კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (151)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

№48 ვინ ემუქრებოდა მოსკოვში, მისი უწმიდესობის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს თავზე მიდებული პისტოლეტით და რატომ არ ემთხვია ის წლების წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხელზე

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

გიორგობის დღესასწაულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თავის მოსაყდრედ მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო მუჯირი დაასახელა. კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის ძირითადი მოვალეობაა, მართოს ეკლესია ახალი მეთაურის არჩევამდე და უზრუნველყოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების ორგანიზება, ჩატარება. ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომლის წინ მოსაყდრე იწვევს წმიდა სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად. წმიდა სინოდი კი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს. მოსაყდრე კანდიდატებს შორის არ გამოირჩევა უპირატესობით.
რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი გიო მგელაძე მიტროპოლიტ შიოს ბავშვობის მეგობარია და მასთან ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია აკავშირებს.
გიო მგელაძე: მე და მეუფე შიო თანაკლასელები ვართ. ნულ კლასში გავიცანით ერთმანეთი, ერთ მერხზე მოვხვდით და პირველივე დღეს დავმეგობრდით. როდესაც ბაბუა გარდაიცვალა, აღმოჩნდა, რომ არ ვიყავი მონათლული და ჩემი ნათლიები გახდნენ: მეუფე შიო და ირაკლი კაკაბაძე. შვილებმა დავაძმაკაცეთ მამები. ელიზბარის მამას, ასე ერქვა მეუფე შიოს ერისკაცობაში – ძია მურაზს სიმსივნე ჰქონდა და დედა ნანაზე ჯვარი დაიწერა იმ დროს, როცა ძალიან ცუდად იყო. მამაჩემი იყო მისი მეჯვარე და ჯვრისწერიდან რამდენიმე საათში, გარდაიცვალა. შემდეგ გარდაიცვალა დედა ნანაც.
– როგორ ატარებდით ბავშვობის წლებს?
– ხან ჩემთან სახლში, ხან – მასთან, 53-ე სკოლის გვერდით, ქურდიანების სახლში. ელიზბარის ბაბუა – ელიზბარ ქურდიანი ექიმი იყო. ბებია – ნინო ჟვანიაც ექიმი, პროფესორი. ესენი იყვნენ ორი მანათობელი ადამიანი. დედა ნანაც უსათნოესო ქალი გახლდათ, სულ მუშაობდა. ძია მურაზი ჯეკ ნიკოლსონი იყო. ასე ადამიანი ჯეკ  ნიკოლსონს ჰგავდეს, არ მინახავს. პროფესიით არქეოლოგი, თან ჰიპი, დისიდენტი, კომპოზიტორი, გიტარაზე უკრავდა. მამაჩემის ფილმის „ჩაკლული სულის” კომპოზიტორია. საოცარი მუსიკა დაწერა, თან იმ დროს პირველად, პროფესიონალურად. მეუფე შიოს ჰყავს და, ლელა, რომელსაც ჰყავს ქერათმიანი, ცისფერთვალება ოთხი თუ ხუთი შვილი და ძალიან მაგარი ქმარი, ლევან სალუქვაძე.
– როგორი იყო მეუფე შიო ბავშვობაში?
– წესიერი, ზრდილობიანი, არისტოკრატიულად აღზრდილი, კეთილი, ნათელი, მშვიდი, საყვარელი. 53-ე სკოლა, ქუჩა, ძველი ბიჭები... მე ვიყავი ასეთი
და ელიზბარი იყო ჩემი მფარველი ანგელოზი. ბავშვობიდან ჩელოზე უკრავდა და საქართველოში ყველა კონკურსს იგებდა. გავიდა საერთაშორისო კონკურსზე და იქაც მოიგო. მერე, არ ვიცი, რას იზამდა, მაგრამ იმ ეტაპზე, საშუალოდ, 8 საათი მეცადინეობდა. ბავშვობაში კონცერტებს ვუშლიდით ხოლმე. მუსიკოსებს ხომ „წიკები” აქვთ და ელიზბარსაც ჰქონდა. ჩვენ, ბავშვები კი, შტერები, წინა ადგილზე ვისხედით და რომ გამოდიოდა ელიზბარი დიდი ჩელოთი, სიცილისგან ვიხოცებოდით. მერე დედამისმა გვთხოვა: ყველა კონცერტზე ბოლო ადგილას დასხედითო.
– ის, რომ ახალგაზრდა ბიჭი დადიოდა ჩელოთი ქუჩაში, ამის გამო ექმნებოდა პრობლემები?
– თან, 53-ე სკოლა, ვერა. მაგრამ, ელიზბარი ჯერ ერთი, ჩვენი ძმაკაცი იყო – მე და ელიზბარი ვიყავით ხოლმე და ვინ გაბედავდა?! მერე, ელიზბარი იმდენად რაღაცნაირი ტიპი იყო, ვერავინ ვერაფერს ეტყოდა. არ მახსოვს, საკუთარი თავის, ან ჩელოს გამო, ვინმესთან კონფლიქტი მოსვლოდა.
– პატრიარქთან შეხვედრის ისტორია მომიყევით.
– ჰო, პატრიარქს რომ არ ემთხივია ხელზე... გამოვუშვით დისიდენტური ჟურნალი, ერთი ნომერი. პატარები ვიყავით, მეექვსე-მეშვიდე კლასელები. საქართველოს დამოუკიდებლობას ვითხოვდით. ყველამ დავწერეთ რაღაც: მე და ირაკლი კაკაბაძე ვიყავით მოთავეები. მერე მივიყვანე ვერელებიდან მამა შიო და მამა გრიგოლი (გიორგი ჭიჭინაძე ერისკაცობაში). ირაკლიმ მოიყვანა ლევან ვასაძე, გიორგი მარგველაშვილი და ასე გავერთიანდით. დედა ნანა გვეუბნებოდა: დაგიჭერენ თქვენო. მართლაც „კაგებემ” სკოლაშიც მოგვაკითხა, სასწავლებელშიც, მაგათ მოძრაობას სულ ვხედავდით. არც მახსოვს, როგორ იბეჭდებოდა, მაგრამ სტამბაში კაცი „დავკერეთ,” ჩვენი ხელით იყო აკინძული: ჰენდმეიდი იყო. რევოლუციონერები ვიყავით. ამ საკითხზე დაგვიძახეს საპატრიარქოში: პატრიარქს უნდა თქვენი ნახვაო. მივედით, 2 საათი გვესაუბრა. მეუფე შიო არ ემთხვია ხელზე: კაცს ხელზე ვერ ვაკოცებო. იმდენჯერ ავუხსენით, მესმის, მაგრამ მაინც ვერ ვაკოცებო.

