კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რატომ იკეტებოდა ქეთი შეყელაშვილის გამო ჩინეთის ქალაქებში ქუჩები და რატომ დაჰყვებოდა მას ყველგან დაცვა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 23 წლის „ვიცე-მის საქართველო 2015“ – ქეთი შეყელაშვილი, რამდენიმე დღის წინ ჩინეთიდან დაბრუნდა. იქ ის „მის მსოფლიოს“ კონკურსში მონაწილეობდა. კონკურსის გამარჯვებული „მის ინდოეთი“ გახდა. ქეთის დამთავრებული აქვს  ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ფაკულტეტი. ბავშვობიდან ცეკვავს და ამჟამად „ერისიონის“ მოცეკვავეა.
ქეთი შეყელაშვილი:
2015 წელს გავხდი „ვიცე-მის საქართველო“.  ისე მოხდა, რომ  ვერცერთ კონკურსზე ვერ წავედი. თუმცა, მაინც ველოდებოდი, იმედი არ დამიკარგავს. ერთ დღესაც სააგენტოში მითხრეს: გვინდა, „მის მსოფლიოზე“ გაგიშვათო. თავიდან გავშტერდი, რამდენჯერმე გავამეორებინე: სად მიშვებთ, უკაცრავად?! სამი დღე კიდევ ვერ ვიჯერებდი. ძალიან გამიხარდა. დავიწყეთ მზადება. ერთი თვე აქტიურ რეჟიმში ვიყავი და შემდეგ გავემგაზავრე ჩინეთში კონკურსზე. მარტო წავედი, თუმცა არანაირი შიში არ მქონია. ვიცოდი, არ დავიკარგებოდი.
– მომიყევი, როგორ ცხოვრობდით, როგორ ემზადებოდით საფინალო შოუსთვის?
– კონკურსი კუნძულ სანიაზე ჩატარდა, სადაც საფინალო შოუმდე 10 დღით ადრე გადავედით. მანამდე ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში დავდიოდით. თავიდან ცოტა იმის შიში მქონდა: როგორ მიმიღებენ გოგონები, ჩემს ოთახში ვინ იცხოვრებდა. ჩემი რუმეითი სომეხი იყო. სხვათა შორის, სომხეთი „მის მსოფლიოზე“ პირველად იღებდა მონაწილეობას. ორგანიზატორებმა აღმაფრთოვანეს: ასეთი ადამიანები თუ არსებობდნენ, არ მეგონა – კეთილები, ყურადღებიანები. რაც შეეხება ჩვენს გრაფიკს, დილის 6 საათზე ვიღვიძებდით და ეს იყო ჩემთვის დიდი სტრესი. შემდეგ ვსაუზმობდით და ექსკურსიაზე ჯგუფად გავდიოდით. მთელ დღეს ვატარებდით გზაში. გვქონდა ფოტო-ვიდეოგადაღებები. თითქმის ყოველდღე სხვადასხვანაირი იყო. რაც ყველაზე მეტად მომწონდა, იყო ის, რომ სულ დაცვა დაგვყვებოდა. დილით რომ გავდიოდით ქალაქში, მთელი გზა იკეტებოდა, მანქანებიც არ დადიოდნენ. ავტობუსები ჩვენი ფოტოებით იყო მორთული და ხალხი რომ გვხედავდა, ხელს გვიქნევდა. ჩინელები სასწაულად თბილი ხალხია: ამობეჭდილი ფოტოებით მოდიოდნენ – თქვენი ავტოგრაფები გვინდაო. ერთი მექსიკელიც მოვიდა ჩემი ამობეჭდილი ფოტოთი, თქვენი ავტოგრაფი მინდაო. ვკითხე: მექსიკას არ გულშემატკივრობ-მეთქი? კი, პირველ ადგილზე მექსიკა და მერე თქვენო. მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამას რომ ვგრძნობდი, ძალიან მსიამოვნებდა. ფოტოების გადაღებაც მიყვარს და ამიტომ, არ ვამბობდი უარს.
– ყველაზე დიდი სირთულე რა იყო?
– დილით გაღვიძება და ლოდინი, რადგან გოგონები პუნქტუალურობით არ გამოირჩეოდნენ. აკრძალვებიც არ იყო. უბრალოდ, მარტო, დაცვის გარეშე, გასვლა გვეკრძალებოდა. ეშინოდათ.
– ასეთ კონკურსებზე, ზოგჯერ, გოგონები ვერ უძლებენ სტრესს, გადაღლას და ინციდენტები ხდება ხოლმე.
– სანიაზე რომ გადავედით, ძალიან ცხელოდა. გარეთ რამდენიმე საათით გასვლა და იქ გაჩერება გვიწევდა. კრემებს კი გვისვამდნენ, მაგრამ ჰაერს ვერაფერს შველოდნენ. 15 გოგო ჩაგვეკეცა სცენაზე, ცუდად გახდნენ. ეს იყო ძალიან მძიმე. ცდილობდნენ, ქოლგები მოეტანათ, წყალი, მაგრამ საშინელი სიცხე იყო. მეც დამეხვა ერთხელ თავბრუ, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა. ზოგ გოგონას გადაწვის მომენტიც ჰქონდა. სამი დღე იწვნენ, სასტუმროდანაც ვერ გამოდიოდნენ. სანია ძალიან ლამაზი კუნძულია. სასტუმროდანაც ისეთი ზღაპრული ხედები იყო.
– ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტიპის კონკურსზე წინასწარ იციან, ვინ გაიმარჯვებს. ახლა რა ხდებოდა?
– წინასწარ არ ვიცოდით, თუმცა ვარაუდები გვქონდა. გვეგონა, მექსიკა გაიმარჯვებდა, მაგრამ „ვიცე-მის მსოფლიო“ გახდა. ინდოეთის გამარჯვებას არავინ ელოდა, მოულოდნელი იყო. „მისტერ მსოფლიოც“ შარშან ინდოელი ბიჭი გახდა, რომელიც წელს ჟიურიში იჯდა. შეიძლება, ამანაც ითამაშა გარკვეული როლი. ცუდი გოგონა არ არის, უბრალოდ, კეხიანი ცხვირით თუ „მის მსოფლიო“ გახდებოდა, ვერ წარმომედგინა. ჩემს ცხვირზე ვამბობდი: ასე როგორ წავიდე-მეთქი. არაფერი მაქვს გაკეთებული, თმაც კი ნატურალურია, არ ვიღებავ. მოკლედ, შოკი იყო.
– არ ხარ პლასტიკური ოპერაციების გაკეთების მომხრე?
– ერთადერთი, რაც შეიძლება გავიკეთო, ცხვირია: ფოტოებში არ გამოვდივარ კარგად – არც ფოტოგენური ვარ და არც ტელეგენური. ეს ცოტა მაღიზიანებს, მაგრამ ეტყობა, არ მოვინდომე, სხვა ყველაფერი მომწონს.
– საცეკვაო ნომერიც შეასრულე?
– „აჭარული“ ვიცეკვე, „ერისიონმა“ გამატანა ფორმა. ჟიური აღფრთოვანებული იყო, მაგრამ მაინც გახდილი ფორმა აარჩიეს – ალბათ, სცენაზე ის უფრო ლამაზია.
– შენზე რას ამბობდნენ?
– „მის სომხეთმა“ მისცა ინტერვიუ და ჩემზეც ისაუბრა, რომ კარგი გოგო ვარ. მერე მენეჯერმა ჩამოაკითხა და მან მითხრა: ეს ინტერვიუ რომ გავიდა, სომხები ამბობდნენ: ქართველებს რა კარგი გოგონა ჰყავთ გაგზავნილიო. ფოტოებსაც რომ დებდნენ, მეც გამომარჩევდნენ ხოლმე. იყო ხალხის სიმპათიები. საქართველოზე – რა გითხრათ. რომ გაიგეს, მე მივდიოდი, ჯერ „მის საქართველო“ ვეგონე და წერდნენ: ეს როგორ გახდა „მის საქართველო“, ალბათ, ფული გადაიხადაო. მე ასეთ რაღაცებს ყურადღებას  არ ვაქცევ. არ ვრეაგირებდი.
– სამოდელო კარიერას აგრძელებ?
– აქტიური მოდელი არ ვარ, მოდის კვირეულებზე არ გამოვდივარ. მე ცოტა სხვანაირი აღნაგობა მაქვს, უფრო ქალური ფორმები, როგორც მისებს შეეფერებათ. მოდელები კი უფრო გამხდრები არიან. ალბათ, ამიტომაც გამიშვა ქალბატონმა იამ. ასევე, ვარ შრომისმოყვარე, მიყვარს ვარჯიში და არ ვიღლები. მაქსიმალურად ვიყენებ დროს.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში, შეყვარებული გყავს?
– კი. შეყვარებული მყავს, მაგრამ ჯერჯერობით, არაფერს ვაპირებთ.
– ზოგს არ უყვარს, მისი შეყვარებული სილამაზის კონკურსებში რომ იღებს მონაწილეობას. შენს შეყვარებულს?
– თავიდან არ უნდოდა, მაგრამ მერე შეეგუა.
– რით შეგაყვარა თავი?
– ბევრს ეცადა. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი. მერე იბრძოლა, იბრძოლა და ახლა ერთად ვართ. ყველაზე მეტად მამაკაცში, ადამიანში ვაფასებ ყურადღებას. კეთილი უნდა იყოს და თავმდაბალი.
– სიურპრიზებს გიწყობს?
– ახლა რომ ჩამოვედი, მეგობრებმა დამახვედრეს სიურპრიზი: ჩემი ქანდაკება. რა  გვირგვინი, რის გვირგვინი, სულ არ მინდოდა ის გვირგვინი. ჩემი ფოტოსგან დაამზადეს ბიუსტი. სულ მეუბნებიან: ანტიკვარი ხარ, ძეგლი უნდა დაგიდგათო. სხვანაირი ხასიათი მაქვს, მოუსვენარი ვარ, ახალ-ახალი რაღაცების აღმოჩენა, ადამიანების გაცნობა მიყვარს. არაორდინარულობაც მახასიათებს. თავიდან, ერთი შეხედვით, რადგან სერიოზული ვარ, ყველა ამბობს ხოლმე: ეს „სწერვა” ვინ არის, უჟმურია და არ იცინისო. ურთიერთობაში არ ვარ ასეთი. ისეთი მოუსვენარი ვარ, თვითმფრინავშიც 22 საათი ვიჯექი და შევაწუხე გვერდზე მჯდომები. ამიტომაც, მეუბნებოდნენ მეგობრები: ისეთი ძეგლი უნდა დაგიდგათ, გორგოლაჭები ჰქონდეს და თავისით დადიოდეს აქეთ-იქითო.
скачать dle 11.3