კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი – ზაზა ხუციშვილი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

 ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი და ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის „ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის” საოპერაციო განყოფილების გამგე – ზაზა ხუციშვილი მრავალწლიანი ქირურგიული მოღვაწეობით გამოირჩევა და შესრულებული აქვს ყველა სირთულის ოტორინოლარინგოლოგიული ოპერაცია, რაც დღეს საქართველოს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. საკუთარ განათლებასა და გამოცდილებაზე, ოპერაციების სირთულეებსა და წარმატებებზე, თავად ზაზა ხუციშვილი გვესაუბრა.
ზაზა ხუციშვილი (განათლება და გამოცდილება):
თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურაში ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალობით. მოღვაწეობა დავიწყე თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც  ჩემი ხელმძღვანელი გახლდათ ბატონი შოთა ჯაფარიძე და დღემდე ერთად მოვდივართ. რეზიდენტურის პერიოდში იყო რამდენიმეთვიანი კვალიფიკაციის ამაღლების კურსი გერმანიაში. 2005 წელს დავინიშნე ექიმ-ორდინატორად. ქირურგიული სტაჟი დაახლოებით 17 წელს მოიცავს. ამჟამად, „ყელ-ყურ-ცხვირის ეროვნულ ცენტრში”. ჩვენი კლინიკა 2010 წლიდან ფუნქციონირებს და გახსნის დღიდან აქ ვარ.
– რა სირთულის ოპერაციები კეთდება „ყელ-ყურ-ცხვირის ეროვნულ ცენტრში”?
–  „ყელ-ყურ-ცხვირის ეროვნული ცენტრი” ფართოდ მოიცავს ოტორინოლარინგოლოგიურ, როგორც ამბულატორიულ, ისე ოპერაციულ სპექტრს.  კეთდება თითქმის ყველა ტიპისა და სირთულის ოპერაციები, რაც დანერგილია საქართველოს ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიაში – დაწყებული გლანდებითა და ადენოიდებით, დამთავრებული კოხლიარული ინპლანტაციით. ეს უკანასკნელი, ერთ-ერთი ურთულესი და საკმაოდ  ძვირად ღირებული ოპერაციაა. სხვა ქვეყნების ფასებთან შედარებით, ჩვენთან შეიძლება ითქვას, რომ ამ ოპერაციის ფასი მიზერულია. ჩვენი კლინიკა ორიენტირებულია ადამიანების დახმარებაზე, შესაბამისად, გვაქვს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასები და  საკმაოდ ლოიალური პოლიტიკა ამ კუთხით. ჩვენთან მოქმედებს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაზღვევა. ოპერაციის ხარჯებს ნაწილობრივ სახელმწიფო იღებს თავის თავზე და ამ მხრივ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.
– როგორია თქვენი კლინიკის მედპერსონალი და ტექნიკური აღჭურვილობა?
– ნებისმიერი კლინიკის წარმატება ყოველთვის დამოკიდებულია გუნდურ მუშაობაზე. ჩვენ გვყავს ბრწყინვალე პერსონალი. რაც შეეხება ტექნიკურ აღჭურვილობას, ჩვენი კლინიკა აკმაყოფილებს თანამედრვე სტანდარტებს, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. გვაქვს დაბალანსებული საოპერაციო განყოფილება, ძალიან კარგი ანესთეზიოლოგიური სამსახური. კლინიკა საკმაოდ დიდი დატვირთვით მუშაობს.
ჩვენს კლინიკაში არის აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი, სადაც ხდება სმენის გამოკვლევა, ვეხმარებით პაციენტებს სმენის აპარატებით და იმპლანტის რეგულირებით. გვაქვს ასევე ფიზიოთერაპიის ძალიან კარგი კაბინეტი. ჩვენი სფეროს ირგვლივ არსებულ ყველა სპექტრს მოვიცავთ.
– პლასტიკური ქირურგიაც შედის ამაში?
–  დიახ. ჩვენთან კეთდება როგორც პლასტიკური ქირურგიული, ასევე ურთულესი ენდოსკოპიური ოპერაციები, როცა არის დანამატი წიაღების პოლიპოზური დაავადებები. ამ დროსაც ხდება წიაღების სანაცია, გასუფთავება, რაც საკმაოდ რთული პროცესია. მოვიცავთ ყბა-სახის ქირურგიასაც.   სირთულის მიუხედავად, თითოეული ოპერაცია საკმაოდ დიდ სტრესთან და ნერვიულობასთანაა დაკავშირებული ქირურგისთვის.  
– შესასრულებლად რომელია ყველაზე რთული ოპერაცია ოტორინოლარინგოლოგიაში?
– შესასრულებლად ურთულესი და თავის დროზე ნოვატორული იყო კოხლეარული იმპლანტაცია. ეს არის სმენაჩლუნგობის პრობლემა, როცა აბსოლუტურად არაფერი ესმის ადამიანს და სრულიად ასოციალურია სამყაროსგან. სმენაჩლუნგობა შეიძლება, იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შემდგომ განვითარებული. ეს არის ურთულესი ოპერაცია, რა დროსაც ხდება იმპლანტის ჩანერგვა სმენის ორგანოში, რომელიც, ფაქტობრივად, უფუნცქიოა. ეს ოპერაცია 1999 წელს დანერგა ბატონმა შოთა ჯაფარიძემ საქართველოში და  ის იყო ერთ-ერთი პირველი, მთელ პოსტსაბჭითა სივრცეში. ეს არის რამდენიმესაათიანი ოპერაცია, რა დროსაც  ერთი პატარა შეცდომაც, საკმაოდ ცუდი შედეგით შეიძლება დამთავრდეს.
– რამდენად ეფექტურია ეს ოპერაცია?
– ამ ოპერაციის შემდეგ ადამიანს ესმის რობოტის ხმა, ვერ არჩევს ქალი ელაპარაკება თუ მამაკაცი, მაგრამ მთავარია, რომ ესმის. თუ ოპერაცია კეთდება მაგალითად, 2-3 წლის ასაკში, მაშინ ბავშვები ჩვეულებრივად სწავლობენ ლაპარაკს. ასევე ადვილად იწყებენ ლაპარაკს ისინიც, ვინც გარკვეული წლები მეტყველებდა და მერე, რაიმე დაავადების გამო, დაემართათ სმენაჩლუნგობა. რასაკვირველია, როცა არ გესმის, ვეღარც ლაპარაკობ. ცოტა რთულადაა საქმე მათში, ვისაც გამოტოვებული აქვს ის ეტაპი, როცა ადამიანი მეტყველებას სწავლობს. თუმცა, ბუნებრივია, მათთვისაც არის დიდი შეღავათი.
მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის #13, VI სართული.
საკონტაქტო ტელ: 234 59 55.

скачать dle 11.3