კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (151)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

№48 როგორ გადაჭრა დუტა სხირტლაძემ შვილის ჭიპლარი საკუთარი ხელით და სად ნახა მან თავისი „მკვდრეთით აღდგომა“

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, გადაწყვიტა, საკუთარი ცოდნა სხვებსაც გადასცეს და შიშის მიუხედავად, პედაგოგობას დათანხმდა. სამოცამდე როლი შეასრულა, ეკრანზე უამრავი პროექტის მონაწილე იყო და არის. ყოველთვის ახერხებდა, ერთდროულად ბევრგან ყოფილიყო და გული სწყდება, როცა მის „ყველგან ყოფნაზე“ იცინიან.
დუტა სხირტლაძე
: გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება, რომელიც თეატრსა და ტელევიზიაში დამიგროვდა, გავცე. ამის დიდი სურვილი მაქვს, ვიღაცებისგან განსხვავებით (იცინის). ამიტომ გოგა პიპინაშვილის ხელოვნების ცენტრში 12-იდან 17 წლამდე ბავშვების ჯგუფი ავიყვანე. ექვსმა პედაგოგმა თეატრი, კინო და ტელევიზია უნდა ვასწავლოთ. მე პირველად ჩავერთე პედაგოგიურ საქმიანობაში. აქამდე მეშინოდა. ახლაც ვნერვიულობ, ვფიქრობ, როგორ მოვაქციო ჩემი ცოდნა ერთ სისტემაში. საახალწლოდ ვაპირებთ უკვე ერთი წარმოდგენის გაკეთებას. ძალიან კარგი ბავშვები არიან. არ ვიცი, როგორ შევაქო. მშობლები რომ ამბობენ ხოლმე, ჩემი შვილი კარგად სცინებს ვიღაცას და ამიტომ მინდა, მსახიობი გამოვიდესო, ამ პრინციპით არ აგვირჩევია მოსწავლეები. გასაუბრება მშობლების გარეშე ჩავატარეთ და ჯიგრულად ველაპარაკეთ ბავშვებს (იცინის). თუ მათ არ უნდათ, ისე ყველაფერი წყლის ნაყვაა.
– ახლა „იმედზე“ ორ პროექტში ხართ: „მეგობრები“ და „ცოდნა ფულია“. არ დავიწყებ საუბარს, რომ მაგარი ხართ, წლები ყველაფერს თვითონ აჩვენებს. მაინტერესებს, თუ დაგითვლიათ რამდენი პროექტის წამყვანი ყოფილხართ?
– არა, რად მინდა. ვის რაში სჭირდება, სივი გავაგზავნო სადმე? (იცინის) სამსახურს თუ ეძებ, კი ბატონო. ვიღაცას გაუგზავნი ჩამონათვალს – ნახე, რა მაგარი ვარო, მაგრამ საქართველოს გარეთ, ჩემი ეს პროფესია ვის რაში სჭირდება. მსახიობობას რაც შეეხება, აქ, კი ბატონო, ჩამოწერილი მაქვს ყველა როლი, რაც კი მითამაშია. ეს რიცხვი 55-ს გასცდა. პრინციპში, უკვე ამასაც ვეღარ ვითვლი (იცინის).
– რომ ამბობენ: ყველგან დუტა არისო, ამაზე ბრაზდებით? გწყინთ?
