კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 დედაჩემის წარსულის გამო ცოლი ცხოვრებას მიმწარებს

თათია ფარესაშვილი ნიკუშა, 24 წლის.

ინტიმური საუბრები



როცა დედ-მამა ერთმანეთს დაშორდნენ, ოთხი წლის ვიყავი. მახსოვს, როგორ განვიცდიდი, როცა მამა აღარ მოდიოდა ყოველ საღამოს, არ მეხუტებოდა და არ მაძინებდა. ძლივს მივეჩვიე მის გარეშე ცხოვრებას. მართალია, კვირაში ერთხელ მნახულობდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. მერე გავიზარდე და მანაც მოუკლო ნახვას. დედა სულ მეუბნებოდა, მე და მამამ თუ ვერ გავუგეთ ერთმანეთს, ეს არ ნიშნავს, შენც დაკარგო, დაურეკე, თუ გენატრებაო. მამამ სხვა ცოლი მოიყვანა, შვილებიც გაუჩნდა და ჩემთვის აღარ ეცალა. დედა კი, სულ ჩემს გვერდით იყო, მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ვიყავი, ვიდრე მამაჩემისთვის. დაახლოვებით, 15 წლის ვიყავი, როცა გავიგე, დედას საყვარელი ჰყავდა. ძალიან განვიცადე, მეგონა, სამყარო თავზე დამემხო. ვერ წარმომედგინა სხვა კაცი მის გვერდით. ესეც გადავლახე, გადავიტანე და შევეგუე. ერთი სიტყვით, ადვილი ცხოვრება არ გამომივლია, ვერც ბავშვობა შევირგე და ვერც თინეიჯერობა. მერე, შევხვდი მარის, რომელმაც იმდენად შემაყვარა თავი, რომ ცოლად მოვიყვანე. ახლა ვნანობ – ერთ თვეში მივიღე გადაწყვეტილება და შევცდი არჩევანში. როგორიც მეგონა, ისეთი არ აღმოჩნდა, მალევე გამოაჩინა კლანჭები. შემოვიდა თუ არა სახლში, თავის თავზე აიღო უფროსობა, არც დედას სცემს პატივს და არც ჩემი სიტყვაა მისთვის მნიშვნელოვანი. თავის ჭკუაზე დადის. დედა, თავიდან მეუბნებოდა, არა უშავს, შვილო, ჯერ ბავშვია, ოცი წლისაა, მოითმინე, ახალ ოჯახს შეეგუოს გოგო. ნახავ, მალე ხასიათებს შეუწყობთო. არადა, პირიქით ხდება. რაც დრო გადის, უფრო აუტანელია მასთან ლაპარაკი და ურთიერთობა. ამას წინათ, სახლში მისულს დედა ნამტირალევი დამხვდა. ვეხვეწე, რა მოხდა მითხარი-მეთქი და სიტყვა ვერ დავაცდენინე. მეგონა, მისმა ყოფილმა საყვარელმა აწყენინა და ვუთხარი, მოვკლავ იცოდე, თუ ის არის დამნაშავე-მეთქი და აი, მერე ამოღერღა: ის არაფერ შუაშია, შენმა ცოლმა შეურაცხყოფა მომაყენა, ბოზი მიწოდაო. ყველაფერს მოველოდი და ამას – არა. გავშრი, დავპატარავდი ორმეტრიანი კაცი, ვერ მივხვდი, რა გამეკეთებინა. შევედი საძინებელში და მარის ვკითხე, ამიხსენი, რა მოხდა, დედას მართლა უთხარი ის, რაც მან მითხრა-მეთქი. ვერც ის სიტყვა გავიმეორე და ისიც მაინტერესებდა, აღიარებდა თუ არა მის ნათქვამს. დამცინავად შემომხედა და მითხრა: ხო, რა პირველად ჩემგან გაიგე, რომ ბოზია? და აი, აქ მივხვდი, რა შარში გავყავი თავი, როგორ შევცდი და რამხელა დანაშაული ჩავიდინე, მისი სახლში შემოყვანით და ცოლის სტატუსის მინიჭებით. ცხოვრებაში რომ ქალისთვის ზედმეტი სიტყვა არ მითქვამს, საკუთარ ცოლს სილა გავაწანი. არ მოელოდა, გაოგნებული მიყურებდა და ვერაფერი მითხრა. მიხვდა, ისე ვიყავი წყობიდან გამოსული, შემეძლო, მომეკლა. იმ დღის მერე, ხმა არ გამიცია, მისაღებ ოთახში მძინავს და მის გვერდით დაძინების სურვილი არ მაქვს. ისევ დედა განიცდის და მეხვეწება, ჩემს გამო არ მინდა, ცოლთან ცუდი ურთიერთობა გქონდეს, ვიქირავებ ბინას და იქ გადავალო. მაგრამ, მე უარზე ვარ. დედას, რომელმაც გამზარდა, არაფერი დამაკლო და მამის გარეშე სითბო და სიყვარული მომანიჭა, ნაქირავებ ბინაში გავაგდებ? თუ საყვარელი ჰყავდა, ეს მისი ბრალი არ არის. ქმრისგან მიტოვებულმა ქალმა, ვისთანაც სითბო და სიყვარული იპოვა, მის გვერდით იყო და  არ უღალატია. ესეც ხომ დასაფასებელია?  მე შვილი ვარ და არ განვიკითხავ.  მარიმ კი, იცხოვროს, სანამ გაუძლებს ამ სიტუაციას ჩვენთან ერთ ჭერქვეშ და თუ ყელში ამოუვა, მიბრძანდეს, არ ვიდარდებ. უბრალოდ, მე არ მინდა გავაგდო და არაკაცის სახელი მქონდეს. იმედია, მიხვდება, რომ არ არის მისი ადგილი ჩვენ გვერდით და მიბრძანდება თავის გზაზე.
ნიკუშა, 24 წლის.скачать dle 11.3