კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 მამუკა ლომაშვილის ანეკდოტები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


გურულ ქალს ეკითხება მეზობელი:
– ნანუჩია, გოგო, სერიალებში რომ სექსის სცენებია, იმას უყურებ?
– სა, მცალია, ნენა, სხვისი სექსის საყურებლად, ჩემსაზეც თვალები მაქვს დახუჭული.
***
ეჭვიანი ცოლი ათვალიერებს სახლში დაბრუნებული ქმრის ტანსაცმელს და ვერ იპოვა ქალის თმა. გაბრაზებული მიუბრუნდა ქმარს:
– უხ, შენ მოისპე, მალე!
– რა გინდა, ქალო, შარზე ხარ? რას მლანძღავ?
– რა და, ქერა და შავთმიანი ხომ არ დაიკელი და ახლა მელოტებზე გადახვედი, ხო?
***
ქმარმა დაარტყა ხელი მაგიდას და დაიყვირა:
– ბოლოს და ბოლოს, ვინ არის აქ უფროსი?
ცოლი:
– მე! რამე პრობლემაა?
– არაფერი, უბრალოდ დავაზუსტე.
***
ქუთაისელს ეკითხება თბილისიდან ჩასული:
– რა მოხდება, კაი ბიჭის და რომ შემიყვარდეს?
– რა, ძამია და... ჩათვალე ან ქმარი ხარ ან გვამი.
***
მეგრელს ეკითხებიან:
– ცუდი ამბებისგან რომელი ქვა გიცავს?
– გააჩნია, რომელსაც პირველი ვსტაცებ ხელს.
***
ფეხბურთზე მატჩის არბიტრმა მეშვიდე წუთზე ფეხბურთელს, ყვითელი ბარათის ნაცვლად, გულის ჯიბეში შემთხვევით აღმოჩენილი პრეზერვატივი აუფრიალა... საფინალო სასტვენამდე, თამაშის წესები, ერთხელაც არ დარღვეულა.
***
მიხო პარაშუტით პირველად ხტება და ქვევით ჟურნალისტები ელოდებიან. როგორც კი მიწაზე დაფრინდა, მისცვივდნენ და დააყარეს კითხვები:
– როგორი იყო, ბატონო მიხო, ადრენალინი?  რომ მოფრინავდით, რა შეგრძნება გქონდათ? განიჭებდათ სიამოვნებას?
– მამხედეთ აქეთა! ერთს გეტყვით: კაი იყო, მაგრამა, სუნი ჰქონდა მურტალი.
***
ქორწილის მეორე დღეს, პატარძალი მივიდა მამამთილ მიხოსთან, რომელიც საშინელ „პახმელიაზეა“, თავი უსკდება, გაუბედა და მორიდებით ჰკითხა:
– „მამა“ დაგიძახოთ თუ სახელით მოგმართოთ?
– შვილო, თუ გინდა „გარშოკი“ დამიძახე, ოღონდაც შიგ ნუ მაისაქმებ!
***
კაცი მრავლობითი მოტეხილობებით, დაგლეჯილ-დალურჯებული მიიყვანეს საავადმყოფოში. პალატაში სვანი იწვა და დაინტერესდა:
– კი, მაგრამ ასე როგორ დაშავდა, რა მოუვიდა?
– რა, და... ცხენის „ტაჩკით“ მიდიოდა ვენახში, უცბად ქარი ამოვარდა, საიდანღაც გაზეთი ააფრიალა და ცხენს თვალებზე მიაფარა. გაგიჟდა ცხენი, დაფრთხა, გავარდა გიჟივით და კანაოში გადაიჩეხა... მოკლედ, გადაბრუნდა „ტაჩკა“, გადმოვარდა და კი ჩაენგრა ამ კაცს ნეკნები.
სვანი დაფიქრდა:
– საინტერესოა, რა წაიკითხა ეგეთი იმ გაზეთში.
***
მიხოს ბიჭი გამოიტანს კრედიტს ბანკიდან, მთლიანად დახარჯავს და ევროპაში „მოხევს“. რამდენიმე თვის მერე, მამას ურეკავს პარიზიდან:
– აბა, როგორ ხარ, მამი?
– როგორ ვიქნები, შვილო.. ზალაში რომ იდგა, კაკლის კარადა გახსომს?
– მახსოვს.
– გაგვიყიდეს.. ჰამაკი გახსომს?
– მახსოვს..
– გაგვიყიდეს... ჩუქურთმებიანი საწოლები გახსომს?
– მახსოვს...
–  გაგვიყიდეს... ეხლა კიდე ბანკიდან არიან მოსულები და ის დანჯღრეული ტახტიღა დაგვრჩა შემოსასვლელში რომ იდგა და ისიც მიაქვთ.
– ახლა, რა უნდა ქნათ?
– რავი, ვფიქრობ, დედა რაზე მოგ-ნა!!скачать dle 11.3