– კი, ძალიან მწყინს. როცა ცნობადი სახე ხარ, ცდილობ, მომავალ თაობას რაღაცის მაგალითი მისცე. როცა ხედავ, ქუჩაში ბავშვს შენი დანახვა უხარია, სხვანაირი პასუხისმგებლობა გაქვს. ამიტომაც, ხან საყურე მიკეთია, ხან კიკინა. თმას ხან ვიზრდი, ხან ვიჭრი. ეს ამ ბავშვებისთვის იმის მანიშნებელია, რომ მე მსახიობი ვარ და ხან ასე მიწევს ცხოვრება, ხან – ისე. რაც შეეხება, ჩემს ყველგან ყოფნას, ეს მაგალითია იმისა, თუ რამდენგან შეუძლია ადამიანს ერთდროულად მუშაობა. დროის მენეჯმენტი კარგი გამოგონებაა. როცა ყველაფერი წინასწარ გაქვს დალაგებული, მერე რთული აღარაა. ამით შრომისმოყვარეობის პოპულარიზაციას ვცდილობდი და „დუტა ყველგან არის“ კუდი გამოება ჩემს აქტიურობას. ამ ქვეყანაში ის, რომ ბევრს ვმუშაობდი დასაცინი გახდა და ეს მეწყინა. მოდი, ის მკითხე, როგორ ვარ ყველგან? ეს არ იყო ბოროტი დამოკიდებულება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ „ხუმრობაში წავიდა“, მაინც არ იყო სწორი შეფასება. ამიტომ, ახლა ორ პროექტში ვარ, რაც საკმარისია. ისედაც, 17 წელია, მე მიყურებს ხალხი და უკვე ოჯახის წევრივით ვარ.
– თუ გიყურებენ, ესე იგი, უნდათ თქვენი ყურება. ბევრი ცნობილი სახისგან გამოირჩევით. უხეშად რომ ვთქვათ, შვილებს არ აპიარებთ.
– მაყურებლის დამოკიდებულება ძალიან მახარებს. განსაკუთრებით მაშინ მიხარია, როცა 3-4 წლის ბავშვები მცნობენ. ადრე კი, მაგრამ ახლა ჩემი გადაცემები ისეთ დროს გადის, წესით, არ უნდა უყურებდნენ (იცინის). რაც შეეხებათ შვილებს, არ მინდა, მათ მამის აჩრდილი დასდევდეთ. ჩემი შვილი რომ ტელევიზორში დავსვა და ის იმიტომ იყოს მაგარი, რომ დუტას შვილია, დუტასი, რომელიც ბევრჯერ გამოჩნდა ტელევიზორში, რა პლუსი იქნება ეს მისთვის? გარდა იმისა, რომ დაუმსახურებელი პიარი მისდის ბავშვს და საკუთარ ინდივიდუალიზმს კარგავს.
– ზოგი, პირიქით, ფიქრობს, რომ ასე უფრო მეტად გაუკვალავს გზას წარმატებისკენ შვილს.
– წარმატებული გზა უკვე აქვთ ჩემს უფროს შვილებს და იმედი მაქვს, მესამეც ანალოგიურ გზას დაადგება სკოლის დამთავრების შემდეგ.
– სად არიან, რას აკეთებენ?
– უფროსი გოგო, მარიამი, 25 წლისაა. პროფესიით პროგრამისტია და უკვე გერმანიაში მუშაობს. კვალიფიკაციის ასამაღლებლად კიდევ სამი წელი უნდა ისწავლოს უმაღლესში. რაც შეეხება ნინის, მან სკოლა წელს დაამთავრა და სორბონის უნივერსიტეტში ჩააბარა. ახლა საფრანგეთშია, იქ ცხოვრობს და სწავლობს. სორბონას რომ მორჩება, აუცილებლად გადაიტანს საბუთებს საფრანგეთის კინოსკოლაში და იქიდან კონორეჟისორი დაგვიბრუნდება. ლუკა ჯერჯერობით ბევრს მეცადინეობს. 13 წლისაა და ახლა მეხუთე ენას ეუფლება.
– 13 წლის ასაკში მეხუთე ენას სწავლობს? რომელი ენები იცის?
– კი (იცინის). ახლა ესპანურის სწავლა დაიწყო. ქართული, რუსული, ინგლისური და ფრანგული იცის. ნინი იქ მეექვსე ენაზე ჩაეწერა. ეს ხუთი იცის და ახლა იტალიურს სწავლობს.
– ნამდვილად არ სჭირდებათ ამ ბავშვებს თქვენი პიარი.
– არა, ხომ?! თვითონ იზამენ ყველაფერს ცხოვრებაში. ჩემი მთავარი ამოცანა მათი წარმატებული მომავალია. იმიტომ ვარ და ვიყავი ბევრჯერ ტელევიზორში, რომ ისინი ამ გზაზე დამეყენებინა და შემდეგ თვითონ გაეკვალათ ის.
– გასაგებია, რომ ბევრს შრომობთ მათთვის, მაგრამ ისე, მეორე მხრიდან როგორი მამა ხართ?
