტი დიპლომატიით შეიძლება, მაინც ისე წაიყვანო საქმე, როგორც შენ გინდა (იცინის).
– აღარ ცდილობს პოლიტიკოსობაზე დაგაფიქროს?
– პოლიტიკოსობაზე – აღარ, მაგრამ სუსტ წერტილში მირტყამს (იცინის). 12 წლის ვიყავი, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის საარჩევნო პროგრამა დავწერე. დღემდე მაქვს ეს მიზანი და გამომდინარე იქადან, რომ მთელი ნაკრები ჩემი საძმაკაცოა, შეიძლება, ამაზე ფიქრი (იცინის). საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტობა მართლა მაგრად მიზიდავს და მანდ მირტყამს მამაჩემი, ხომ არ იფიქრებდი პრეზიდენტობაზეო? (იცინის) პოლიტიკაშიც რომ მოვინდომო წასვლა, იმდენი მსმენელი მყავს, რომ ამომრჩეველი მეყოლება (იცინის). მაგრამ არა, რაც არ უნდა „კაი ტიპი“ იყო, პოლიტიკაში რომ მიდიხარ – უკვე აღარ ხარ. მამას ისეთი ნერვები აქვს, რომ კრიტიკას უძლებს. სხვათა შორის, თუ ვინმე მუსიკასთან დაკავშირებით გამაკრიტიკებს და უარყოფით აზრს გამოთქვამს, ამას ვიღებ, მაგრამ, როცა საქმე ვირტუალურ სამყაროში პირად შეურაცხყოფას ეხება და მისი ავტორის ვინაობის დადგენა მარტივია, ამას ყოველთვის ვეხმიანები. ვეხმიანები კი არა, გინების გამო ღამის ოთხ საათზე ჩავედი ზუგდიდში. პირად შეურაცხყოფას ვერასდროს „დავიკიდებ“ და თუ ვინმე შემაგინებს, სადაც არ უნდა იყოს, ამოვთხრი. მაგრამ, შეხვედრის შემდეგ ყველაფერი სიტყვებით გვარდება ხოლმე. ადამიანი რომ ბოდიშს მოგიხდის, იქ მუშტები საჭირო აღარაა. არ მინდა, ხალხს ეგონოს, რომ ვინმეს ვატერორებ, მაგრამ ვინმე თუ შემაგინებს, აუცილებლად მოვთხოვ პასუხს.
– პირად ცხოვრებაში სიახლეები ხომ არ არის?
იცი, როდის მეყვარება გოგო ძალიან? როცა მათქმევინებს, მოიცა რა, რა დროს რეპია (იცინის). ყოფილა შემთხვევა, როცა ერთმანეთი ძალიან გვყვარებია, მაგრამ არ გამოსულა ურთიერთობა. მარტო ეს გრძნობა არაა საკმარისი. დედასთან გავიზარდე. დედისერთა და მამისოთხა ვარ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩემი ოჯახი ერთადერთი უნდა იყოს. შეიძლება, არ გამომივიდეს, მაგრამ სურვილი მაქვს. ამიტომ, უფრო მიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა. ადრე მამას ვეუბნებოდი, ჩემთვის ბინას რომ ვიყიდი, ოჯახზე მერე ვიფიქრებ-მეთქი. ახლა ვიყიდე და ამჯერად გარემონტებას ველოდები, მაგრამ პროცესს სპეციალურად ვწელავ (იცინის).
– სკანდალების მიზეზი ხდება ხოლმე შენი შეხედულებები გოგოებზე.