– როდის დაიწყო მეუფე შიომ ეკლესიური ცხოვრება?
– ერთმანეთის ყოველთვის ძალიან გვჯეროდა და გვჯერა. ჩვენ ფორმალური ნათლიაობა, ან მეჯვარეობა არასდროს გვქონია.  ერთ დღეს მოვიდა და მეუბნება: სასულიერო სემინარიაში უნდა ჩავაბაროო. ძალიან გამიკვირდა. მაგრამ, მეუფე შიოს წინაპრების ალბომებს რომ დაათვალიერებ, თაობა არ არის, ერთი-ორი სასულიერო პირი არ ჰყავდეს. ვკითხე: რად გინდა სასულიერო სემინარია-მეთქი. თეოლოგია უნდა ვისწავლოო. იმ დროს შიო მღვიმის მონასტრიდან ახალი ჩამოსული ვიყავი. ვუთხარი: ელიზბარ, მოდი, შიო მღვიმის მონასტერში წადი. იქ იყავი რამდენი ხანიც გინდა, ბიბლიოთეკაა, ყველაფერი და მერე გადაწყვიტე-მეთქი. წავიდა და პირველად, 5 წლის შემდეგ ჩამოვიდა. ჯერ მორჩილებაში იყო, მერე კაბა ჩაიცვა და ნელ-ნელა მოხდა ყველაფერი. მშობლები ძალიან განიცდიდნენ, მაგრამ შემდეგ, მთელი ოჯახი მორწმუნე გახდა. მეც ხშირად ვაკითხავდი, ვრჩებოდი.
– როგორი ემოცია გქონდათ, როცა გაიგეთ, პატრიარქის გადაწყვეტილების შესახებ?
– თვითონ არ იცოდა და მე ეს ვიცი 5 წელია, მაგრამ ინფორმაციულად არა, შინაგანად. პატრიარქს უყვარს მეუფე შიო. გუშინ რამდენჯერმე ვესაუბრე და რომ ვუთხარი, ვიცოდი-მეთქი, იცი, როგორ გაუკვირდა: საიდან იცი, მე გუშინ გავიგე, მოულოდნელი იყო ჩემთვისო. დღეს რომ ლაპარაკობდნენ მის მოსკოვში სწავლაზე,  არ უნდა ესწავლა? ასეთი სასწავლებელი ბევრგან არის? სადაც იყო, იქ წავიდა. ჩემს სიძესთან ცხოვრობდა: მიდიოდა სასწავლებელში და მოდიოდა სახლშიო. ისეთია, აუცილებლად გაგიჩნდება პატივისცემა. რაფინირებული, ინტელიგენტი, საინტერესო ადამიანი და ვინმეს თუ მოეწონა მოსკოვში, ეს რამეს ნიშნავს? დარწმუნებული ვარ, ყველას მოეწონებოდა და შეუყვარდებოდა. ცოტა ხანს მოსკოვში, ქართული ეკლესიის წინამძღვარი იყო, მაშინაც ჩემს სიძესთან ცხოვრობდა, დის ქმართან. ბინა ჰქონდა იქ. ერთხელ კინაღამ მოკლეს მოსკოვში – თავზე პისტოლეტით დაადგა ვიღაც მთვრალი: ბლოგოსლავი ბატიუშკაო. მრევლმა უცბად განაიარაღა, გაკოჭა... ერთხელ კოპენჰაგენში მივფრინავდი, ევრო-კინოაკადემიაში. რუსეთში, „ტამოჟნიაზე” დააპატიმრეს ჩემი ფილმი. აღარ წავედი, ვინერვიულე, ვსვამდი ბევრს და გავხდი ცუდად, ვკვდებოდი. მოსკოვში, სასტუმროში ვიყავი, მამა შიოს დავურეკე. მგონია, ვკვდები-მეთქი. ამ დროს ნომერში შემოდის მაღალი, შავანაფორიანი კაცი და ორი, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ფითქინა ექიმი. ვიფიქრე, მოვკვდი-მეთქი... სამი დღე და ღამე არ გასულა ნომრიდან. მივლიდა, სასწრაფო-სასწრაფოზე მოდიოდა.
– როგორ ფიქრობთ, გახდება პატრიარქი?
– აუცილებლად გახდება – ინტუიცია მაქვს 100 ქალის.