– არ ვიცი. შვილებს ვუყვარვარ (იცინის). თუმცა, ურთიერთობაში დროის დეფიციტი აქვთ. ამის გამო საყვედურებს არ ამბობენ, რადგან ჩემი შვილები შეგნებული ადამიანები არიან. უბრალოდ, ხანდახან გული სწყდებათ ხოლმე. თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობ, თავისუფალი დრო ყოველთვის ოჯახში გავატარო.
– დაქორწინებული არცერთი არაა? გოგონებს ვგულისხმობ, ბიჭი ჯერ პატარაა. აი, ამ საკითხზე რომ მიდგება საქმე, მერე როგორ იქნებით?
– ჯერ მაგისთვის არ ცხელათ. მაგრამ ისე, სახლში დასაჯდომად არავის უნდა შვილი, მით უმეტეს, გოგო. უბედურებაა, თუ ქალიშვილი სახლში დაგიჯდა. გოგო უნდა გათხოვდეს. მარიამს ვეუბნები, უკვე 25 წლის ხარ, შვილო და დროა, შენი შვილი გამოვზარდო-მეთქი.
– აძალებთ გათხოვებას?
– გაგეცინება და კი. ძალიან მინდა, ახალგაზრდა ბაბუა ვიყო (იცინის). თუმცა, არასდროს ჩავრეულვარ მათ არჩევანში. მხოლოდ იმას  ვცდილობ, კარგი განათლება მივცე. მთელი ჩემი რუსურსი აქეთაა მიმართული. სანამ ჩემი მხარში დგომაა საჭირო, მაქსიმალურად ვცდილობ, ეს გავაკეთო. თუმცა ახლა მარიამმა მუშაობა დაიწყო. მის ჯგუფში 24 მოსწავლე იყო – 23 ბიჭი და ერთი გოგო. კომპანიამ, რომელშიც სწავლის პარალელურად პრაქტიკულ სამუშაოებს გადიოდნენ, მარიამს დაუძახა და სამსახურში უვადო ხელშეკრულებით მიიღო გერმანიაში. რა თქმა უნდა, დარჩა და მუშაობს. ძალიან ვამაყობ ამით.
– მართლა საამაყო შვილები გყავთ. თუმცა, მეუღლეც არანაკლებ წარმატებულია. საოცარ სამკაულებს ქმნის და როგორც ვიცი, თქვენც ეხმარებით.
– რა თქმა უნდა. ახლა როდირება ვისწავლე. აპარატი ვიყიდეთ და გუშინ ერთი ბეჭედი მეც დავამუშავე. მიყვარს, როცა სახლში ვართ, თან ვსაუბრობთ და თან, რაღაცებს ვაკეთებთ. სახლის საქმე ყველაფერი მეხერხება. მე და მარო ყველაფერს ჩვენი ხელით ვაკეთებთ.
– გენდერული თანასწორობის საკითხში როგორ ხართ ოჯახში?
– მე და ჩემი მეუღლე ოჯახში ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას. ძალიან ბევრს ვუჯერებ, რადგან მარინა ჩემი ყველაზე კარგი შემფასებელია. მარინა და დედაჩემი ყველაზე კრიტიკულები არიან. მათ კრიტიკას ყოველთვის ვითვალისწინებ, რადგან შინაური ყოველთვის კარგისკენ მიგითითებს. ცოლზე და დედაზე შინაური კი არ არსებობს.
– მაგრამ ქართველი კაცები ხომ ამბობენ, ოჯახში კაცია უფროსიო.
– „ოჯახში კაცია უფროსი“ – მოგონილი ამბავია. შეიძლება, ფიზიკურად კაცი უფრო ძლიერია, მაგრამ ოჯახის მართვა მარტო ქალის საქმეა. ქალზე კარგად ოჯახს ვერ მოუვლი. ის მეტ დროს ატარებს სახლში, ბავშვებთანაც უფრო ხშირი ურთიერთობა აქვს და ამიტომ, ზუსტად იცის, როდის რა სჭირდებათ.
– რაც შეეხება ღალატს – „კაცია და არა უშავს“?