– ის, რომ ლამაზი ხარ, არ ნიშნავს, საჯდომი „ინსტაგრამზე“ უნდა გამოაჩინო. კაბიანი ბოზები არ გინახავსო, მეუბნებიან. შიშველი ფოტოები ან სიგარეტის მოწევა, ნაკლებპატიოსნებას არ ნიშნავს. უბრალოდ, გული მწყდება, გოგოები რომ ფიქრობენ, რაც უფრო მეტი „ლაიქი“ ექნებათ ფოტოზე, მით უფრო სასურველები იქნებიან. მე ნაკლები ინტერესი მაქვს იმ გოგოების მიმართ, ვისაც შიშველი ფოტოები უდევს, თუნდაც „ერთჯერადი ურთიერთობისთვის“. ზაფხულში, აუზზე, საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო პრობლემა არაა, მაგრამ ზამთარში კაჭრეთის „ამბასადორში”, ყოველ საღამოს სარკის წინ საცვლებით დგომა და ფოტოების გადაღება, რას ნიშნავს. ერთი გოგო მართლა მომწონდა, მაგრამ ისეთი ფოტოები დადო, ინტერესი დავკარგე მის მიმართ. ქართველ საზოგადოებაში ასეთ გოგოს ნაკლებად უყურებენ სერიოზულად. მერე ნუ აქვთ პრეტენზია, რომ ვიღაც მათთან ურთიერთობისას საწოლზე ფიქრობს და ამბობს: აუ, რა „ნაშააო“. ერთხელ გოგოს ვხვდებოდი, გზაში ვნახე მისი „ინსტაგრამ-ფოტოები“ და შუა გზიდან დავბრუნდი. არ მაინტერესებს, ამის გამო რომ „ბნელ გრუზინს“ მიწოდებენ. მეუბნებიან, გოგო რომ შეგიყვარდეს, სიგარეტის მოწევის გამო დაშორდებიო? არ დავშორდები, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ უარი თქვას ამაზე. ანალოგიურად ვამბობთ ბიჭები სიყვარულის გამო ჩვენს მავნე ჩვევებზე უარს. მეუბნებიან, შენ მონაზონი გინდაო. არადა, ჩვეულებრივი გოგო მინდა (იცინის). საერთოდ, გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ, მაგრამ, როცა ოჯახია და ურთიერთობა შორსაა წასული, გოგომ რომ გაიგოს, ბიჭი სადღაც უკრაინაში გაძვრა და ვიღაცასთან უღალატა, ამის გამო ოჯახი არ უნდა დაანგრიოს. აი, მეორედ თუ იგივე გოგოსთან გაძვრა, ეგ უკვე პრობლემაა. აი, სად ჩანს ჩემი „გრუზინობა“ (იცინის).
– ქორწინებამდე თანაცხოვრება მისაღებია?
ჩემი მამაო გამიბზარდება, მაგრამ თუ სიყვარულში დარწმუნებული ხარ, მით უმეტეს, გოგოს როცა ეხება საქმე, მაშინ რატომაც არა. ბიჭის მხრიდანაც დიდი პასუხისმგებლობაა. მით უმეტეს, თუ გოგო ქალიშვილია და ასე გენდობა. თუ არ მიყვარს, რაც უნდა დიდი ვნება ჰქონდეს, თუ მისთვის პირველი ვარ, არ გავეკარები, იმიტომ რომ, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ყველაზე ბანძი ტიპები არიან, რომ ამბობენ, თავის დაცვა არ „მევასება“, დაცული სექსი არ მსიამოვნებსო. შენი წუთიერი სიამოვნების გამო, ამხელა რისკზე რომ მიდიხარ და შეიძლება, გოგო დაორსულდეს, მერე კი აბორტი გაიკეთოს, ყველაზე „ბანძი ტიპი“ ხარ. მით უმეტეს, თუ არ გიყვარს გოგო და მასთან საერთო მომავალზე არ ფიქრობ.
– რადგან რუსეთშიც ცხოვრობდი, რუს გოგოს მოიყვან ცოლად? რა განსხვავებაა რუს და ქართველ გოგოს შორის?
– არა. იმიტომ, რომ ვერასდროს ავუხსნი, როგორ მიყვარს, მაგდენი რუსული არ ვიცი (იცინის). რუსები უფრო მატერიალისტები არიან. კრიზისული ეტაპი რომ გაქვს, მაგ დროს შეიძლება, სხვა ტიპთან წავიდეს. ისე ძალიან თბილები არიან და ფიქრობ, რომ შენში აბსოლუტურად ყველაფერი მოსწონთ. ქართველ გოგოებთან შედარებით, ნაკლებად გაკრიტიკებენ, მოთხოვნილებებიც ნაკლები აქვთ. მათთან ურთიერთობა უფრო მარტივია, თუმცა რამდენად ხარისხიანი, ვერ ვიტყვი. ქართველსა და რუსს შორის, რუს გოგოს ვერ ავარჩევ. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ნატურალურად კარგები არიან. მგონი, მოვლაც არ სჭირდებათ. ისეთი თბილები არიან, მეორე შეხვედრაზე უკვე ფიქრობ, რომ ძალიან შეუყვარდი. როცა ეტყვი გამოვლენ, როცა ეტყვი – წავლენ. სხვათა შორის, რუსი გოგოები უფრო აფასებენ ზრდილობიან მოპყრობას და სითბოს. ჩვენი გოგოები ფიქრობენ, რომ ეს ესეც უნდა იყოს. არ ვამბობ, რომ ვინმემ მადლობები უნდა მიხადოს, მაგრამ რუს გოგოს, რომ სიმღერა მიუძღვნა, შეიძლება, მოკვდეს გრძნობებისგან. ქართველი გოგოები მეუბნებიან, ელაიზაზე რომ გაქვს სიმღერა, ჩემს სახელზე რატომ არ მღერიო (იცინის).
скачать dle 11.3