მარინა ხატიაშვილი (მეუფე შიოს მრევლი): მეუფე დანიელის რჩევით მივედი მეუფე შიოსთან. ძალიან მიჭირდა მოძღვრის პოვნა და ეს იყო მრავალწლიანი ძიება. მეუფე დანიელმა მითხრა: მგონი, გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მოგეწონება, შენც გეშველება და მეც, წადი მასთანო და გამიშვა მეუფე შიოსთან. მეუფე შიო დოგმატური ადამიანია, მაგრამ ფანატიზმის ნიშან-წყალი არ აქვს. აბსოლუტურად საღად უდგება ყველაფერს და ყველანაირ საკითხს. მეუფე შიო არის ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს მოძღვარი და ბერი. ძალიან ღრმად გააზრებული პასუხისმგებლობის გრძნობით. მას შეუძლია, მცირედზეც აიღოს პასუხისმგებლობა. 90-იან წლებში, ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა კნუტის გაჩუქება, იმ პერიოდში ვის ეცალა ამისთვის. მე მყავდა ბევრი კნუტი და მეუფეც ჩართული იყო ამ ამბავში. ყველას ეუბნებოდა: იქნებ იჩუქოთო. ყველაფერში დაგიდგება გვერდში, ნებისმიერ საკითხში. თეკლათის მონასტერში რომ ჩავიდა, მაშინ იქაურობა გაპარტახებული იყო და მოკლე დროში ნამდვილი სავანე გააკეთა – სადა, მინიმალისტური. ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს, რადგან, როგორც მე ვიცი, მისი ღირებულებებია: სწავლა, ცოდნის მიღება, ძიება, კვლევა, წარსულში ქექვა, წარსულის მომავალთან დაკავშირება. მოსმენის საოცარი უნარი აქვს და 20 წლის წინ მოყოლილი ამბავიც კი ახსოვს. თუ დიდი ხანი არ გამოჩნდებოდი ტაძარში, მაშინვე თვითონ გირეკავდა ან სხვას არეკვინებდა. განიცდიდა: იქნებ მე არ ვარ კარგი მოძღვარი, იქნებ რამე გაწყენინეთ, აუცილებლად მითხარითო. მახსოვს, დედა რომ გარდაიცვალა, ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა. თეკლათში დამპატიჟა: ჩამოდი, დაისვენებო. ჩავედი და როცა ვეხმარებოდი, მეუბნებოდა: შენ კურთხევა გაქვს – დაწვე, წიგნი წაიკითხო, დაისვენო, ისეირნოო. ძალიან თბილი, მეგობრული და დისტანციური ადამიანია. იმავდროულად, ძალიან ღრმად მორწმუნე და მკაცრი დოგმატიკოსი. ის დოგმიდან არასდროს გადაუხვევს. სიმკაცრესაც იჩენდა ხოლმე ჩვენ მიმართ. ვთქვათ, რაღაც შეცდომას უშვებ, ისეთს, რაც შენ გავნებს, ამის გამო, კომპრომისს არ დაუშვებდა. ეს უნდა შეწყდეს, შეცვალე, ან აღარ მოხვიდე აღსარებაზე, ერთი და იგივეზე რამდენჯერ უნდა ვისაუბროთ. მოდი, სხვა რამეზე ვილაპაკოთ, ან ჭადრაკი ვითამაშოთ, მაგრამ არა ამ თემაზეო. არასდროს არავის გამოარჩევდა. ყველასთან ერთნაირი, თბილი ურთიერთობა აქვს – როგორც მოწყალების მთხოვნელ ადამიანებთან, ასევე, სასულიერო პირებთან. მახსოვს, ეკლესიაში გვყადა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მოწყალებას ითხოვდნენ და ყველა დაასაქმა. იყავით აქ და თან, საქმეც აკეთეთო. ჩემთვის მისი კანდიდატურის დასახელება, არ ყოფილა მოულოდნელი. ის ისეთი ადამიანია, უდიდესი პასუხისმგებლობით მიუდგება და იტვირთავს ამ დიდ ღვაწლს.
 
скачать dle 11.3