– სისულელეა ეს დამოკიდებულება და ძალიან არ მომწონს. ისე, პირველად ტელევიზორში რომ გამოვჩნდი, არ ვიცი, რამდენი ადამიანი ურეკადა ჩემს ცოლს ტექსტით: მოვიდეს, ბავშვს გვარი მისცესო. უცბად ბევრი „შვილი“ აღმომაჩნდა. ახლა, ვასიკო ოდიშვილსა და გიორგი ბახუტაშვილზე ვერაფერს ამბობენ, მაგრამ თუ კი ქალთან ერთად შოუ მიმყავდა, ის აუცილებლად ჩემი საყვარელი იყო. როცა ამ სფეროში ხარ, თუ გააზრებული არ გაქვს, რომ მსგავსი ჭორები მოსალოდნელია, ძალიან გაგიჭირდება.
– თქვენი ცხოვრების ყველაზე რთული და ბედნიერი პერიოდები გაიხსენეთ.
– სირთულე გაცილებით მეტი ყოფილა. 90-იან წლებში ჩავაბარე თეატრალურში. ის ოთხი წელი რუსთაველზე ვიყავი. ჩემ წინ გადაისხა ბენზინი კაცმა ბარიკადებზე და თავი დაიწვა. ჩემ წინ ხოცავდნენ ერთმანეთს ქართველები და დაჭრილები თეატრალურში შემოგვყავდა მე და ჩემს სამეგობროს. 19 წლის ვიყავი მამა  რომ გავხდი. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, მაგ დროს გაჩნდა ჩემი შვილი და ბავშვი ვერ ვნახე. დასავლეთში დაიბადა და ფიზიკურად ვერ გადავდიოდი, რადგან გადასასვლელი ჩაკეტილი იყო. რვა დღის იყო, როგორღაც ჩავაღწიე. მეორე შვილის დაბადება იყო ყველაზე ბედნიერი მომენტი. აი, მესამეს დაბადებას მთლად დავესწარი. დავესწარი და გაოგნებული ვიყავი ახალი სიცოცხლის დაბადებით.
– ეს ვისი სურვილით მოხდა?
– ჩემი. პირველი შვილის დაბადებაზეც მინდოდა დასწრება, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვიყავი იქ. ნინის დაბადებასაც ვერ დავესწარით. დილაუთენია რომ მივედით სამშობიაროში, საღამომდე ველოდი გამზადებული ხალათით და ბაჩუჩებით. იმ დღეს სპექტაკლი მქონდა და საღამოს, მეგობარმა თეატრში გამაქანა. თითქოს მე მელოდებოდა, წამოვედი თუ არა ხუთ წუთში დაიბადა (იცინის). მინდოდა, კესო დამერქმია, მაგრამ „ნინოობას“ დაიბადა და ნინო დავარქვით. მარიამი „მარიამობის“ მეორე დილას გაჩნდა, თუმცა მშობიარობა „მარიამობას“ დაიწყო და ეს სახელი შევურჩიეთ, თორემ მე სალომეს დარქმევას ვაპირებდი. ლუკას უკვე ნინიმ დაარქვა სახელი. ბაღში რომ შეყვარებული ჰყავდა იმის ხათრით და აბა, მაგ დროს როგორ უნდა უთხრა ბავშვს უარი?! (იცინის).
– მოკლედ, ერთხელ ვერ დაარქვით სასურველი სახელი. კიდევ ხომ არაფერს ფიქრობთ?
– ჰო, ვერ გავარტყი. არ ვიცი, რატომაც არა (იცინის).
– მშობიარობაზე დასწრებას მივუბრუნდები. მამაკაცებს ძალიან უჭირთ ამის გაკეთება.
– დავესწარი და ჩემი შვილის ჭიპლარიც მე გადავჭერი. პირველს მე მომაწოდეს ხელში, ჩემს ხელში გავარდისფრდა ბავშვი.
– ასე მშვიდად გაძელით?
– ვნერვიულობდი, მაგრამ ახალი სიცოცხის დაბადება ყველა მამაკაცმა უნდა ნახოს და მაშინ მიხვდება, რა მაგარია ცხოვრება. მშობიარობა კიდევ ცალკე მოვლენაა, თუმცა სამედიცინო სფეროსგან ძალიან შორს არ ვარ. ერთხელ, თელავში მუხლის ოპერაციას დავესწარი. ნატყვიარი ჰქონდა მუხლზე კაცს და ქირურგს ვეხმარებოდი, რომ ფეხი არ დაკარგვოდა იმ ადამიანს. ეს 90-იანებში იყო. ერთხელ, პეჩოსთან ვიყავი მისული და ტრეპანაციაზე დასწრება ვთხოვე. ძალიან რთული სანახავია. განსაკუთრებით ის მომენტი, ტვინზე რომ წყალბადის ზეჟანგს ასხამენ ოპერაციის ბოლოს, დახურვამდე და ტვინი რომ ფუშფუშებს (იცინის). ჩემს პროფესიას სჭირდება ეს ყველაფერი. სერიალ „დეტექტივებში“ პათანატომს ვთამაშობდი. ამიტომ უამრავი დოკუმენტური ვიდეო ვნახე პათანატომების სამუშაოს შესახებ. მძიმე საყურებელი იყო, მაგრამ კარგი გამოცდილება მივიღე.
– ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც გკითხავთ. გულზე პრობლემები გქონდათ.
– თვალი არ მეცეს. თავს ვუფრთხილდები, მაგრამ შიშის ქვეშ ვცხოვრობ. მოციმციმე არითმია მაქვს. ჩემი გული თუ არ გააჩერე და თავიდან არ დაქოქე, ისე არ იმუშავებს. წამლებით და გადასხმებით ვერ მშველიან ხოლმე. ოთხჯერ მაქვს რესტარტი გაკეთებული. გულს მიჩერებენ და მერე ელექტროშოკით, თავიდან ქოქავენ. 280-300 მაქვს ხოლმე პულსი. წარმოიდგინე, მარათონელი რომ ფინიშზე გადის და 54 კილომეტრის გარბენის შემდეგ პულსი აქვს, მაგდენი მაქვს, მაგრამ უწყვეტად. ამას მაქსიმუმ, 48 საათი გაუძლოს გულმა. ამიტომ, ხელოვნური ჩარევაა საჭირო. საშინელებაა, უცებ მიაყრის გულისცემა და მერე უცებ პაუზა – ასე განუწყვეტლივ. იმ მომენტში გგონია, რომ სიცოცხლე დამთავრდა. ჯერ ლუკა უნდა დავაყენო გზაზე და მერე მაგის დედაც ვატირე (იცინის). 30 წლიდან ასე ვცხოვრობ. სულ ხუთჯერ მოხდა მსგავსი რამ. პირველად გერმანიაში დამარტყა. გაურკვევლობაში აღმოვჩნდი. ვერ გავიგე, რა დამემართა. ექიმი გერმანულად რაღაცას მიხსნიდა, თარჯიმანი ვერ ხვდებოდა, როგორ ეთარგმნა და მოკლედ, ვერ გავიგე, რა მჭირდა. მეორე წელს უკვე აქ გამიმეორა იგივენაირად და მითხრეს, რა პრობლემაც მქონდა. სხვათა შორის, ჩემი რესტარტი ერთხელ გადავიღე. იქ ჩანს მკვდარი რომ ვარ. გული ჩერდება და მერე ცოტა ხანში, ელექტროშოკის წყალობით, ისევ იწყებს მუშაობას (იცინის).
– მოკლედ, საკუთარი მკვდრეთით ადგომა გაქვთ ნანახი.
 – კი და მაგარი მომენტია. ახლა რომ დამჭირდეს, ხომ კარგად ვითამაშებ?! (იცინის) ადრე ძალიან ცუდი რიტმით ვცხოვრობდი. შეიძლება, ხუთი დღე ისე გასულიყო, რომ საერთოდ არ დამეძინა. გიჟივით ვიყავი, საკუთარ თავს არ ვუფრთხილდებოდი. ახლა ძილი მოვიწესრიგე, სიგარეტს მოვუკელი და უზმოზე საერთოდ არ ვეწევი. აუცილებლად ვსაუზმობ და ვცდილობ, თავს მოვუფრთხილდე.
скачать dle 11.3